სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პროფილის” წამყვანმა მაია ასათიანმა ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს დისკრიმინაციის თავიდან არიდებას ავალდებულებს.

ქარტიას განცხადებით “საფარმა” მიმართა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 15 ივნისს გასული გადაცემა, რომელიც პროსტიტუციას ეხებოდა, დისკრიმინაციული იყო.

საბჭოს სხდომას მხოლოდ განმცხადებელი დაესწრო. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გიორგი ფუტკარაძეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახც დამახინჯება) პრინციპი არ დაურღვევია.

განცხადებით ქარტიას ბექა ქირიამ მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ ბრიუსელში გამართულ ყოველწიული ფორუმის გაშუქებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება “მოამბეში” გასული მასალით დაირღვა ქარტიის პრინციპები. სადავო მასალაზე მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გიორგი ფუტკარაძე, რომელიც მასალის ეთერში გასვლის პერიოდისთვის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ქარტიის საბჭოს სხდომას მხოლოდ განმცხადებელი დაესწრო.გიორგი ფუტკარაძემ საბჭოს კითხვებს დისტაციური საკომუნიკაციო საშუალებით უპასუხა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, იმედის ჟურნალისტმა ნატა ტაბიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მერვე (ბავშვის ინტერესები).

03.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამივნომ დასაშვებად სცნო როზეტა რაფავას განცხადება ტელეკომპანიების, რუსთავი 2-ის, იმედის და ინტერნეტპორტალების, პირველი რადიოს პალიტრანიუსისა და აქცენტის წინააღმდეგ.

სადავო გახდა ამ მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალა, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებულ მოსწავლეთა ბანაკ არტეკში ქართველი ბავშვების მონაწილეობას ეხება. განმცხადებელი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. ის ფიქრობს რომ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს. განცხადების თანახმად, “არასრულწლოვნების მშობლების ნებართვის გარეშე გავრცელდა მათი პირადი ინფორმაცია სახელი-გვარი, ფოტოები ნეგატიურად და დამახინჯებულად იქნა ინფორმაცია გავრცელებული”.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხსომაზე განიხილავს.
02.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის ნოდარ მელაძის განცხადება, რომელიც ონლაინ გამოცემა marshalpress.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხება.

24 აგვისტოს marshalpress.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – “რუსთავი 2”-ის ეთერში გაპარული კადრი – ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა (ვიდეო)”. მასალის თანახმად “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში “კურიერის” წამყვანმა ნოდარ მელაძემ დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას, ცეცხლის ჩაქრობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა”. იქვე აღნიშნულია, რომ მას ეგონა, ეთერში არ იყო და შეიგინა.

ნოდარ მელაძე ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია “სრული დეზინფორმაციაა”, რის დასადასტურებლადაც მოჰყავს საკუთარ ვეიფბუქ გვერდზე გავრცელებული ვიდეომასალა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

 

28.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დაჩი ცაგურიას განცხადება რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიასა და ჟურნალისტის, მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ.

სადავო მასალა კურიერ  PS-ში 23 ივლისს გავიდა. სიუჟეტის თანახმად, ბათუმის ნავთობტერმინალზე რეზერვუარების ასაშენებლად ტერიტორიის შესაძენად ოფშორულმა კომპანია  ვიბრო დიაგნოსტიკმა 2014 წლის 8 დეკემბერს ქართუ ბანკისგან > ათეული მილიონი დოლარის ოდენობი იპოთეკური სესხი აიღო, რასაც ამჟამად საქართველოს რკინიგზა ფარავს. 

ამავე თემაზე P.S.-მა დამატებითი ინფორმაცია მომდევნო კვირასაც  მიაწოდა მაყურებელს. დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

 

22.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ახალგორელი აქტივისტის, ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ ის 16 აგვისტოს რამდენიმე საათით დააკავა, მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებაში დასდო ბრალი და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
21.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ხუთმა მედიასაშუალებამ, რომელთა შორისაა   ახალი თაობაexclusivenewsww.gekvira.geartnews.ge დაარღვიეს ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეათე ( პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

 

ქარტიას მომართა მარინე (მაია) მინდორაშვილმა, რომელიც თავდაპირველად 9 მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხდიდან სადავოდ. საქმე ეხებოდა გახმაურებულ მკვლელობას, სადაც ბრალდებულია შვილი. განმცხადებლის მტკიცებით, მედიასაშუალებების ნაწილმა მოკლულის სახელი არასწორად დაწერეს. გარდაცვლილია ლამარა მინდორაშვილი და არა მაია მინდორაშვილი, როგორც ეს სადავო მასალებშია მითითებული. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მასალაში არასწორად აღნიშნული სახელი, აკადემიური ხარისხი  და სამუშაო სრულად ემთხვევა მის პიროვნებას, რის გამოც არსასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის და მისი შვილი. მარინე მინდორაშვილმა ყველა მედიასაშუალებას მიწერა ამ შეცდომის შესახებ, თუმცა, მხოლოდ სამმა მათგანმა (esonancedaily, Intermedia ww.ge) ჩაასწორა, blogspot.com-მა კი წაშალა ინფორმაცია, შესაბამისად, მათთან შედგა მედიაცია.

დანარჩენ ხუთმა მედიასაშუალებამ  (ახალი თაობაexclusivenewsww.gekvira.geartnews.ge) განმცხადებლის მხრიდან მითითების მიუხედავად არასწორი ინფორმაცია არ ჩაასწორა, შესაბამისად საბჭომ იმჯელა და ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება

09.08.2017
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ რუსული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ორ მასალასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა საკონსულტაციო კომისიაში, რომელიც პროპაგანდის წინააღმდეგ შეიქმნა.
02.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" სიუჟეტებთან დაკავშირებით. პირველი სადავო მასალა საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 22 ივლისს გავიდა, სიუჟეტის ავტორი თამარ ბაღაშვილი იყო, წამყვანი კი - ნოდარ მელაძე. განმცხადების თანახმად, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აწერს, "რუსთავი 2-მა" გაავრცელა დეზინფორმაცია სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტიდან ჩანდა, რომ სატენდერო პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე, "იბერია ავტოცენტრზე", რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა კიდეც.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ  "რუსთავი 2-ის" სიუჟეტთან დაკავშირებით 24 ივლისს საპასუხო განცხადება გაკეთდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უშუალოდ ეცნობა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წარმომადგენელს. "თუმცა, ამავე ტელეკომპანიის მეშვეობით განცხადება გაშუქდა ძირითადი კონტექსიტიდან ამოვარდილი ელემენტების გამოყენებით, ისე, რომ იძლევა ორმაგი იტერპრეტაციის საშუალებას, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფრა გავრცელებულიდამახინჯებული ინფორმაციის საფუძველზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპი.

 

02.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგი სამეგრელოში ბაზირებული ონლაინ გამოცემა livepress.ge-დან დაიწყო. ქარტიის ტრენერი ზვიად ქორიძე 4 დღის
25.07.2017
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები  ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საეჭვო გაუჩინარების ფაქტს. როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, იგი გაიტაცეს და იძულების ძალით გადაიყვანეს აზერბაიჯანში.
25.07.2017

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.