კატეგორია : ანონსი;
7 ივლისს, სამშაბათს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს ლიანა ყვარელაშვილის განცხადებას საინფორმაციო ინტერნეტ ჟურნალის Geolite.ge-ს წინააღმდეგ
სადავო მასალა საინფორმაციო ინტერნეტ ჟურნალის სოციალურ ქსელში 2026 წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (კეთილსინდისიერება), მე-5 (შესწორება), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად საინფორმაციო ინტერნეტ ჟურნალის Geolite.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა
თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com