სიახლეები
20 აპრილს, ფრონტლაინ კლუბში ვებგვერდ www.mediachecker.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
20.04.2015
ქარტიის საბჭომ განსახილველად მიიღო გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ რუსიშვილის განცხადება ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტების წინააღმდეგ. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე, ჟურნალისტ რუსა მამასახლისის სახელით გამოქვეყნებული ინფორმაციით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. საქმის განხილვის თარიღი, დრო და ადგილი გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.
18.04.2015
2015 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. საქმეზე "ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია გია ჯაჯანიძის და ხათუნა პაიჭაძის წინააღმდეგ, საბჭომ დაადგინა, რომ გია ჯაჯანიძის მიერ დაირღვა ქარტიის მე_7, მე_8 და მე_10 პრინციპები, ხოლო ხათუნა პაიჭაძის მიერ - ქარტიის მე_8 პრინციპები. საქმეზე "საინფორმაციო ცენტრების ქსელი ვანო ჯავახიშვილისა (ტელეკომპანია "რუსთავი 2") და ცოტნე გეგჭკორის (ტელეკომპანია "იმედი") წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ვანო ჯავახიშვილის და ცოტნე გეგჭკორის მიერ დაირღვა ქარტიის მე_11 პრინციპი პლაგიატის ნაწილში.
06.04.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო შემდეგი განცხადებები: "ირაკლი ვაჭარაძე გაზეთ "ალიონის"
02.04.2015
ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო ფრაქცია "ქართული ოცნების" პრესმდივნის, ხათუნა ჩარკვიანის განცხადება გადაცემა "რეაქციის" წამყვანის, ინგა გრიგოლიას მიმართ. განმცხადებლის აზრით, წამყვანმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაკეთებ
30.03.2015
23 მარტს გაიმართა ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი საქმეები: არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობ
23.03.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების მხარდასაჭერად. პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: მედიის მონიტორინგი,
06.03.2015
საქმეზე "გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ" საქმეზე "გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ"1 მარტს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც გაინიხილებოდა გიორგი მოსიაშვილის განცხადება მაია მამულაშვილის წინააღმდეგ.

სხდომას ესწრებოდა როგორც განცხადებელი, ისე მოპასუხე. საკუთარ განცხადებაში გიორგი მოსიაშვილი მიუთითებდა ჟურნალისტი მიერ ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-9 და მე-11 პრინციპების დარღვევაზე. საბჭომ მიიჩნია, რომ გაზეთ "კახეთის ხმის" რედაქტორმა, მაია მამულაშვილმა დაარღია ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მე_3 მე_9 და მე_11 პრინციპები არ დაურღვევია. მე_9 პრინციპთან დაკავშირებით, საბჭომ ასევე შეიმუშავა დამატებითი განმარტება, რომელიც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან ერთად გამოქვეყნდება. გიორგი მოსიაშვილის განცხადება 1, განცხადება 2
01.03.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლების მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მოიცავს პირველი არხის, მეორე არხისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორთვიანი მონიტორინგის შედეგებს (15 ოქტომბერი,2014 - 15 დეკემბერი 2015).

დაკვირვები მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რამდენად იცავენ საზოგადოებრივი მაუწყებლები მათზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და პროგრამულ პრიორიტეტებს. ანგარიშის პრეზენტაცია "ფრონტლაინ კლუბში", ქარტიის პარტნიორ "მემო-98-თან" ერთად გაიმართა. სლოვაკური კომპანიის წარმომადგენელმა ივან გოდარსკდიმ აუდიტორიას მონიტორინგის ძირითადი მიგნებები და საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები გააცნო. მას ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ტენდენციებზე, რომელიც მონიტორინგის განმავლობაში გამოიკვეთა და ანგარიშში მოხვდა.

ქარტიის საბჭოს წევრმა, გიორგი მგელაძემ კი ისაუბრა მაუწყებლების გადაცემებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კუთხით დაკვირვების შედეგებზე, აგრეთვე რამდენად ირღვევა კანონის მოთხოვნები სპონსორობასა და რეკლამასთან დაკავშირებით. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და "მემო-98-ის" ერთობლივი პროექტი ორგანიზაციის "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" მხარდაჭერით განხორციელდა. იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლების მედიამონიტორინგის სრული ანგარიში
25.02.2015
დღეს (1 თებერვალი, 2015 წ.) გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. საბჭოს გადაწყვეტილებით საქმეზე: ანა სუბელიანი - მაია ასათიანის წინააღმდეგ [სადავო გადაცემა" "პროფილი" როგორ დავკარგოთ მამაკაცი], ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე_7
01.02.2015
21 დეკემბერს, სასტურმო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა ქარტიის წევრთა საერთო კრება, რომელზეც ორგანიზაციის წევრებმა მოისმინე საბჭოს თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებები, იმსჯელეს ქარტიაში
23.12.2014

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.