2021 წლის 29 სექტემბერს თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „რადიკალები”, „უბინძურესი ადამიანები” და „სიძულვილისა და ბოროტების თავი და თავი” უწოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კახა კალაძის განცხადებას და მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის. ქარტიას მიაჩნია, რომ აღნიშნული მედიის მიმართ სიძულვილის წახალისებაა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ადრეც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მან 2021 წლის 20 ივლისს მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა საქართველოში ქმნის პოლარიზებულ მედიაგარემოს და უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 23 სექტემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - მალხაზ რაშოიანი ტელეკომპანია „პირველის" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
სადავო მასალა, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში „პირველები”, 2021 წლის 19 მაისს გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 სექტემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ალექსანდრე ბეჟენცევი რუსუდან გვაზავას წინააღმდეგ
სადავო მასალა მედიასაშუალება „ჯეო დაიჯესტის" გვერდზე 2021 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია
არასწორია და მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა. მხარე თვლის, რომ
ჟურნალისტურ პროდუქტში ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის
სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 21 სექტემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - აი, ფაქტი ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტის სოფო ნიაურის წინააღმდეგ
სადავო მასალა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში 2021 წლის 23 მაისს გავიდა. სიუჟეტი კასპში გზის რეაბილიტაციას და კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” ეხებოდა.
განმცხადებლების პოზიციით, სიუჟეტში ზემოაღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. გარდა ამისა, მხარის თქმით, ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტმა თავის მასალაში გამოიყენა „აი, ფაქტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია ისე, რომ მასალის პირველწყაროს შესახებ არ მიუთითებია.
განმცხადებლები თვლიან, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, რომელიც 16 სექტემბერს გარდაიცვალა. სროლის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ” დაუფარავი სახით პირდაპირ ეთერში გაუშვა. ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი ინტერესის არსებობით ახსნა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.
მედიამ უნდა იფიქროს რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახზე მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.
ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან. უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან.