2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის მარტამდე იგი მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, საქართველოში მედია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მანამდე, 2012-2013 წლებში, ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი „სტერეო+“-ის სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
მარიამ გოგოსაშვილი არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი მედიასამართლის მიმართულებით.
იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში, ასევე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი.
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორები:
- 2019, ნოემბერი - 2020, თებერვალი - გიორგი მგელაძე
- 2015-2019 - ნატა ძველიშვილი
- 2013-2015 – თამარ რუხაძე
- 2012-2013 – თამარ კორძაია