JAMnews-ის ვებრედაქტორი. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
სხვადასხვა დროს იყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის ვებ-გვერდის გამშვები რედაქტორი და media.ge-ს მთავარი რედაქტორი.
რეპორტიორად მუშაობდა ჟურნალ ლიბერალში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და “მაესტროში”. 2014 წლიდან არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორი. ასევე - IREX-ის მედიამონიტორი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.
TV პირველის გადაცემა „ღამის
ამბების" პროდიუსერი.
მუშაობდა ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელად აჭარის ტელევიზიაში
მრავალი წლის განმავლობაში. პარალელურად იყო ახალი ამბების
რეპორტიორი ტელეკომპანია „მზეში“, სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ და
რადიო „იმედში“.
2008-2009 წლებში მუშაობდა პოლიტიკური ტოქ-შოუს ავტორად და წამყვანად
„ტელეარხი 25“-ზე. 2009-2012 წლებში იყო პოლიტიკის
ჟურნალისტი, ბათუმელებსა და ნეტგაზეთში, ასევე, ამზადებდა საგამოძიებო
სტატიებს „ბათუმელებისთვის". შემდეგ მუშაობდა მთავარ
პროდიუსერად ახალი ამბების რედაქციაში, ტელეკომპანია „იმედზე". იყო
ანალიტიკოსი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
2019 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო დირექტორის
მოადგილე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2019 წლის 21
დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე.
ხატია ღოღობერიძე მედიაში 2009 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო გამოცემა ბათუმელების, News.ge-ისა და ტაბულას ჟურნალისტი. ასევე, იყო ტაბულას სატელევიზიო კორესპონდენტი.
ხატია ღოღობერიძე რამდენიმე მედიაკონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 2018 წელს დაჯილდოვდა GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის სექსუალური შევიწროების თემაზე. 2019 წელს კი ქალთა ფონდმა კატო მიქელაძის პრემია გადასცა ქალების წინაშე არსებული გამოწვევების, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და დისკრიმინაციული ფაქტების სისტემატიურად და ეთიკურად გაშუქებისათვის.
2020 წლის 2 მარტს ხატია ღოღობერიძე On.ge-ის მთავარი
რედაქტორი გახდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021
წლის 18 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.
გამოცემა „ბათუმელების“ მულტიმედია რეპორტიორი.
დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აქვს ბეჭდურ და ონლაინ მედიაში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „ახალი გაზეთის“ და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის რეპორტიორი. 2012 წლიდან მუშაობს ინტერნეტ-გამოცემებში „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“.
როგორც მედია-აქტივისტი 2020 წელს გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ჩატარებული კონკურსის „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.
თამარ რუხაძე 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. იგი მუშაობდა საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში (IREX 2016-2021 წლებში). სხვადასხვა დროს იყო რუსთავი 2-ის, მაესტროსა და მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე. ამავე დღეს ის გახდა ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.