საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115-ის" განცხადება "კვირის პალიტრისა" და ambebi.ge-ს ჟურნალისტის, გიორგი კვიტაშვილის წინააღმდეგ.
სადავო სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" 2017 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა სათაურით გამოქვეყნდა "როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) "აუდიტორია 115" "ბიბლუსის" წინააღმდეგ". განცხადების თანახმად, სტატია ასევე გავრცელდა ინტერნეტ-პორტალ ambebi.ge-ს საშუალებით. ამგვარი ინფორმაციის შემცველი ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა palitravideo.ge-ს მიერაც. მასალა ეხება მაღაზია "ბიბლუსიდან" თანამშრომლების გათავისუფლების გამო "აუდიტორია 115-ის" პროტესტს.
განცხადების თანახმად, ზემოთ აღნიშნული მედისაშუალებები "შედიან "პალიტრა ჰოლდინგის" შემადგენლობაში. ამავე ჰოლდინგის წევრია "ბიბლუსიც". შესაბამისად, აუდიტორია 115- ის მიერ "ბიბლუსში" მიმდინარე პროცესებზე პროტესტის გამოთქმას, პასუხად მოჰყვა ჰოლდინგში შემავალი რიგი გაზეთებისა და ინტერნეტ სააგენტოების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა."
აქედან გამომდინარე, "აუდიტორია 115" მიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-3 (ინფორმაციის გაყალბება) პრინციპები.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 27 თებერვალს ჟურნალისტ სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ ორი საქმე განიხილა. ორივე მათგანი ერთ სიუჟეტს ეხებოდა. სადავო მასალა "ტრანსგერდერთა ნაწილი სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს უპირისპირდება" "იმედის" ეთერში, 2016 წლის 23 ოქტომბერს გადაცემა "იმედის დროში" გავიდა.
პირველ საქმეში განმცხადებელი გიორგი ტატიშვილი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის რამდენიმე მუხლი, თუმცა საქმის განხილვისას მოხსნა 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები და მხოლოდ ორ მუხლზე - პირველსა (სიზუსტე) და 7 (დისკრიმინაცია) დატოვა განსახილველად. საბჭომ ორივე მუხლის დარღვევა დაადგინა.
მეორე საქმეში კი განცხადებებელი ერთობლივად ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო . "ადამიანის უფლებების სწალებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) განცხადებაში უთითებდენ, რომ დარღვეულია პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია), თუმცა საქმის განხილვისას პირველი პრინციპი მოხსნეს და სადავოდ მხოლოდ მეშვიდე პრინციპი დატოვეს, რისი დარღვევაც საბჭომ დაადგინა.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტს, გიორგი მგელაძეს, ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეიტანა.
ომბუდსმენი სადავოდ ხდიდა გიორგი მგელაძის რედაქტორობით მომზადებულ ორ მასალას - "ვისთვის შეიძინა ომბუდსმენმა 105 ათასლარიანი ავტომანქანა" და ამავე თემის შესახებ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სიუჟეტს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევდა, რომ გიორგი მგელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოპასუხე ჟურნალისტი, ასევე განმცხადებლის წარმომადგენელი. მათ საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები და ეპასუხათ საბჭოს წევრებისთვის დასმული კითხვებისთვის.
საბჭომ მსჯელობის შემდეგ ქარტიის პრინციპების დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.