TV პირველის ჟურნალისტის სოფო ნიაურის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
03.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი ფაქტის” განცხადება TV პირველის ჟურნალისტის სოფო ნიაურის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა, ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში, 2021 წლის 23 მაისს გავიდა და ის კასპში გზის რეაბილიტაციას და კომპანია “ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიას” ეხებოდა.

განმცხადებლების პოზიციით, სიუჟეტში, ზემოაღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, . გარდა ამისა, მხარის თქმით, TV პირველის ჟურნალისტმა თავის მასალაში გამოიყენა “აი ფაქტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია ისე, რომ მასალის პირველწყაროს შესახებ არ მიუთითებია.

განმცხადებელი დავობს ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და პლაგიატის (მეთერთმეტე, ნაწილი მესამე) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.