ნათია ქოქოსაძემ ქარტიის პრინციპები დაარღვია
04.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა ნათია ქოქოსაძემ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ბაკურ კიღურაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი - “ჯაშუშობისთვის გასამართლებული და ტენდერებში გამარჯვებული შემომწირველები - "ოცნებამ" ორი მილიონი იშოვა” ტელეკომპანია მთავარის ეთერში გავიდა. ჟურნალისტურ პროდუქტში საუბარია ბაკურ კიღურაძეზე, რომელმაც ქართულ ოცნებას 50 000 ათასი ლარი შესწირა და ამასთან იგი მანამდე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.

განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ მასალებში, ის უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ პირად არის გამოყვანილი, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მის მიმართ 2018 წელს, გამამართლებელი განაჩენი დადგა. მხარე მიიჩნევდა, რომ ამ ფორმით წარმოჩენა მიზნად ისახავდა მის რეპუტაციულ დისკრედიტაციას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.