“სხვა ნანუკას” ავტორმა და წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაარღვია ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპები, არ დაურღვევია მე-7 პრინციპი
18.11.2026

კატეგორია : ანონსი;

ქარტიის საბჭომ თოზუ გულმამედოვას განცხადება “სხვა ნანუკას” წამყვანისა და ავტორის, ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ 13 ნოემბერს განიხილა.

სადავო მასალა “სხვა ნანუკა” - “თავისუფლება 17 წლის პატიმრობის ნაცვლად” “TV პირველის ეთერში და სოციალურ ქსელებში 2026 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. გადაცემა ეხება არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობა ძალადობის მოგერიების ფარგლებში. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია), მე-8 (ბავშვთა ინტერესი) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.

საბჭომ დაადგინა, რომ სადავო მასალაში დაირღვა ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპები, არ დარღვეულა მე-7 პრინციპი.

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია, თუმცა პოზიცია წერილობით წარმოადგინა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 











შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.