ნათია ამირანაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

ნათია ამირანაშვილი გამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი და თანადამფუძნებელია.  მანამდე ის მუშაობდა გამოცემა „ლიბერალში“, ჟურნალისტად. ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში ნათია ამირანაშვილი აშუქებს სოციალურ-პოლიტიკურ და სამართლის საკითხებს.
მას აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით და მაგისტრის ხარისხი მედიაკვლევებში. 2019 წელს ასევე მიიღო ადიქციის კვლევების მაგისტრის ხარისხი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2025 წელს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.