ქარტიის სამდივნომ საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის განცხადება “ინდიგოს” ჟურნალისტის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო
20.08.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმა განცხადებით მომართა “ინდიგოს” ჟურნალისტის წინააღმდეგ.


სადავო მასალა “ინდიგოს” ფეისბუკ გვერდზე 5 აგვისტოს გავრცელდა. ის ეხებოდა ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების მოწინააღმდეგე სოფელი ზოდის მაცხოვრებლების მხარდამჭერ მუსიკალურ ფესტივალს. 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე. 


განმცხადებლის განმარტებით, სადავო მასალაში არ იყო ნახსენები ფესტივალის სათაური და ორგანიზატორი, რითაც მაყურებელს არ მიეწოდა ზუსტი ინფორმაცია.


სადავო მასალაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტად/რედაქტორად განისაზღვრა “ინდიგოს”  რედაქტორი თამარ ბაბუაძე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრიცნიპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.