18 სექტემბერს ქარტიის საბჭო ირაკლი ქავთარაძის განცხადებას განიხილავს
16.09.2026

კატეგორია : ანონსი;

18 სექტემბერს, პარასკევს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს ირაკლი ქავთარაძის განცხადებას ონლაინ პლატფორმის “მთავარი” წინააღმდეგ.

სადავო მასალა “მთავარის” გვერდზე სოციალურ ქსელში 2026 წლის 2 მაისს გამოქვეყნდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მოცემულ ნაშრომში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება), მე-8 (არასრულწლოვანთა ინტერესები) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხე ჟურნალისტად ონლაინ პლატფორმის მთავარი არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: ethicscharter@gmail.com

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.