თემო ინასარიძემ დაამთავრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საჯარო მმართველობის სპეციალობით.
2016 წელს მუშაობდა რეგიონულ ტელევიზიაში „მეცხრე არხი“. 2021-2025 წლებში მუშაობდა რეგიონულ ონლაინ გამოცემასა და რადიოში „სამხრეთის კარიბჭე“. 2025 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო გერმანიის საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ინსტიტუტის (Ifa) სამთვიან სტაჟირების პროგრამაში (Cross Culture Program (CCP) fellowship), ბერლინში.
2023 წელს მიიღო „ლექსოს პრემია“ საუკეთესო სტატიისთვის ადამიანის უფლებების შესახებ. 2024 წელს მიიღო პრემია „შუქი“ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა „ევროპის ფონდის“ კონკურსში „საგამოძიებო ჟურნალისტიკა ცვლილებებისთვის“. 2025 წელს მიიღო ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, ბეჭდური ან ონლაინ მედიის საუკეთესო სტატიის კატეგორიაში.
ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2025 წლის 13 დეკემბერს, ქარტიის საერთო სხდომაზე.
ნათია ამირანაშვილი გამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი და
თანადამფუძნებელია.
მანამდე ის მუშაობდა გამოცემა „ლიბერალში“, ჟურნალისტად. ჟურნალისტური
საქმიანობის ფარგლებში ნათია ამირანაშვილი აშუქებს სოციალურ-პოლიტიკურ
და სამართლის საკითხებს.
მას აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, ჟურნალისტიკისა და
მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით და მაგისტრის ხარისხი
მედიაკვლევებში. 2019 წელს ასევე მიიღო ადიქციის კვლევების მაგისტრის
ხარისხი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2025
წელს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.
ლელა
დუმბაძე
ონლაინგამოცემა
„ბათუმელების“
მულტიმედია
რეპორტიორია. აქვს უმაღლესი განათლება.
2001
წლიდან
მუშაობს
გამოცემა
„ბათუმელებში“
და
აქტიურად
აშუქებს
ქვეყანაში
მიმდინარე
პოლიტიკურ
მოვლენებს,
სოციალურ
საკითხებს,
განათლების
საკითხებს,
ქალთა
და
ბავშვთა
უფლებებს,
ასევე,
ქვეყანაში რელიგიური
და
ეთნიკური
უმცირესობების
უფლებრივ
მდგომარეობას.
მოპოვებული
აქვს
არაერთი
პროფესიული
ჯილდო.
2022
წელს
გაიმარჯვა
კონკურსში
„მედია
თანასწორობისთვის“
და
გახდა
„თანასწორობის
ჩემპიონი“.
2017
წელს
მიიღო საქართველოს
პრეზიდენტის
ჯილდო
კონკურსში
„ჟურნალისტები
კონსტიტუციაზე“.
ლელა
დუმბაძეს
მიღებული
აქვს
საქართველოს
ჟურნალისტური
ეთიკის
ქარტიის
სპეციალური
პრიზი
ბავშვთა
საკითხების
სიღრმისეული
და
ეთიკური
გაშუქებისთვის
და
არის
BBC World Service Trust-ის
კონკურსის
„მედია
მრავალფეროვნება“ გამარჯვებული.
ლელა
დუმბაძე
არაერთხელ
გახდა
„ტოლერანტობისა
და
მრავალფეროვნების„
კონკურსის
გამარჯვებული,
რელიგიური
და
ეთნიკური
უმცირესობების
საკითხების
სიღრმისეული
გაშუქებისთვის.
ჟურნალისტური
ეთიკის
ქარტიის
წევრია
მისი
დაარსების
დღიდან.
2025
წლის
13
დეკემბერს,
ქარტიის
წევრთა
საერთო
კრებაზე აირჩიეს
ჟურნალისტური
ეთიკის
ქარტიის
საბჭოს
წევრად.
საინფორმაციო სააგენტოს "სამხრეთის კარიბჭე", რედაქტორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2012 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეში“ ჟურნალისტად, 2019 წლიდან დღემდე არის ამავე გამოცემის რედაქტორი.
მან საბჭოს წევრის პოზიციაზე შეცვალა ჯერ ირმა ზოიძე, ხოლო შემდეგ გელა მთივლიშვილი, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, აირჩიეს 2025 წლის 13 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.
„სტუდია მონიტორის" რედაქტორი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის
წევრი.
ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე იყო 2018-2020 და
2023-2025 წლებში.
მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ( 2001).
2002 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ
მუშაობა გაზეთში „ახალ ვერსია” გააგრძელა რეპორტიორად. 2003 წლიდან
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”- ის გადაცემის „60 წუთი” ჟურნალისტი
იყო. 2006 – 2007 წელს მუშაობდა გადაცემაში „ბიზნესკურიერი“
ჟურნალისტად. 2005 წლიდან დღემდე არის „სტუდია მონიტორის” ერთ-ერთი
დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
სამჯერ - 2012 წელს, 2016 წელს და 2017 წელს ჟურნალისტური
გამოძიებებისთვის დაჯილდოვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის
ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს პრიზით, ხოლო 2014 წელს ევროკავშირის
პრიზით საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე. ამავე დღეს გახდა საბჭოს თავმჯდომარე 1 წლის ვადით. 2024 წლის 28 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს მეორე ვადით, კიდევ ერთი წლით.