ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო კახა წიქარიშვილის განცხადება “რუსთავი 2-ის” და “პოსტივის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
11.11.2026

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა კახა წიქარიშვილმა ტელეკომპანიების “რუსთავი 2” და “პოსტივი” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი 2026 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა “რუსთავი 2-ის” და “პოსტივის” გვერდებზე სოციალურ ქსელში. საინფორმაციო ბარათი (“ქარდი” “რუსთავი 2-ზე) და ინტერვიუს ვიდეო ფრაგმენტი (“პოსტივიზე”) პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების ფაქტს ეხებოდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 ( ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

განმცხადებლის მხრიდან მოპასუხედ “რუსთავი 2-ის” და “პოსტივის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები განისაზღვრენ.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.