ონლაინ პლატფორმის “მთავარი” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, მე-8 და მე-10 პრინციპები
20.09.2026

კატეგორია : ანონსი;

18 სექტემბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ირაკლი ქავთარაძის განცხადება ონლაინ პლატფორმის “მთავარი” წინააღმდეგ. 

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “მთავარმა”, სოციალურ ქსელში თავის გვერდზე, 2026 წლის 2 მაისს გამოაქვეყნა. ინფორმაცია არასრულწლოვნებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორების ვალდებულება), მე-8 (არასრულწლოვანთა ინტერესები) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.

განხილვის პროცესში, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ონლაინ პლატფორმის “მთავარი” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-8 (არასრულწლოვანთა ინტერესები) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაარღვია.

მოპასუხე მედია საშუალების წარმომადგენელი სხდომას არ დასწრებია. 

საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.