სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ დაარღვია  ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი. სადავო მასალა გაზეთში 2016 წლის თებერვალში დაიბეჭდა. განმცხადებლები, მიხეილ ყელბერაშვილი და არჩილ ხაჭაპურიძე მიიჩნევდნენ, რომ ტრისტან წითელაშვილთან ინტერვიუში მათ წინააღმდეგ არაერთი ბრალდება ისმოდა და არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

განმცხადებლების აზრით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ასევე დაარღვია ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის კეთილსიდისიერი მოპოვება) პრინციპი, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პრინციპზე დარღვევა არ დადგინდა.

მიხეილ ყელბერაშვილმა და არჩილ ხაჭაპურიძემ  სხდომის მიმდინარეობისას მოხსნეს მოთხოვნა მესამე (დადასტურებული წყარო, ფაქტების მიჩქმალვა) და მეხუთე ( შესწორება) პრინციპების მიმართ, შესაბამისად, საბჭოს ამ პრინციპებთან დაკავშირებით აღარ უმსჯელია.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლები დაესწრნენ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

05.06.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით გაზეთ " ახალი თაობის" რედაქტორმა სოსო გოგინაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპი, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიით: "განგაშის ზარები". მასალა ეძღვნებოდა განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოების" შემოღებას.

განმცხადებელი, შალვა მეკრავიშვილი მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, სოსო გოგინაშვილმა დაარღვია ქარტიის მესამე პრინციპიც, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია". თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა მეხუთე პრინციპთან (შესწორება) დაკავშირებით და საბჭოს აღარ უმსჯელია ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის შესახებ.

საბჭომ საქმე განიხილა საჯარო სხდომაზე, სადაც მონაწილეობა მხოლოდ განმცხადებელმა მიიღო. "ახალი თაობის" რედაქტორი განხილვას არ დასწრებია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

05.06.2016
27 მაისს ფრონტლაინ კლუბში" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და  გაეროს ბავშვთა ფონდმა გამართეს დისკუსია  "მძიმე დაავადების მქონე და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება - ქველმოქმედება თუ ჟურნალისტიკა". 

27.05.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ ბიზნესმენ ლევან ვასაძის  და მამა ჯოზაია თრენჰემის გამოსვლის ეთერში გაშვებისას დაირღვა ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-9 პრინციპები, რომლის თანახმადაც, "სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან".

2016 წლის 16 მაისს ტელეკომპანია "მაესტრომ" პირდაპირ ეთერში გადასცა ლევან ვასაძის გამოსვლა მსოფლიო საოჯახო კონგრედიდან. 18 მაისს კი ლევან ვასაძესთან ერთად მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენება გაუშვა ეთერში. ირაკლი მანაგაძის განცხადების თანახმად,   "1 სთ და 45 წუთის განმავლობაში წახალისებული იყო დიკრიმინაცია, გამოყენებული იყო სიძულვილის ენა ლგბტ მოქალაქეების წინააღმდეგ".

საქმეში მოპასუხედ განისაზღვრა "მაესტროს" დირექტორი ზურაბ ნაყეური.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას საჯარო სხდომაზე განიხილავს.

24.05.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმის, mediachecker.ge-ს რედაქტორი სალომე აჩბა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ს

21.05.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პროფილის" წამყვანმა მაია ასათიანმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-10 მუხლი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

განმცხადებელი, "მომავლის სოფელი" მიიჩნევდა, რომ მაია ასათიანმა სადავო გადაცემაში, რომელიც სტალინის თემას ეძღვნებოდა, გარდა ზემოთ აღნიშნული პრინციპისა, დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (ფაქტების მიჩქმალვა) პრინციპი. თუმცა, საბჭომ მსჯელობის შედეგად არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და გადაწყვიტა, რომ მაია ასათიანს არ დაურღვევია პირველი და მესამე პრინციპი.

საქმის განხილვას განმცხადებელი "მომავლის სოფლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

20.05.2016

ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს კონკურსს მედიასაშუალებების შესარჩევად, რომლებთანაც ჩატარდება პრაქტიკული სემინარი  ბავშვთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

შერჩეული მედიასაშუალებების რედაქციაში სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ ქარტიის და იუნისეფის ტრენერები - ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე. ისინი დაეხმარებიან მათ ბავშვებთან დაკავშირებული თემების მომზადების პროცესში, მისცემენ კონკრეტულ რჩევებს და რეკომენდაციებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის მედიასაშუალებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

მსურველებმა 2016 წლის 1 ივნისამდე გამოგზავნეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამოტივაციო წერილი, სადაც უპასუხებთ შემდეგ კითხვებს:

  • რატომ გსურთ ამ კონკურსში მონაწილეობა?
  • რამდენად ხშირად აშუქებთ ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს?
  • რა პრობლემებს აწყდებით ბავშვთა საკითხების გაშუქებისას?
  • ბავშვთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით რა საკითხების მოგვარებაში ისურვებდით ტრენერის დახმარებას?

სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე - ethicscharter@gmail.com სათაურის მიუთითეთ "კონკურსი - ბავშვთა საკითხები".

განაცხადების განხილვის შემდეგ შეირჩევა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის ოთხი მედიასაშუალება. პრაქტიკული სემინარები გაიმართება 2016 წლის ივნისსა და სექტემბერში.

18.05.2016

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განსახილველად მიიღო ორი განცხადება - გიორგი გაბედავა გაზეთ "ქრონიკა+-ის" რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ და  დავით ჯაფარიძე ტელეკომპანია "პირვ

18.05.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემა პროფილის იმ გამოშვებაში, რომელიც არასრულწლოვანთა სუიციდს ეძღვნებოდა (28.01.2016)

09.05.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი. ამავდროულად, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განხილულ საქმეში დასახელებულ გადაცემის მომზადებისას დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა საზოგადოების მიმართ.

მეორე პრინციპის თანახმად, "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ".

შალვა რამიშვილი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის დეკემბერში გადაცემა "პოლიტიკაში" მისი ნების საწინააღმდეგოდ გიორგი ბახტაძემ აიძულა რომ მოეწვია კონკრეტული რესპონდენტები.

გადაწყვეტლების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

09.05.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ტელეკომპანია "GDS- ის" მიერ მომზადებულ გადაცემაში "ბინა 18" დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი -  "ჟურნალისტს უნდა ესმ

05.05.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის თანახმადაც, "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ".

ამ პრინციპის დარღვევის დამადასტურებლად შალვა რამიშვილს განცხადებაში მოყვანილი ჰყავს შემდეგი გარემოება  "2015 წლის დეკემბერს ჩემსა [შალვა რამიშვილსა] და ბახტაძეს შორის "ვაიბერით" განხორციელებულ მიმოწერისას ჩემი იძულება, რომ გადაცემა "პოლიტიკა" (რომლის წამყვანი და პროდუსერი გახლავართ) მისთვის სასურველი ფორმით წამეყვანა". აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მისი დაფუძნებიდან, 2009 წლიდან დღემდე მეორე პრინციპის დარღვევისთვის არავის მოუმართავს და საბჭო პირველად იმსჯელებს იყო თუ არა ჟურნალისტის იძულება.
25.04.2016

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.