საია-მ და ლევან ქათამაძემ იმედის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
14.03.2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)  და ლევან ქათამაძის განცხადებები ტელეკომპანია ,,იმედის” წინააღმდეგ.

განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მაუწყებელმა 2020 წლის 11 თებერვალს გადაცემა ,,არენა“-ში ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან და ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში  დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (კეთილსინდისიერება და სამართლიანობა), მეხუთე (შესწორება), მეათე (პირადი ცხოვრების პატივისცემა)  და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

სადავო მასალას ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს ადგილი ჰქონდა  თუ არა ქარტიის პრინციპების დარღვევას.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.