საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 ივნისს 2 საქმეს
ონლაინ განიხილავს:
1. 19:00 საათზე - ანა აფციაური ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა. მასალა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა. განცხადების თანახმად, ჟურნალისტის არასენსიტიური დამოკიდებულება ძალადობის ფაქტის მიმართ, წარმოადგენს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია)
პრინციპი.
2. 20:30 საათზე - შპს ,,ბევრილი ჯგუფი“ ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანია „TV პირველის“ საავტორო პროგრამაში ,,ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა. განცხადების თანახმად, ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის
სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ
დამახინჯება) პრინციპები.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას მედიასაშუალებებში ვრცელდება ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ბავშვებისა და ერთ-ერთი მშობლის სახელი-გვარი, ასევე, მისი ტელეფონის ნომერი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს
განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე
მოვლენები. მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ბავშვის
ინტერესები და ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას. მოვუწოდებთ
ჟურნალისტებს თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების ისეთი ფორმით გავრცელებისა
და გასაჯაროვებისგან, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ბავშვების და
მათი მშობლების პერსონალური ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ონლაინ მედიასაშუალება KutaisiToday.ge-ს რედაქტორმა ბუბა ჩივაძემ ქარტიის
პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეათე (პირად
ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპი დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას მოქალაქე შოთა შალამბერიძემ მომართა.
სადავო იყო აღნიშნული მედიასაშუალების მიერ Facebook გვერდზე
გაზიარებული კერძო პირის Facebook სტატუსი.
ქარტიის საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტად არ მიიჩნევს ინფორმაციას,
რომელიც გავრცელდა როგორც პერსონალური მოსაზრება, ან გამოქვეყნდა
პირადი ანგარიშით. მაგალითად, თუ ჟურნალისტი თავისი პირად Facebook
გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, ეს არ ითვლება ჟურნალისტურ პროდუქტად,
მაგრამ, თუ იმავე სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება/ზიარდება საინფორმაციო
საშუალების სახელით, ეს შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს განხილვის
საგანი. მედია სწორედ იმით გამოირჩევა, რომ იგი პოზიციონირებს, როგორც
ინფორმაციის გამავრცელებელი საშუალება, ასეთად აღიქმება საზოგადოების
მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების
უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.
განმცხადებლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია მამამისის
თანამდებობის და თითქოს, მის მიერ ჩატარებული ღონისძიების შესახებ,
სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მიზნად ისახავდა მისი ოჯახის
დისკრედიტაციას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 3 ივნისს 4 საქმეს
ონლაინ განიხილავს:
განცხადების თანახმად, KutaisiToday.ge-ის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შოთა შალამბერიძე ამბობს, რომ მედიასაშუალების მიერ გაზიარებული მასალა მისი ოჯახის დისკრედიტაციას ემსახურება.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის
სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურება), მეხუთე (შესწორება), მეათე
(პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ
დამახინჯება) პრინციპები.
სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი შაბათი" გავიდა. განმცხადებელი თვლის, რომ ჟურნალისტმა მასთან სატელეფონო საუბრისას ჩაწერილი კომენტარი დამახინჯებულად გამოიყენა და საზოგადოებას არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის
სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურება), მეოთხე (ინფორმაციის
არაკეთილსინდისიერი მოპოვება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე
(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
3. 20:30 საათზე - ანა აფციაური ნუცა მამულაშვილის
წინააღმდეგ
განცხადების თანახმად, ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „იმედის დღე" გასულ სიუჟეტში ჟურნალისტი საკუთარი შეფასებებითა და რესპონდენტების კომენტარებით ამყარებს სექსუალური შევიწროების, სექსუალური ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, აჟღერებს მცდარ ინფორმაციას.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და
მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.
4. 21:00 საათი - თამაზ სოზაშვილი გიორგი გასვიანის
წინააღმდეგ
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ გადაცემის წამყვანმა სტუმარს მისცა საშუალება მოეხდინა ლგბტქ ადამიანების და მათი უფლებადამცველების, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია)
პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი
ფაქტი.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მიმართავენ კოალიცია "ქართულ ოცნების" ლიდერებს მიიღონ სათანადო ზომები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებზე სისტემატური თავდასხმების შესაჩერებლად.