სიახლეები
21 დეკემბერს, სასტურმო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა ქარტიის წევრთა საერთო კრება, რომელზეც ორგანიზაციის წევრებმა მოისმინე საბჭოს თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებები, იმსჯელეს ქარტიაში
23.12.2014
21 დეკემბერს, კვირას, გაიმართება ქარტიის წევრთა რიგით მეხუთე საერთო კრება.
დღის წესრიგი:
10.00-12.00 რეგისტრაცია
12.00 – 12.10 საბჭოს თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა, კრების თავმჯდომარის და მდივნის არჩევა
20.12.2014
2014 წლის 16 დეკემბერს, ქარტიის საბჭომ განიხილა საქმე "ტარიელ ნაკაიძე mediacity.ge ის ჟურნალისტის, ნათია ვასაძის წინააღმდეგ". სხდომაზე განმცხადებლის ინტერესებს აგრეთვე წარმოადგენდა მედიის განვითარების ფონდი. სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე მხარე. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე "ტარიელ ნაკაიძე mediacity.ge ის ჟურნალისტის, ნათია ვასაძის წინააღმდეგ", დადგინდა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე_5 და მე_7 პრინციპი. საბჭოს სრული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.
18.12.2014
2014 წლის 15 დეკემბერს გაიმართა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ორი საქმე: ""TVMR საქართველო" ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების ნინო ჟიჟილაშვილისა და სოფო ბერიძის წინააღმდეგ" და "ვიქტორ წილოსანი სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტების ნანა ბიგანიშვილისა და ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით:
  • საქმეზე "თი-ვი ემ-არ საქართველო" ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების სოფო ბერიძის და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ, ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  • საქმეზე "ვიქტორ წილოსანი ნინო ზურიაშვილის ნანა ბიგანიშვილის წინააღმდეგ", საბჭომ ასევე მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
ორივე საქმეზე სრული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ქარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე
15.12.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭომ დასაშვებად ცნო ვიქტორ წილოსანის განცხადება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტების, ნინო ზურიაშვილის და ნანა ბიგანიშვილის წინააღმდეგ. განმცხადებლის პრეტენზია ეხება ქარტიის პირველ მუხლს, რომელიც
03.12.2014
2014 წლის 30 ნოემბერს დასრულდა საკონკურსო ნამუშევრების მიღება "ქარტიის პრიზზე" სულ შემოსულია 43 ნამუშევარი, რომლის განხილვასაც "ქარტიის პრიზის" ჟიური უახლოეს დღეებში დაიწყებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოველწლიურ კონკურსზე წელს გამოცხადებული იყო 4 ნომინაცია:
02.12.2014
ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების, სოფო ბერიძის და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში 11 და 18 ნოემბერს, ახალი ამბ
26.11.2014
2014 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ზურაბ ჯაფარიძის და ირმა ნადირაშვილის განცხადება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" წინააღმდეგ. განცხადება ეხებოდა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსზე", 2014 წლის 19 ივნისს განთავსებულ ნიუსს: "არსებული ინფორმაციით ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს". განმცხადებლები ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპების დარღვევაზე მიუთითებდნენ. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ნიუსში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.
22.10.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს ნამუშევრების მიღებას "ქარტიის პრიზის " მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას.
15.10.2014
21 სექტემბერს, ბათუმში გამართული მედიაკონფერენცია რეგიონული მედიის თემით გაიხსნა. ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსა" და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული კონფერენციის აჭარაში გამართვის მიზეზიც სწორედ რეგიონული მედიის როლისა და მნიშვნელობის გამოკვეთა იყო. მედიაკონფერენცია ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე
22.09.2014

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.