სიახლეები
2013 წლის 6 თებერვალს ვებ-გვერდზე www.gurianews.com ქარტიის წევრმა, ტარიელ ცეცლხაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე
11.02.2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს მედია მონიტორინგის ტრენინგში მონაწილეობაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, ტრენინგს ჩაატარებს საერთაშორისო ორგანიზაცია „memo 98“-ის აღმასრულებელი დირექტორი რასტო კუზელი. ტრენინგი არის სამ დღიანი და ჩატარდება თბილისში, 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.

კონკურში მონაწილეებს მოეთხოვებათ:
  • მედია სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; “
  • მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა“ და მედია სტანდარტების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ავტობიოგრაფია/CV სამოტივაციო წერილი
საბუთები უნდა გადმოაგზავნოთ 2013 წლის 16 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: tkordzaia@gmail.com დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 298 22 51, 574 722 777 თამარ კორძაია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
08.02.2013
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელმა,
17.01.2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს გაზეთ „ასავალ–დასავალის“ გადაწყვეტილებას კონკრეტულ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე.
04.10.2012
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს როგორც ხელმომწერ, ასევე არაწევრ ჟურნალისტებს,, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური სტანდარტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას, იმ მანიპულაციური მეთოდების გამო, რომლითაც ტელეკომპანიები ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ” რეალ ტვ” აშუქებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული ტელეკომპანიები სრულიად დაუსაბუთებლად, გადაუმოწმებლად და ეთიკური სტანდარტების დარღვევით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პატიმრების წამების დამკვეთი იყო თამაზ თამაზაშვილი. ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს არ დაუსვამთ მწვავე კრიტიკული შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: ამ მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი მოვლენები. ფაქტების იგნორირების ასეთი პოლიტიკა არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდას; მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა ტელეკომპანიამ უნდა დაიცვას გავრცელებულ კადრებში ასახული პირების პირადი ცხოვრება და უნდა გამორიცხოს ამ პირთა იდენტიფიციკაცია.
19.09.2012
ჰოლანდიური ორგანიზაცია “თავისუფალი პრესა” 3-7 სექტემბერს თბილისში, ატარებს საერთაშორისო ტრენინგს მულტიმედიით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის.

03.09.2012
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „ქართული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსმა ნინო ძაგნიძემ, ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას (გაზეთი „ასავალ – დასავალი“) მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ. ნინო ძაგნიძე თვლის, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ, რომელმაც „ასავალ-დასავალის“ 2010 წლის 13-19 დეკემბრის #846–ში გამოაქვეყნა სტატია: „ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით“, დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ცნო დასაშვებად ნინო ძაგნიძის განცხადების განხილვა, ვინაიდან ჯაბა ხუბუა არ არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შემუშავებული და გამოქვეყნებული აქვს პროექტი, რომელიც ქარტიის საქმისწარმოების წესში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას. ვინაიდან ქარტიის წევრთა საერთო კრება  უნდა გაიმართოს უახლოეს ერთ თვეში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ დაუშვას პრეცედენტი და არ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქარტიის არაწევრი ჟურნალისტის მიმართ შემოსულ საჩივართან დაკავშირებით, საქმის რეზონანსულობის მიუხედავად.

უახლოეს მომავალში ეთიკის ქარტიის საერთო კრების მიერ ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქარტიის საბჭო უფლებამოსილი იქნება მიიღოს ქარტიის არაწევრთან დაკავშირებული განცხადებაც. ქარტიის საბჭო

26.12.2010
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა ელისო ჯანაშიამ ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას (რადიო “ჰარმონია”) მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ.

ჯანაშია განცხადებაში მიუთითებდა, რომ ლაშა ზარგიანავას მიერ მომზადებულ სიუჟეტში („ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“, გავიდა რადიო “”ჰარმონიის” ეთერში 2010 წლის 26 სექტემბერს) ადგილი ჰქონდა გაზეთ “თავისუფალი სიტყვის” (რომლის რედაქტორი გახლავთ ელისო ჯანაშია) “პრობლემების ხელოვნურად მიჩქმალვას და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვას.” ჯანაშია მიუთითებდა, რომ ლაშა ზარგიანავამ დაარღვია  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-3 და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში) პუნქტები.

საქმის წარმოების წესის შესაბამისად, ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო ელისო ჯანაშია საჩივარი ლაშა ზარგინავას წინააღმდეგ, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ორივე მხარეს.

2010 წლის 15 დეკემბერს ელისო ჯანაშიამ წერილობით მიმართა საბჭოს თავმჯდომარეს, რომლითაც უკან გაითხოვა ზემოთ აღნიშნული საჩივარი.

