ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს ეთერ თურაძეს
ასლი: ქარტიის წევრთა საერთო კრებას
არავისთვის არის სიახლე, რომ მას-მედია დემოკრატიის აუცილებელი ინსტიტუტია, აგრეთვე წარმოადგენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების აუცილებელ ინსტრუმენტს და მისი მთავარი ფუნქციაა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროდ საქართველოში მას-მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი იქცა სახელისუფლო PR-მეხოტბეთა კასტად, რომლებიც შეკვეთილი სტატია-სიუჟეტებით ყოველგვარ საზღრებს სცდებიან.
წარმოგიდგენთ საინფორმაციო სააგენტო “პირველის” 2 სტატიას, შეკვეთილი სტატიების კატეგორიიდან, სადაც საქართველოს ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი ეფემერულ წყაროზე დაყრდნობით დადანაშაულებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან საარჩევნო კომისიების “კვოტებით” ვაჭრობაში.
გთხოვთ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მისი წესდების
დებულებების უხეში დარღვევისათვის, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში
რეაგირებას.
დანართი: 2 ფურცელი
პატივისცემით,
პარტიის იდეოლოგიური მდივანი
კახა ძაგანია
განცხადება
(ქარტიის წევრის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ)
მივიჩნევ, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ)ი. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები: –
ნათია კობერიძე – ტელეკომპანია ”იმედი”- გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟი”.
კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას:
2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა სპეციალურ რეპორტაჟში გასული “მოდელირებული ქრონიკა” და შემდგომი თოქ-შოუ.
განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას:
ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რითაცდაარღვიაქარტიისპირველიპრინციპი.