ლელა
დუმბაძე
ონლაინგამოცემა
„ბათუმელების“
მულტიმედია
რეპორტიორია. აქვს უმაღლესი განათლება.
2001
წლიდან
მუშაობს
გამოცემა
„ბათუმელებში“
და
აქტიურად
აშუქებს
ქვეყანაში
მიმდინარე
პოლიტიკურ
მოვლენებს,
სოციალურ
საკითხებს,
განათლების
საკითხებს,
ქალთა
და
ბავშვთა
უფლებებს,
ასევე,
ქვეყანაში რელიგიური
და
ეთნიკური
უმცირესობების
უფლებრივ
მდგომარეობას.
მოპოვებული
აქვს
არაერთი
პროფესიული
ჯილდო.
2022
წელს
გაიმარჯვა
კონკურსში
„მედია
თანასწორობისთვის“
და
გახდა
„თანასწორობის
ჩემპიონი“.
2017
წელს
მიიღო საქართველოს
პრეზიდენტის
ჯილდო
კონკურსში
„ჟურნალისტები
კონსტიტუციაზე“.
ლელა
დუმბაძეს
მიღებული
აქვს
საქართველოს
ჟურნალისტური
ეთიკის
ქარტიის
სპეციალური
პრიზი
ბავშვთა
საკითხების
სიღრმისეული
და
ეთიკური
გაშუქებისთვის
და
არის
BBC World Service Trust-ის
კონკურსის
„მედია
მრავალფეროვნება“ გამარჯვებული.
ლელა
დუმბაძე
არაერთხელ
გახდა
„ტოლერანტობისა
და
მრავალფეროვნების„
კონკურსის
გამარჯვებული,
რელიგიური
და
ეთნიკური
უმცირესობების
საკითხების
სიღრმისეული
გაშუქებისთვის.
ჟურნალისტური
ეთიკის
ქარტიის
წევრია
მისი
დაარსების
დღიდან.
2025
წლის
13
დეკემბერს,
ქარტიის
წევრთა
საერთო
კრებაზე აირჩიეს
ჟურნალისტური
ეთიკის
ქარტიის
საბჭოს
წევრად.