ქარტიის საბჭო

17.12.2010

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეთერ თურაძეს
განმცხ.: ნინო ძაგნიძე, ქართული პარტიის პრესსამსახურის უფროსი

განცხადება
(ქარტიის წევრის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ჯაბა ხუბუა, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას – ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ „ასავალ-დასავალის“ 2010 წლის 13-19 დეკემბრის 846 ნომერში გამოაქვეყნა წერილი: „ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით“, სადაც წერია:

– „სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს გარიგება შესთავაზა და ჰკითხა, თუ რა პირობებს აყენებდა იგი, გაჩეჩილაძემ ლაპარაკს წერა არჩია იგი სააკაშვილს ფურცელზე უწერდა იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებასაც მისგან ითხოვდა.“ ლევან გაჩეჩილაძემ თითქოსდა დაწერა: „ დროებით, ექვსი თვით დამნიშნე პრემიერ-მინისტრად.“ „მინდა ხუთი მილიონი.“ „ილია ჭავჭავაძის სახელობის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10 – 12 მილიონი.“ ჩემი ვარაუდით ჟურნალისტმა ხუბუამ დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას – ლევან გაჩეჩილაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ მას ამგვარი ჩანაწერი თუ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის არასდროს წამოუყენებია, არც წერილობით და არც ზეპირად. ხუბუამ აღნიშნული ბრალდება მას ყოველგვარი მამტკიცებლების გარეშე წამოუყენა.

სასურველია დანართი – აუდიო ან/და ვიდეო ან/და ბაჭდური ფორმით არსებული მასალა, სადაც ასახულია ის ფაქტები/გარემოებები, რასაც ეფუძნება განცხადება (განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებულ იქნას მასალის მოპოვების წყარო, მაგ.: ბმული )

http://www.asavali.ge/asdas1_2006/2010-50/1-20.PDF

განმცხადებელი:
ნინო ძაგნიძე,
ქართული პარტიის პრესსამსახურის უფროსი

15.12.2010
პროექტი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე–14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბჭოს განცხადებები და გადაწყვეტილებები საჯაროა და თავსდება მის ვებ პორტალზე;
2. მე–14 მუხლს დაემატოს მე–11 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქარტიის წევრი, რომელსაც უკავია რედაქტორის ან სხვა მმართველობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი თანამდებობა მედია საშუალებაში, ვალდებულია საკუთარ გამოცემაში გამოაქვეყნოს საბჭოს განცხადება ან/და გადაწყვეტილება.“
3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესს დაემატოს მე–6′ მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


6′ მუხლი:

  1. საბჭოს უფლება აქვს განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას, რომელიც არ არის ქარტიის წევრი.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო. მითითებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრს მინუს ერთი წევრის თანხმობა.
  3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შემთხვევაში საბჭო შეიმუშავებს განცხადების  (საბჭოს პოზიციის, მოსაზრების) ტექსტს, რომელშიც მიუთითებს არაწევრის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევაზე ან დარღვევის არარსებობაზე.
  4. აღნიშნული  განცხადების განხილვის შედეგად გადაწყვეტილება არ მიიღება.
13.12.2010
კახეთის საინფორმაციო ცენტრის დღის გამოშვების რედაქტორის გელა მთვლიშვილის განმარტება ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" საჩივართან დაკავშირებით.   კახეთის საინფორმაციო ცენტრის დღის გამოშვების რედაქტორის გელა მთვლიშვილის განმარტება ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" საჩივართან დაკავშირებით.   (more…)
09.12.2010

ელისო ჯანაშია: “მიმაჩნია, რომ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა ჩვენი მედიასაშუალების პრობლემების ხელოვნურად მიჩქმალვას და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვას. შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის 1-ელ, მე-3 და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში) პუნქტების დარღვევას”

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეთერ თურაძეს
განმცხადებელი ელისო ჯანაშია

განცხადება
(ქარტიის წევრის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ)
მივიჩნევ, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ)ი. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები:
ლაშა ზარგინავა,
რადიო „ჰარმონიის“ ჟურნალისტი

კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას.

მ/წ 26 სექტემბერს, რადიო „ჰარმონიის“ ეთერით გავიდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მომზადებული სიუჟეტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“, რომელშიც საუბარია, ამ კუთხით ფოთის მედიასაშუალებებში არსებულ სიტუაციაზე. აღნიშნული სიუჟეტი იწყება ფრაზით: „ფოთში მომუშავე მედიასაშუალებები – საჭირო ინფორმაციის მიღებისას, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, სხვადასხვა სახის პრობლემებს აწყდებიან“.

