სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ა/ო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" (PHR) განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 31 ოქტომბერს გასულ გადაცემა "დღის შოუს" წინააღმდეგ, სადაც ჩვილ ბავშვს პირდაპირ ეთერში უხვრეტენ ყურს.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ  აღნიშნულმა გადაცემამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც იცავს ბავშვის ინტერესებს, კერძოდ: "ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, , არ მოამზადოს და არ გამოქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის."

განცხადების ავტორის აზრით, ბავშვისთვის ყურის გახვრეტით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბავშვი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და იყო ემოციური ძალადობის მსხვერპლი.

გარდა მერვე პრინციპისა, განმცხადებელი მიჩნევს რომ დარღვეულია ქარტიის მე-7  (დისკრიმინაცია) პრინციპი.

ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

06.12.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი გაბრიაძის განცხადება ჟურნალ "ჰოროსკოპი+რევიუს" მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით. გიორგი გაბრიაძე პირველი არასრულწლოვანია, რომელმაც ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო ეთიკური დარღვევისთვის ქარტიას მიმართა.

ის მიიჩნევს, რომ ამ ჟურნალში 2016 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული მასალით "ზანგი ქართველები" ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაირღვა, რომლის თანახმადაც  ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

გიორგი გაბრიაძის აზრით, სადავო მასალა ახალისებს დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

25.11.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 20 ნოემბრის სხდომაზე გაზეთ "ქრონიკა +-ის" რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი განიხილა. ორივე მათგანი ეხებოდა ამავე გაზეთში #24 (155) გამოქვეყნებულ ერთ მასალას სათაურით "თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი – ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!"

პირველი განცხადება თამარ შონიამ შემოიტანა, მისი თქმით, სტატიაში ავტორი "ზურაბ შონიაზე, (იგივე "პუშკინა") ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას აქვეყნებს და მას როგორც ფაქტს ისე წარუდგენს მკითხველს." შესაბამისად, თამარ შონია მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე). საბჭოს გადაწყვეტილებით ამ პრინციპის დარღვევა დადგინდა.

მეორე განმცხადებელი პაატა ლაგვილავა იყო, მას პრეტენზია ჰქონდა სტატიის იმ ნაწილთან, რომელიც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატრს, ლევან შონიას ეხება.  პაატა ლაგვილავა მიიჩნევდა, რომ შონიას მისამართით მასალაში გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და დარღვეულია პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

საბჭომ მსჯელობის შედეგად გადაწყვიტა, რომ ამ საქმეშიც დარღვეული იყო პირველი პრინციპი, რაც შეეხება ფაქტის განზრახ დამახინჯებას, ამ პრინციპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან საქმის განხილვაში მონაწილე საბჭოს 6 წევრიდან 2 დაეთანხმა მე-11 პრინციპის დარღვევას, 4 კი - არა. ქარტიის  საქმის წარმოების წესის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს 5 წევრის თანხმობა.

საქმის განხილვაში განმცხადებლებმა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მიიღეს მონაწილეობა. მოპასუხე ჟურნალსიტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

22.11.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები, რომელსაც განმცხადებელი გიორგი ყიფიანი ედავებოდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები, რომელსაც განმცხადებელი გიორგი ყიფიანი ედავებოდა.

საქმე ეხებოდა იმედის ეთერში 12 ივნისს გასულ სიუჟეტს, რომელიც ეძღვნებოდა კაცხის სვეტიდან მეკლდეურების გამოძევებას და ამის გამო სასულიერი პირებთან დაპირისპირებას. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მიერ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) , მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია თუმცა საბჭოს შეპასუხება გამოუგზავნა, სადაც საკუთარი პოზიცია დაასაბუთა.

მსჯელობის შემდეგ საბჭომ გადაწყვიტა, რომ ზემოთ აღნიშნული პრინციპები დარღვეული არ ყოფილა.

გადაწყვეტილების სამოტივაიო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

21.11.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ს ჟურნალისტმა, ირინაეჭაყმაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

სადავო მასალა "რუსთავი 2-ის" ეთერში 9 ივნისს გავიდა. სიუჟეტის თანახმად, მსოფლიო საოჯახო კონგრესზე ლევან ვასაძის გამოსვლა ქალაქ რუსთავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ანახეს. განცხადება ირინა კეჭაყმაძის წინააღმდეგ შალვა მეკრავიშვილმა შემოიტანა.
ქარტიაში საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია, არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

21.11.2016

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო "ადამიანის უფლებების სწალებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC)" და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ. სადავო მასალა "ტრანსგერდერთა ნაწილი სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს უპირისპირდება" იმედის ეთერში, 2016 წლის 23 ოქტომბერს გადაცემა "იმედის დროში" გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ სიუჟეტით დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია). განცხადების თანახმად, "ჟურნალისტი ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას, ახდენს ტრანსგენდერი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ხელს უწყობს მათ დისკრიმინაციას."

