02.05.2025
კატეგორია : ანონსი;
პირველი მაისის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა გიორგი ისაკაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ.
სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “ქრონიკაში” 2024 წლის 26 დეკემბერს გავიდა, სათაურით: “ისაკაძე - ბიზნესბულინგის ორგანიზატორი”.
განმცხადებლი თავდაპირველად დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა განხილვის დროს მოხსნა ქარტიის მესამე და მეშვიდე პრინციპები. საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები, რომელთაგანაც საბჭომ ორივე დარღვეულად მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.