ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ჟურნალისტების წინააღმდეგ.
09.05.2026

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ალექსანდრე ელისაშვილმა.

სადავო მასალა ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ეთერში 2026 წლის 31 მარტს გადაცემაში “კურიერი” 21:08 სთ-ზე გავიდა. ის ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენას.  

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან გადაცემის წამყვანები დავით კაკულია და ნათია ლაზაშვილი, ასევე სიუჟეტის ავტორი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი დასახელდნენ.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.