სიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 27 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ იწყებს ახალი პროექტს – მედიის  წინასაარჩევნო  ქცევის კოდექსი. პროექტი ხორციელდება სლოვაკურ მედია მონიტორინგის ორგანიზაცია MEMO 98 -თან ერთად ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

“პროექტი წამოვიწყეთ იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების პერიოდში დავეხმაროთ მედიას საკუთარი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრაში. მიხარია, რომ მხარს გვიჭერენ წამყვანი ტელევიზიები, რომლებმაც გადაწყვიტეს ხელი მოაწერონ ამ კოდექსს”, განაცხადა ზვიად ქორიძემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან, ”ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ეთანხმება მედიის  წინასაარჩევნო  ქცევის კოდექსს და სურს შემოგვიერთდეს.”

“საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიღებას, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ საარჩევნო ყუთებთან. ქცევის ეს კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებსა და  გამოცდილებას ეყრდნობა და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოში პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების საკითხში” განაცხადა რასტო კუზელმა, რომელიც ორგანიზაცია MEMO 98 -ს  წარმოადგენს.

”ჩვენი მონიტორინგი დაეხმარება მოქალაქეებს, რომ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი არხები აწვდიან მათ ობიექტურ ინფორმაციას არჩევნების შესახებ”, აღნიშნა ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ, ”ვიმედოვნებთ, რომ ამ მონიტორინგის შედეგები დაეხმარება ჟურნალისტებს საარჩევნო კამპანიის ობიექტურად გაშუქებაში”.

მედიის მონიტორინგი განხორციელდება 2 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. მონიტორინგის პროცესში გამოყენებული იქნება ანალიზის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები. ჩვენ ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ ექვს სატელევიზიო არხზე ( საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, აჭარის ტელევიზია და კავკასია). რაოდენობრივი ანალიზი განსაზღვრავს იმ ინდიკატორებს ან რიცხვით მაჩვენებლებს, რომლებიც გაიზომება და გაანალიზდება, როგორიცაა, მაგალითად, მონიტორინგის სუბიექტებისათვის დათმობილი მთლიანი დრო და ამ სუბიექტების გაშუქების ტონი (დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური). თვისობრივი ანალიზი კი შეაფასებს მედიის ქმედებას იმ ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით, რომლებიც კოდექსით არის განსაზღვრული. მედია მონიტორინგის MEMO 98-ის მეთოდოლოგია დადასტურებული და აპრობირებულია მსოფლიოს 47 ქვეყანაში. მისი შინაარსზე ორიენტირებული მიდგომა სპეციალურად არის შექმნილი მედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგები არ უნდა შეადგენდეს ცარიელი და ზედაპირული მონაცემების ერთობლიობას, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს სათანადო კონტექსტში შესწავლილი, მედიაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მრავალფეროვნების დონის დეტალურ ანალიზსა და შეფასებას.

ქარტია და MEMO 98  წარადგენენ სამ შუალედურ და ერთ საბოლოო ანგარიშს, რომელშიც შეტანილი იქნება რჩევები და რეკომენდაციები.

04.09.2013
გაეროს ბავშვთა ფონდი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებენ ერთობლივ პროექტს "ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში". პროექტის ერთ-ერთი ნაწილია ქართული მედიის მონიტორინგი, რომლის მიზანიც სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ ახალ ამბებზე დაკვირვება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება იქნება. პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, 20 ივნისს 14.00-ზე გაიმართება გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი პრესკონფერენცია: საშა გრაუმანი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მგელაძე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე

