კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას „ქარტიის
პრიზი 2025-ის” მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური
ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების
დამკვიდრება.
კონკურსი ცხადდება შემდეგ ოთხ ნომინაციაში
1. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში. პრიზი დაწესებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.
2. სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი. პრიზი დაწესებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.
3. ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში. პრიზი გაიცემა ნამუშევრისთვის, რომელიც საუკეთესოდ ასახავს საზოგადოების ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად და დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუციების დასაცავად. პრიზი დაწესებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.
4. ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება. პრიზი დაწესებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.
დამატებით, მედიის ადვოკატირების კოალიცია გასცემს სპეციალურ პრიზს სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე
https://forms.gle/RWTz1sgL82aj1tR8A
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ მედიაპროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის 15 ნოემბრიდან 2025 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში.
საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია.
დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
თითოეულ აპლიკანტს შეუძლია კონკურსზე წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი და მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქარტიის საბჭოს მოქმედი წევრები და მოქმედი თანამშრომლები/კონტრაქტორები.
საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 ნოემბერი, 18:00 საათი.
გამარჯვებული გამოვლინდება 2025 წლის დეკემბერში.
ნამუშევრების შეფასება
ჟურნალისტური პროდუქტის შეფასებისას ამოსავალია ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რომელთაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფუძნება.
ზოგადი კრიტერიუმები
კატეგორიისთვის „სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში“
თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
ინფორმაციის სიზუსტე
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
მხარეთა ბალანსი
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
თხრობის სტილი და ტექნიკა
ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
დრამატურგია და ვიზუალური მხარე
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა
კატეგორიისთვის „სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი“
თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
ინფორმაციის სიზუსტე
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
მხარეთა ბალანსი
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
თხრობის სტილი და ტექნიკა
ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
დრამატურგია და ვიზუალური მხარე
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა
კატეგორიისთვის „ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში“
თემის შერჩევა და ინტერპრეტაცია
ტექნიკური ოსტატობა
ორიგინალურობა და კრეატიულობა
ემოციური გავლენა და თხრობა
კატეგორიისთვის
„ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის
გაშუქება“
თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
ინფორმაციის სიზუსტე
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
მხარეთა ბალანსი
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
თხრობის სტილი და ტექნიკა
ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა და გენდერულად არამგრძნობიარე, შეუფერებელი ლექსიკა