სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო სააგენტო "interfactnews-ზე" გამოქვეყნებული სტატიით დაირღვა ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

08.11.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ "ასავალ- დასავალის" ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი. პირველი პრინციპი ჟურნალისტს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს ავალდებულებს, ხოლო მეთერთმეტე პრინციპის პირველი ნაწილი ამბობს, რომ ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.

08.11.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

08.11.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ "აჭარა P.S-ის" რედაქტორმა, ჯემალ მეგრელიძემ ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი დაარღვია. პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს მესამე კი ამბობს, რომ ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები,
08.11.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ნელი აგირბამ, დავით კაკულიამ, ეკო მაღრაძემ და პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა პირველი პრინციპი დაარღვიეს, რაც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს.

სადავო მასალა 2015 წლის 30 აპრილს საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 18:00 საათზე გავიდა. სიუჟეტის თანახმად ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. სკანდალური ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს." საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ამ მასალაში დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორი პრინციპი - პირველი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია მესამე - ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

ჟურნალისტურმა ეთიკის საბჭომ საქმე 7 ნოემბერს განიხილა. საქმის განხილვაში მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია. საბჭოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ის" სადავო მასალაში ჟურნალისტებმა პირველი პრინციპი დაარღვიეს. მესამე პრინციპის დარღვევა კი არ დაფიქსირდა.
07.11.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" (ICK) რედაქტორს, გელა მთივლიშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი მუხლი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში გამოცემის წინააღმდეგ განცხადება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიტანა. სადავო სტატია "37 ათასი ლარი თუშეთში ჩინოვნიკების დროსტარებისთვის" 2015 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. მასალიდან ირკვეოდა, რომ "თუშეთში ჩინოვნიკების დროსტარებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 000 ლარი დაიხარჯება". "ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ თუშეთში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს ჩასვლას და მას საკადრისად უნდა დახვდნენ." განმცხადებელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური მიიჩნევდა, რომ ick.ge-მ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ორივე მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქმის განხილვას, სადაც  თითოეულ მათგანს მიეცა საშუალება წამოეჩინა საკუთარი პოზიცია. მხარეთა გამოკითხვის შემდეგ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სადავო მასალაში პირველი მუხლი არ დარღვეულა.
06.11.2015
თბილისი, 30 ოქტომბერი, 2015 ქარტიამ ბავშვთა საკითხებზე ჩატარებული მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვთა საკითხებს მედია მხოლოდ ახალი ამბების კონტექსტში აშუქებს და მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლება.

31.10.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 21 ოქტომბერს, ლანჩხუთში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში
22.10.2015
ნატა ძველიშვილი გახდა.

ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც აღმასრულებელი დირექტორის შერჩევის საკითხი განიხილებოდა, 2015 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა. დირექტორი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ნატა ძველიშვილი დღემდე მედიის საკითხებზე მუშაობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI); არის პორტალ mediachecker.ge-ს ავტორი; 2010 წლიდან 2014 წლამდე იყო ააიპ "ინტერნიუსი საქართველოს" პროექტ www.Media.Ge-ს ჟურნალისტი; 2012 წლიდან არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორი; 2013 წლიდან ხელმძღვანელობს ქარტიის პროექტს "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი".

ნატა ძველიშვილს მიღებული აქვს მასკომუნიკაციებისა და მედიის მკვლევარის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამაგისტრო თეზისი მედიაეთიკას შეეხებოდა - "ეთიკური პრობლემები ონალინ მედიაში სოციალური ქსელების გამოყენებისას". ამავე თემაზე მომზადებული რამდენიმე კვლევა მან წარადგინა საერთაშორისო კონფერენციებზე.  თსუ-ში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიაში. დამთავრებული აქვს რიგაში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლისა და OCCRP-ის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამა "ჟურნალისტიკა მომავალი გამოწვევებისთვის." ნატა ძველიშვილი ახალ პოზიციზე მუშაობას ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან შეუდგება.

ეს პოზიცია ქარტიაში 2013 წლიდან დღემდე ჟურნალისტ თამარ რუხაძეს ეკავა.
20.10.2015
17 ოქტომბერს, ონლაინმედიით გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით ""როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". ვიდეო, ქართულმა მედიასაშუალებებმა ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდიდან აიღეს.
18.10.2015
თბილისი, 14 ოქტომბერი, 2015. საქართველოს ნაციონალური და რეგიონალური ტელემაუწყებლები უერთდებიან მაუწყებლებს შორის სპეციალურ შეთანხმებას, რომლის მიზანია ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით არ
14.10.2015
ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო და განხილვაში მიიღო სამი ახალი განცხადება: ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაი
16.09.2015

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.