დავით კაკულიამ, ნათია ლაზაშვილმა და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები დაარღვიეს. არ დაურღვევიათ ქარტიის მე-7 პრინციპი.
18.06.2026

კატეგორია : ანონსი;

14 ივნისს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანების დავით კაკულიას, ნათია ლაზაშვილის და “რუსთავი 2-ის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო მასალა “რუსთავი 2-ის” ეთერში 2026 წლის 31 მარტს გადაცემაში “კურიერი” 21:08 სთ-ზე გავიდა. ის ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენას.  

განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დაირღვაზე.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები, არ დარღვეულა მე-7 პრინციპი.

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და არც საკუთარი წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია.

საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.