Mediachecker-მა საქმიანობა შეაჯამა
20.01.2016

კატეგორია : ღონისძიებები;

20 იანვარს "ფრონტლაინ კლუბში" მედიაკრიტიკის პლატფორმამ mediachecker.ge-მ საქმიანობა შეაჯამა. შეხვედრაზე  მედიაეთიკასთან და პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

პროექტს mediachecker.ge ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს

გასული თვეების მედიამონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები: სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისგან გამიჯვნა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, სამართლებრივი ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება და სხვა.

www.mediachecker.ge-არის ვებპორტალი, რომელზეც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგებია თავმოყრილი. მონიტორთა ჯგუფი ყოველდღიურად აკვირდება მედიასაშუალებებს და დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ სტატიებს, მოკლე სიახლეებსა და საავტორო სვეტებს ამზადებს. Mediachecker-თან თანამშრომლობენ სხვდასხვა სფეროს ექსპერტები, რომლებიც ბლოგპოსტებს აქტუალურ საკითხებზე ამზადებენ.

მედია მონიტორინგის პარალელურად, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჟურნალისტთა დამხმარე სამართლებრივი ბაზა, სადაც თავმოყრილია ქართული და საერთაშორისო პრეცენდენტული სამართლის საქმეები და კანონმდებლობა. საიტს გააჩნია ქართული ენის მართლწერის მოდულიც, რომლის მიზანია მედიაში ქართული ენის სწორად გამოყენების ხელშეწყობა.

"დოიჩე ველე აკადემიის" ხელშეწყობით, პროექტში ჩართული მედიამონიტორებისთვის ჩატარდა ტრენინგების კურსი, რომელსაც ქართველი და საერთაშორისო მედია ექსპერტები უძღვებოდნენ.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.