საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ანა ყაულაშვილის განცხადება ტელეკომპანია “იმედისა” და POSTV-ის და საინფორმაციო სააგენტოს info 9 წინააღმდეგ
25.06.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანა ყაულაშვილმა ტელეკომპანია “იმედისა” და POSTV-ის და საინფორმაციო სააგენტოს info 9 წინააღმდეგ განცხადებით მომართა.


სადავო მასალები მოპასუხე მედიების სოციალურ ქსელებში 2025 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა. მათში ნათქვამია, რომ თითქოს განმცხადებელმა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი დაჭრა.


განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო ქარდებში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.


განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორად/ჟურნალისტად ტელეკომპანია “იმედის” შემთხვევაში განისაზღვრა ნუცა ფიცხნარაშვილი, POSTV-ის შემთხვევაში მედეა ილურიძე, ხოლო საინფორმაციო სააგენტოს info 9 შემთხვევაში - არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.