კატეგორია : ანონსი;
20 თებერვალს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ნინო დათაშვილის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ.
სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ორ სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში 2025 წლის 6 აგვისტოს გავიდა. ის ეხება ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კონფლიქტს მასსა და სასამართლოს მანდატურებს შორის.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები დაარღვია, ხოლო მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევა საბჭომ არ დაადგინა.
მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და არც საკუთარი წერილობითი პოზიცია წარუდგენია საქმესთან დაკავშირებით.
საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.