ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გიორგი მგელაძე  ქარტიის საბჭოს წევრებმა 2019 წლის 3  ნოემბერს აირჩიეს.

2009 წლიდან 2019 წლის 22 ოქტომბრამდე იგი  მუშაობდა საგამოძიებო სტუდია მონიტორში გამომძიებელ ჟურნალისტად და რედაქტორად;  ასევე, ამავე პერიოდამდე იყო ქარტიის საბჭოს წევრი. 

გიორგი მგელაძე რამდენჯერმე იყო ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.  ის პირველად ქარტიის საბჭოს წევრი 2012 წელს გახდა და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბჭოსაც თავმჯდომარეობდა. ამავე პოზიციაზე აირჩეს და ასევე საბჭოს თავმჯომარე იყო 2016-2018 წლებშიც.

გიორგი მგელაძე საგამოძიებო ფილმებს აკეთებდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა „60 წუთისთვის“, მოგვიანებით კი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფის რეპორტიორი.

საგამოძიებო ფილმების გარდა, მისი ძირითადი სამუშაო მიმართულება არის მედიამონიტორინგი. არის მედიამონიტორინგის რამდენიმე კვლევის ხელმძღვანელი.

მათ შორის: 

  • 2016- 2017წწ  - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, “არჩევნების გაშუქება მედიაში” ტელევიზების საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული პროექტი;   
  • 2016წ -  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მონიტორინგი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
  • 2014წ -  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის ევროკავშირისა და ქარტიის პრიზები.



ქარტიის აღმასრულებელი დირექტორები:

  • 2015-2019 - ნატა ძველიშვილი
  • 2013-2015 – თამარ რუხაძე
  • 2012-2013 – თამარ კორძაია