ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ანა იაშაღაშვილის განცხადება “ტვ პირველის” ჟურნალისტის მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ.
31.07.2026

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ანა იაშაღაშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში ქსელში 2026 წლის 18 ივლისს გავიდა და დანელიას ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს ეხებოდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

განმცხადებლის მხრიდან მოპასუხედ სიუჟეტის ავტორი მაკა ანდრონიკაშვილი განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.