16.05.2026
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ლილი ონიანმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო სიუჟეტი “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში 2026 წლის 9 მაისს გავიდა. ის თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარ კრიმინალურ ისტორიას ეხებოდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-8 (არასრულწლოვანთა ინტერესები) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაირღვა.
მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან სიუჟეტის ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.