15.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა ნათია ლაზაშვილმა და ლუკა
ხაჩიძემ ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე)
პრინციპი დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას ლაშა ჯანიბეგაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ”დადანაშაულებული ადვოკატი - ლაშა ჯანიბეგაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ” ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა კურიერში, 2021 წლის 05 იანვარს გავიდა.
საბჭომ მიიჩნია რომ გავრცელებული ინფორმაცია სათანადო წესით არ იყო გადამოწმებული.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე ( დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.