08.04.2021                    
            
                        
                
        				
            საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
მთავარი არხის, გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ
და ჟურნალისტმა ნანი სისვაძემ, ინფორმაციის სიზუსტის (პირველი)
პრინციპი დაარღვიეს.მის წინააღმდეგ ქარტიას შპს “ლაკა 2014”-მა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 27 სექტემბერს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია, შპს “ლაკა 2014”-სა და ამხანაგობა “მკურნალს” შორის თაღლითურ გარიგებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
  
                     
                             
                             
                             
                                                                                         
                                                                                         
 