21.03.2026
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა შპს “უნიქალმედის” დირექტორმა კახა ნურალიძემ.
სადავო მასალა ტელეკომპანია Mega TV-ის სოციალურ ქსელში 2026 წლის 24 თებერვალს გავრცელდა. ის ქუთაისში ექიმის მიერ თვითდაზიანებების მიყენების შესახებ გავრცელებულ ამბავს ეხება.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი და გადაუმოწმებელია და დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან Mega TV-ის
ჟურნალისტი თამარა ქავთარაძე განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.