ბუნებრივია, ამ ფრაზის შემდეგ, სიუჟეტში განხილული უნდა იყოს ფოთში მომუშავე ყველა მედიასაშუალების პრობლემა, თუ, რა თქმა უნდა, ავტორის მიზანია სიმართლე მიაწოდოს მსმენელს. თუმცა, სიუჟეტში წარმოდგენილ მედიასაშუალებებს შორის, ჩვენი მედიასაშუალება, რომელსაც ყველაზე ხშირად და ყველაზე მწვავედ უდგას ეს პრობლემა, მოხსენიებული არ არის.

სიუჟეტში ჩვენი იგნორირება ორ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული: ჩვენი მედიასაშუალების არარსებობის, ან ჩვენთვის აღნიშნული პრობლემის არარსებობის შემთხვევაში. სიუჟეტის გასვლამდე ოთხიოდ თვით ადრე, სხვა რეგიონის მედიასაშუალებებთან ერთად, ჩვენმა მედიასაშუალებამ, რეგიონიდან ერთადერთმა, მონაწილეობა მიიღო საკმაოდ გახმაურებულ აქციაში : მოგვეცით საჯარო ინფორმაცია! რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პრობლემა მწვავედ გვიდგას.

აღნიშნული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მერიიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ მედიასაშუელებების შესახებ, ვინც 2008 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული სიუჟეტის გასვლის მომენტისთვის, მერიიდან საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა. გაირკვა, რომ არც ერთ სხვა მედიასაშუალებას, ადმინისტრაციიდან ინფორმაცია გამოთხოვილი არ ჰქონია, რაც სიუჟეტში მოხსენიებული ჟურნალისტების პრობლემებს ბუნდოვანს ხდის. (აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ტ/კ „მეცხრე ტალღას“ 1 ინფორმაცი აქვს გამოთხოვილი, როგორც გავარკვიეთ სიუჟეტის გასვლის შემდეგ).

სამართლიანად ჩნდება კითხვა: როგორ შეძლებდა ჟურნალისტი რეალური სურათის სრულად დადებას, იმ მედიასაშუალების პრობლემების მოუხსენიებლად, რომელსაც 2008 წლიდან დღემდე, მხოლოდ ფოთის ადმინისტრაციიდან, 50-მდე საჯარო ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი?

მიმაჩნია, რომ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა ჩვენი მედიასაშუალების პრობლემების ხელოვნურად მიჩქმალვას და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვას. შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის 1-ელ, მე-3 და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში) პუნქტების დარღვევას.

განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას.

იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტის მიზანი, მის მიერ სიუჟეტში მოხსენიებული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების პრობლემების წარმოჩენა იყო, შესავალშივე უნდა დაკონკრეტებულიყო მათი სახელწოდებები და მსმენელსაც შესაბამისი წარმოდგენა შეექმნებოდა კონკრეტულად მათ პრობლემებსა თუ საქმიანობაზე. ხოლო თუკი, როგორც სიუჟეტის შესავალშია საუბარი, ზოგადად, ფოთში მომუშავე მედიასაშუალებებზე, სიუჟეტს უნდა მოეცვა ფოთში მომუშავე ყველა მედიასაშუალების პრობლემა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.

სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს არ მოუძიებია ინფორმაცია, ფოთში არსებული მედიასაშუალებების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის რაოდენობის შესახებ, არ დაუსახელებია ფაქტები, თუ რა პრობლემას აწყდება კონკრეტულად ჟურნალისტი ინფორმაციის მოპოვებისას(თუ არ ჩავთვლით იმ ჟურნალისტების ზეპირ განმარტებებს, რომლებსაც, როგორც გაირკვა, რეალურად არასოდეს მიუმართავთ წერილობით ინფორმაციის გამოსათხოვად),რომლის გარეშეც მნიშვნელოვნად მახინჯდება რეალური სურათი.

მიმაჩნია, რომ სიუჟეტი არღვევს მოსახლეობის კანონიერ უფლებას, მიიღოს უტყუარი ინფორმაცია, რაც არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს.

სასურველია დანართი – აუდიო ან/და ვიდეო ან/და ბაჭდური ფორმით არსებული მასალა, სადაც ასახულია ის ფაქტები/გარემოებები, რასაც ეფუძნება განცხადება (განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებულ იქნას მასალის მოპოვების წყარო, მაგ.: ბმული )

განცხადებას ერთვის:
1. რადიოსიუჟეტი;
2. წერილი მერიიდან.

განმცხადებელი: ე. ჯანაშია
გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორი

04.12.2010

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.