თემო ინასარიძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

თემო ინასარიძემ დაამთავრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საჯარო მმართველობის სპეციალობით.

2016 წელს მუშაობდა რეგიონულ ტელევიზიაში „მეცხრე არხი“. 2021-2025 წლებში მუშაობდა რეგიონულ ონლაინ გამოცემასა და რადიოში „სამხრეთის კარიბჭე“. 2025 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო გერმანიის საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ინსტიტუტის (Ifa) სამთვიან სტაჟირების პროგრამაში (Cross Culture Program (CCP) fellowship), ბერლინში.

2023 წელს მიიღო „ლექსოს პრემია“ საუკეთესო სტატიისთვის ადამიანის  უფლებების შესახებ. 2024 წელს მიიღო პრემია „შუქი“ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა „ევროპის ფონდის“ კონკურსში  „საგამოძიებო ჟურნალისტიკა ცვლილებებისთვის“. 2025 წელს მიიღო ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, ბეჭდური ან ონლაინ მედიის საუკეთესო სტატიის კატეგორიაში.

ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2025 წლის 13 დეკემბერს, ქარტიის საერთო სხდომაზე.