“იმედის” ეთერში გასულ გადაცემაში ქარტიის პრინციპი დაირღვა
15.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ გადაცემაში “მობილიქსში” ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.

ქარტიას ანა ებანოიძემ და მარიამ გაბრიჩიძემ მომართეს, 2020 წლის 12 მაისს, ტელეკომპანიის ეთერში გასული გადაცემა “მობილიქსის” გამო, რომელიც სანდრო გიორგვლიანის მკვლელობას, მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების აღსრულებასა და ამ ფაქტის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ეხება.

მხარე განმარტავდა, რომ სიუჟეტში ზუსტად და ობიექტურად არ არის აღწერილი საქმის დეტალები და ინფორმაცია მოდელირებულია, არის პროპაგანდისტული და ხელს უწყობს საქმეში მოქმედი პირების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.