ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიამონიტორის პოზიციაზე
15.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიამონიტორის პოზიციაზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2021 წლის ივლისი - ნოემბერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ან/და მედიაკვლევებში მონაწილეობა;
  • რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
მედიამონიტორინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:
  • მედია პროდუქტის რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება;
  • მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2021 წლის 25 ივნისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com . სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.