შეგახსენებთ, რომ ამავე სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებით ქარტიას მიმართა გიორგი ტატიშვილმაც

16.11.2016

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო ბექა გადაბაძის განცხადება რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის წინააღმდეგ. სადავო მასალა, "ვარძიის ხანძარი და გაჭვარტლული უნიკალური ფრესკები" რუსთავი 2-ის ეთერში 6 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტი ეხებოდა ვარძიაში დაზიანებულ ფრესკებს. განმცხადებელს პრეტენზია აქვს მასალის იმ ნაწილთან, სადაც ჟურნალისტი და რესპონდენტი თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. რესპონდენტი ამბობს "შერთეს იმ კაცს, რომელსაც ყველა უღირსი თვისება ჰქონდა". ჟურნალისტი კი ჩამოთვლის, "ლოთი, მამათმავალი, ზოოფილი, გიორგი რუსი..."

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა "ახალისებდა დისკრიმინაციას და ქმნიდა ნეგატიურ წინასწარგანწყობებს არაჰეტერონორმატიული ადამიანების მიმართ."

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

08.11.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი ტატიშვილის მიერ შემოტანილი სამი განცხადება:

ინტერნეტგამოცემა "ლიბერალის
07.11.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ნამუშევრების მიღებას "ქარტიის პრიზი 2016-ის" მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკი
01.11.2016
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორმა, ზურამ ნაყეურმა, დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

ზურაბ ნაყეურის წინააღმდეგ განცხადება, ქარტიის საბჭოში ირაკლი მანაგაძემ შემოიტანა. ის მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია "მაესტრომ" ლევან ვასაძის პირდაპირი ჩართვით მსოფლიო საოჯახო კონგრესიდან და მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენების ეთერში გაშვებით დაარღვია ქარტიის პრინციპები.

განმცხადებელი ასევე მიიჩნევდა, რომ გარდა მეშვიდე პრინციპისა, ზურაბ ნაყეურმა დაარღვია ქარტიის მე-9 პრინციპი(სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისგან), თუმცა ამ მუხლზე საბჭომ დარღვევა არ დაადგინა.

სხდომა 27 ოქტომბერს გაიმართა და ესწრებოდა, როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე მხარის წარმომადგენელი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

28.10.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) განცხადება "საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი კვირის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით. სადავო მასალა 2016 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატია "ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – "ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა" ტრნსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები. WISG-ის მიერ ქარტიაში შეტანილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მასალის მომზადებისას, ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ინფორმაცია დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან, დაეყრდნო არასანდო წყაროს და საზოგადოებაში შეიყვანა შედომაში. ამდენად, მივიჩნევთ, რომ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი."

მე-10 პრინციპთან დაკავშირებით კი მითითებულია, რომ "მას [ტრანსგენდერ ქალს] ჟურნალისტისთვის არ მიუცია ინფორმირებული თანხმობა მისი პერონალური მონაცემების: სახელი და გვარი, ასაკი (პირადობის მოწმობის მიხედვით) და ფოტოსურათი გამოქვეყნების შესახებ."  განმცხადებელი იქვე აღნიშნავს, რომ "ტრანსგენდერი ადამიანის მიერ არჩეული სახელი უნდა იქნას აღიარებული ჟურნალისტების მიერ მის ნამდვილ სახელად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სახელი მის საბუთებში შეცვლილი."

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

24.10.2016
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა მაგდა კლდიაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, " ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება შპს "ჯიბითაიმს ჯორჯიამ" შემოიტანა.

აღსანიშნავია, რომ სადავო მასალა მის კუთვნილ ვებსაიტზე, jakofm-ზე გამოქვეყნდა – "სკანდალი – ტარიელ ხეჩიკაშვილისგან საბურთალოს – საჩუქარად მძლეოსნობის სტადიონი". მასალა მძლეოსნობის სტადიონის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა დარღვეული იყო მესამეც - "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია." საქმის განხილვა 1 ოქტომბერს გაიმართა. სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი. საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო პირველი პრინციპი, მესამე კი არ დარღვეულა. გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
04.10.2016

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.