17.05.2026

21 მაისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილის განცხადებას “მთავარის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო მასალა “მთავარის” სოციალურ ქსელში 2026 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. ქარდი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეძენილ სააღდგომო ნობათს ეხება.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხედ განისაზღვრა “მთავარის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

 
16.05.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ლილი ონიანმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში 2026 წლის 9 მაისს გავიდა. ის თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარ კრიმინალურ ისტორიას ეხებოდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე),  მე-8 (არასრულწლოვანთა ინტერესები) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაირღვა.

მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან სიუჟეტის ავტორი მარიამ  გაფრინდაშვილი განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
16.05.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ირაკლი ქავთარაძემ.

სადავო მასალა “მთავარის” სოციალურ ქსელში 2026 წლის 2 მაისს გამოქვეყნდა. ის თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ამბავს ეხება.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება), მე-8 (არასრულწლოვანთა ინტერესები) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაირღვა.

მოპასუხედ “მთავარის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
16.05.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა.

სადავო მასალა “მთავარის” სოციალურ ქსელში 2026 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. ქარდი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეძენილ სააღდგომო ნობათს ეხება.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპები დაირღვა.

მოპასუხედ “მთავარის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
09.05.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ალექსანდრე ელისაშვილმა.

სადავო მასალა ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ეთერში 2026 წლის 31 მარტს გადაცემაში “კურიერი” 21:08 სთ-ზე გავიდა. ის ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენას.  

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან გადაცემის წამყვანები დავით კაკულია და ნათია ლაზაშვილი, ასევე სიუჟეტის ავტორი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი დასახელდნენ.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
28.04.2026

2025 წლის 30 ოქტომბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ზვიად დევდარიანის განცხადება “აპრილი მედიას” მთავარი რედაქტორისა და ჟურნალისტის ხატია ღოღობერიძის წინააღმდეგ. 

სადავო სტატია საიტზე 2025 წლის 20 მაისს გამოქვეყნდა.  

განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომელთაგან ქარტიის საბჭომ ორივე დარღვეულად მიიჩნია. 

საქმეზე სამოტივაციო ნაწილის ნახვა შეგიძლიათ აქ.
18.04.2026

18 აპრილს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ვლადიმერ ხუჭუას განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ. 

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ქრონიკა” სადავო გამოშვება ეთერში 2026 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე  გავიდა.

განმცხადებელი, ვლადიმერ ხუჭუა, რომელიც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეა, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე, რომელთაგან ქარტიის საბჭომ ორივე დარღვეულად მიიჩნია.

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და არც საკუთარი წერილობითი პოზიცია წარუდგენია საქმესთან დაკავშირებით.

საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 
14.04.2026

18 აპრილს, შაბათს, 11:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.

სადავო მედია პროდუქტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “ქრონიკაში” 2026 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტებმა მის მიმართ არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელეს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრნენ ხატია ქვათაძე, ლევან ჯავახიშვილი და მარიამ ქართველიშვილი. 

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com
21.03.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა შპს “უნიქალმედის” დირექტორმა კახა ნურალიძემ.


სადავო მასალა ტელეკომპანია Mega TV-ის სოციალურ ქსელში 2026 წლის 24 თებერვალს გავრცელდა. ის ქუთაისში ექიმის მიერ თვითდაზიანებების მიყენების შესახებ გავრცელებულ ამბავს ეხება.


განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი და გადაუმოწმებელია და დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან Mega TV-ის ჟურნალისტი თამარა ქავთარაძე განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
21.03.2026

20 თებერვალს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ნინო დათაშვილის განცხადება  ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ. 

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ორ სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში 2025 წლის 6 აგვისტოს გავიდა. ის ეხება ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კონფლიქტს მასსა და სასამართლოს მანდატურებს შორის.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები დაარღვია, ხოლო მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევა საბჭომ არ  დაადგინა.

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და არც საკუთარი წერილობითი პოზიცია წარუდგენია საქმესთან დაკავშირებით.

საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.