ქარტიის პრიზი 2026
01.11.2026

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას „ქარტიის პრიზი 2026“-ის მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება. 

კონკურსი ცხადდება შემდეგ ექვს კატეგორიაში 

  1. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში. 
  2. სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი. 
  3. ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში. 
  4. სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟი. 
  5. ადგილობრივი პრობლემის საუკეთესო გაშუქება. 
  6. ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება. პრიზი დაწესებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.  
გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს.
დამატებით, მედიის ადვოკატირების კოალიცია გასცემს სპეციალურ პრიზს სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე 

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ  მედიაპროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2025 წლის 5 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში. 
საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. 
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ  ვერსია.
მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია. 
დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com 
თითოეულ აპლიკანტს შეუძლია კონკურსზე წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი და მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი კატეგორიიდან ერთ-ერთში.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქარტიის საბჭოს მოქმედი წევრები და მოქმედი თანამშრომლები/კონტრაქტორები.   
კატეგორიაში “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება” მონაწილეობას ვერ მიიღებენ ამავე კატეგორიაში “ქარტიის პრიზი 2024” და “ქარტიის პრიზი 2025” გამარჯვებულები.  
საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის. 

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი, 18:00 საათი. 

გამარჯვებული გამოვლინდება 2026 წლის დეკემბერში.   

ნამუშევრების შეფასება

ჟურნალისტური პროდუქტის შეფასებისას ამოსავალია ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რომელთაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფუძნება. 

ზოგადი კრიტერიუმები

კატეგორიისთვის „სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში“

თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
ინფორმაციის სიზუსტე
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
მხარეთა ბალანსი
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
თხრობის სტილი და ტექნიკა 
ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება 
სტატიის შემთხვევაში: ა) თხრობის სტილი და ტექნიკა; ბ) ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება 
მულტიმედია სტატიის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა
 
კატეგორიისთვის „სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი“

თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
ინფორმაციის სიზუსტე
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
მხარეთა ბალანსი
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
სტატიის შემთხვევაში: ა) თხრობის სტილი და ტექნიკა; ბ) ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება 
სატელევიზიო ფილმის/სიუჟეტის ან მულტიმედიის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა

კატეგორიისთვის „ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში“

თემის შერჩევა და ინტერპრეტაცია 
ტექნიკური ოსტატობა 
ორიგინალურობა და კრეატიულობა
ემოციური გავლენა და თხრობა 

კატეგორიისთვის „სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟი “

თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
ინფორმაციის სიზუსტე
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
მხარეთა ბალანსი
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
სატელევიზიო რეპორტაჟის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე 
რადიორეპორტაჟის შემთხვევაში: დრამატურგია და ხმოვანი ეფექტები
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა

კატეგორიისთვის „ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება“

თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
ინფორმაციის სიზუსტე
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
მხარეთა ბალანსი
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
სტატიის შემთხვევაში: ა) თხრობის სტილი და ტექნიკა; ბ) ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება 
სატელევიზიო ფილმის/სატელევიზიო სიუჟეტის ან მულტიმედია სტატიის/მულტიმედია პროექტის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე
რადიოსიუჟეტის/რადიოგადაცემის შემთხვევაში: დრამატურგია და ხმოვანი ეფექტები
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა

კატეგორიისთვის „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“

თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
ინფორმაციის სიზუსტე
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
მხარეთა ბალანსი
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
თხრობის სტილი და ტექნიკა 
ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება 
სატელევიზიო სიუჟეტის და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე
რადიოსიუჟეტის/რადიოგადაცემის შემთხვევაში: დრამატურგია და ხმოვანი ეფექტები
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა და გენდერულად არამგრძნობიარე, შეუფერებელი ლექსიკა .

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.