თამარ რუხაძე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

მისამართი: ერისთავი ქ. 9. გაეროს სახლი, პირველი სართული, საკონფერენციო დარბაზი

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

თამარ რუხაძე,

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

მობ: 599 40 90 31

ელ-ფოსტა: tamar.rukhadze@gmail.com

18.06.2013
ავტორი: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

13 ივნისს საზოგადოება "ბილიკის" ჟურნალისტიკის სტუდიის წევრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, ჟურნალისტიკის სექტორის წევრებთან ერთად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ, საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ და კიდევ ორმა წევრმა – ირაკლი აბსანძემ და დავით მჭედლიძემ მოზარდებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია – როგორ შეიქმნა, როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს ხელმოწერა, როგორ განიხილავენ "საჩივრებს", რომელი მედიასაშუალებები არიან / არ არიან ხელმომწერნი და სხვა. სრულად
14.06.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობას დღეს მომავალი ჟურნალისტები გაეცნენ. შეხვედრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა. მთავარი შეკითხები ეთიკის პრინციპებს, ქარტიის მუშაობას და საბჭოს გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. შე
12.06.2013
ერთობლივი პროექტების განხორციელება, კონფერენციების, დისკუსიებისა, სემინარების მოწყობა - ასეთია მემორანდუმის მიზანი, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა.  ქარტია იმედოვნებს, რომ ბიბლიოთეკასთან დადებული შეთანხება სამომავლოდ აქტიური თანაშმრომლობის საფუძველი გახდება. მემორანდუმი საშუალებას მისცემს ეთიკის ქარტიას გამოიყენოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისას, თავის მხრივ კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს ბიბლიოთეკის იმ პროექტებს, რომელთა მიზანი და ინტერესებიც თანხვედრაშია ქარტიის საქმიანობასთან. დღესვე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილებას რამდენიმე მედია სახელმძღვანელო გადასცა. ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
10.06.2013
კვირას, 2 ივნისს,  ქარტიის საბჭომ განიხილა ტელეკომპანია მე_9 არხისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადებები, მაია მეცხვარიშვილის, დავით მჭედლიძის და ირაკლი მანაგაძის მიმართ. გადაწყვეტილებით საბჭომ დაადგინა, რომ: (1) მაია მეცხვარიშვილს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი. (2) დავით მჭედლიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი. (3) ირაკლი მანაგაძეს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი.
მეცხრე არხისა და ევრაზიის ფონდის განცხადების გარდა ქარტიის საბჭომ კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილა: 1. დაკმაყოფილდა განცხადებები ქარტიის წევრობაზე (ტელეკომპანია მეცხრე არხი: რუსუდან წერეთელი, ეკატერინე ბერიძე, იმედა დარსალია, ირაკლი ჩიხლაძე. ტელეკომპანია იმედი: ბაია ცანავა, შორენა ცხოვრებაშვილი, ელისო ღვინიანიძე, ნათია სონღულაშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ქეთევან რუხაძე. ჟურნალის ლიბერალი: ლიკა ზაკაშვილი, მალხაზ ჭკადუა) 2. დაკმაყოფილდა განცხადებები წევრობის სტატუსის შეჩერება-შეწყვეტაზე. წევრობა შეუწყდათ: ეკა ჭითანავა, მერაბ მერკვილაძე, რევაზ ბერძენიშვილი, კარენ ელჩიანი, თამარ აბაშმაძე, ანიტა თვაური, ირინა ჭოჭუა, გელა მთივლიშვილი. წევრობა შეუჩერდათ: ლიკა საჯაია, სოსო ბარნაბიშვილი, ნინი აფციაური, ლანა ბერიძე, მაია გამეზარდაშვილი, ირმა ფირცხალავა, რუსუდან ჭაბუკიანი, დავით ქაქუთია, მაკა ჯოხაძე 3. ქარტიის საბჭოს წევრმა გელა მთივლიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ დაეტოვებინა ქარტიის საბჭო. ქარტიის წესდების თანახმად, საბჭოს წევრს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყდება (1) ქარტიის წევრობის შეწყვეტისას. (2) ქარტიის წევრობის შეჩერებისას. (3) თუ დასაქმდება რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოში ან პოლიტიკურ პარტიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გელა მთივლიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა ქარტია. წესდების თანახმად, გამოთავისუფლებული წევრის ადგილი დაიკავა ია ბობოხიძემ. აქვე დავსძენთ, რომ გელა მთივლიშვილს შეუძლია შესაბამისი განცხადებით კვლავ გახდეს ქარტიის წევრი. ამავე თემაზე :
02.06.2013
27 მაისს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ქარტიის წევრმა, ჟურნალისტმა ტარიელ ცეცხლაძემ. საკუთარ განცხადებაში ის მუშაობის დროს შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და ქარტიას მისი მანდატის ფარგლებში რეაგირებას სთხოვს.
28.05.2013
გუშინ, 26 მაისს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საკვირაო გადაცემა P.S-ში, გავიდა ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის
27.05.2013
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ქარტიის წევრების მიმართ საქმის წარმოების დაწყების თხოვნით მიმართა. საბჭოსადმი წარდგენილ განცხადებაში ნთქვამია, რომ ფონდის ხელმძღვანელობის აზრით,  სამ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებში რედაქტორებმა და ავტორებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის სამდივნოს მოთხოვნის საფუძველზე, ფონდმა მოპასუხეებად განსაზღვრა შემდეგი პირები: მაია მეცხვარიშვილი (ნეტგაზეთი), დავით მჭედლიძე (Media.ge), ირაკლი მანაგაძე (ექსპრესნიუსი). ნეტგაზეთის, ექსპრესნიუსისა და Media.ge-ს სტატიები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით "მეცხრე არხის" ორ გადაცემაში ტელედისკუსიების მომზადების თემას ეხებოდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადება დასაშვებად ცნო. იხილეთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადება
26.05.2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ტელეკომპანიების – საზოგადოებრივი მაუწყებელი, “რუსთავი2” “იმედი” ,,მაესტრო/მაესტრო 24“, ,,მეცხრე არხი“,
21.05.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები 20 მაისს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს შეხვდნენ. ქარტიის გენერალურმა დირექტორმა თამარ რუხაძემ, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მგელაძემ და ქარტიის საბჭოს წევრმა, ირაკლი აბსანძემ "იმედის" ჟურნალისტებს ქარტიის მუშაობის პრინციპები გააცნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ეთიკურ პრობლემებზე, რაც ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში ექმნებათ. "იმედი" რიგით მესამე ტელევიზიაა იმ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რასაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს. მათი მიზანია ქარტიის საქმიანობაში აქტიურად ჩართონ ჟურნალისტები, მათ შორის, ტელეკომპანიების წარმომადგენლები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები უკვე შეხვდნენ ტელეკომპანია "მაესტროსა" და "მეცხრე არხის" წარმომადგენლებს. წაიკითხე სრულად
20.05.2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დღეს დედაქალაქის ცენტრში მომხდარი მოვლენებით, რომლის დროსაც დაშავდა ათობით ადამიანი.
18.05.2013

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.