27 ოქტომბერს ქარტიის საბჭო ლილი ონიანის განცხადებას განიხილავს
25.10.2026

კატეგორია : ანონსი;

27 ოქტომბერს, სამშაბათს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს ლილი ონიანის განცხადებას “TV პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო მასალა “TV პირველის” გადაცემის “მელაძის შაბათი” ეთერში 2026 წლის 5 მაისს გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ჟურნალისტურ პროდუქტში დარღვეულია ეთიკის სტანდარტები.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-8 (ბავშვთა ინტერესი) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხე ჟურნალისტად სიუჟეტის ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: ethicscharter@gmail.com

 
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.