18.04.2026
კატეგორია : ანონსი;
18 აპრილს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ვლადიმერ ხუჭუას განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ქრონიკა” სადავო გამოშვება ეთერში 2026 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე გავიდა.
განმცხადებელი, ვლადიმერ ხუჭუა, რომელიც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეა, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე, რომელთაგან ქარტიის საბჭომ ორივე დარღვეულად მიიჩნია.
მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და არც საკუთარი წერილობითი პოზიცია წარუდგენია საქმესთან დაკავშირებით.
საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.