სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლია ჩახუნაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე მარიამ გოგოსაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.

ქარტიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა ადამიანმა გამოხატა. ნაწილის განცხადებები არასრული იყო. საბოლოოდ, საბჭო ორ კანდიდატს გაესაუბრა - ნოდარ სირბილაძეს და ლია ჩახუნაშვილს. საბჭოს 9 წევრმა მხარი დაუჭირა ლია ჩახუნაშვილს.

ლია ჩახუნაშვილმა 15 წლის განმავლობაში იმუშავა საქართველოში USAID-ის მიერ მხარდაჭერილ მედიის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე, რომელთაც IREX ახორციელებდა, პროგრამის ხელმძღვანელის და ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციებზე. სხვადასხვა დროს წვლილი შეიტანა ამავე სფეროში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (BBC World Service Trust, MDLF, IREX Europe) საქმიანობაში, როგორც პროგრამის დირექტორმა, კონსულტანტმა და მრჩეველმა. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

ლია ჩახუნაშვილმა ჟურნალისტური განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ).

30.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია იმედის, POSTV-ს და რუსთავი 2-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია კომპანია ,,ედისონ რისერჩის’’ მთავარი მრჩეველი ნინო ჯაფარიძე.

სადავო მასალები 2023 წლის 13 ნოემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გააშუქეს, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებს კომპანიას და არაკვალიფიციურ, მიკერძოებულ კვლევით ინსტიტუციად წარმოაჩენს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

27.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „სეზონი TV”-ს ჟურნალისტის ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია თეონა ფანქველაშვილი. 

სადავო მასალა 2023 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა მის პირად ცხოვრებაში და მის მიმართ გააჟღერა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ფრაზები. 

განმცხადებლი დავობს ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

22.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 ნოემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: გიორგი ტუმასიანი bm.ge-ს ჟურნალისტის გიორგი ისაკაძის წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2023 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია განზრახ არასწორად გააშუქა, გააჟღერა არმენოფობიური და დიკრიმინაციული შინაარსის ფრაზა; მიმართვის შემდეგ კი მასალა არ შეასწორა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

22.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „ქართული TV”-ს ჟურნალისტის მაკა ბრეგაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია თემურ ლაჭყეპიანი. 

სადავო მასალა 2023 წლის 15 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, მასალაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ცრუ ბრალდებები, რომელზეც მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

21.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ განცხადებები დასაშვებად ცნო, განმცხადებელები არიან WISG, თემიდა და ქეთევან კაბულაშვილი, სოფიკო გულედანი. 

სადავო მასალა 2023 წლის 17 სექტემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, წამყვანმა დისკრიმინაციის წამახალისებელი ფრაზები გააჟღერა. 

WISG და თემიდა დავობენ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქეთევან კაბულაშვილი და სოფიკო გულედანი დავობენ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

21.11.2023

„მაუწყებლის” ინფორმაციით, 2023 წლის 18 ნოემბერს თბილისში, რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მათი ჟურნალისტი, რატი რატიანი დააკავეს. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, პოლიციას უხსნიან, რომ რატიანი ჟურნალისტია, თუმცა პოლიციამ ის მაინც დააკავა. 

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და სამართალდამცავი უწყების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაათავისუფლოს რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი. 

ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება, გააშუქოს საპროტესტო აქცია. 

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოდ მუშაობის პირობები, ასევე, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა.

ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

18.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „BMG/ბიემჯის” ჟურნალისტის გიორგი ისაკაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გიორგი ტუმასიანი. 

სადავო მასალა 2023 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია განზრახ არასწორად გააშუქა, გააჟღერა არმენოფობიური და დიკრიმინაციული შინაარსის ფრაზა; მიმართვის შემდეგ კი მასალა არ შეასწორა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

17.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

სადავო მასალა 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა, მიმართვის შემდეგ კი არ შეასწორა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

10.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „TV პირველის” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ირმა ჯანჯღავა (წარმომადგენელი ბესარიონ ბოჭორიშვილი). 

სადავო მასალა 2023 წლის 28 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტები მაყურებელს განზრახულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტისგანზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

09.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აგრძელებს განაცხადების მიღებას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმალური ასაკი 25 წელი;
  • მედიის ან მედიასამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზაციის მართვის გამოცდილება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაორგანიზაციებთან, ფონდებთან, მედიასთან მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ქარტიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა;
  • მესამე პირებთან ქარტიის წარმომადგენლობა;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და მიმართულებების განხორციელება;
  • ქარტიის საერთო კრების, საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულება;
  • ქარტიის საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშგების მომზადება და საბჭოსთვის წარდგენა. ქარტიის მიმდინარე პროექტების მართვა;
  • ქარტიის პროექტების მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის მათი წარდგენა;
  • ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზება. ქარტიის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვა.

კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

  • CV;
  • სამოტივაციო წერილი თუ რატომ სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება და როგორია ორგანიზაციის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

შერჩევის პროცედურა:

განაცხადების მიღების დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში საბჭო გასაუბრების ეტაპისთვის არჩევს კანდიდატებს და ატარებს გასაუბრებას ინდივიდუალურად.

ანაზღაურება:

მინიმალური ხელფასი 1020 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადასახადების ჩათვლით.

განაცხადის წარდგენა:

დოკუმენტები უნდა გამოაზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ethicscharter@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: დირექტორის კონკურსი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

07.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ჟურნალისტური მასალების კონკურსს - „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“. ქარტიის კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

კონკურსის გამარჯვებულს პრიზი გაიცემა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. 

გამარჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი საკონკურსო 5 წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელშიც შედის ქარტიის საბჭოს 2 წევრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და 2  ჟურნალისტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. ნომინაციაში თითოეულ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა.

კონკურსში შესაძლებელია წარდგენილი იყოს როგორც ბეჭდური, ისე აუდიო, ვიდეო და მულტიმედიური მასალა.

კონკურსის თემატიკა:

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 11 დეკემბრიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში. 
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეორეპორტაჟის და/ან მულტიმედია პროდუქტის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი.
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com  
  • საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში.

ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
  • თხრობის სტილი და ტექნიკა;
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
  • სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე;      
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
  • ინფორმაციის სიზუსტე;
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა;
  • მიუკერძოებლობა;
  • მხარეთა ბალანსი;
  • სიძულვილის ენისა და გენდერულად არამგრძნობიარე, შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/გამოუყენებლობა;
  • ზოგადი საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ჟურნალისტური პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვა.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი, 18:00 საათი. 

მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი. დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com

განაცხადის შევსება სავალდებულოა და მის გარეშე მხოლოდ ელექტრონულ მისამართზე მიღებული განცხადებები არ განიხილება.

გამარჯვებული გამოვლინდება 2023 წლის დეკემბერში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრიზს უკვე მე-10 წელია გასცემს, ხოლო ნომინაციაში „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“ უკვე მესამედ დააჯილდოებს გამარჯვებულს.

02.11.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.