18 აპრილს ქარტიის საბჭო განიხილავს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ
14.04.2026

კატეგორია : ანონსი;

18 აპრილს, შაბათს, 11:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.

სადავო მედია პროდუქტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “ქრონიკაში” 2026 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტებმა მის მიმართ არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელეს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრნენ ხატია ქვათაძე, ლევან ჯავახიშვილი და მარიამ ქართველიშვილი. 

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.