16.05.2026
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ირაკლი ქავთარაძემ.
სადავო მასალა “მთავარის” სოციალურ ქსელში 2026 წლის 2 მაისს გამოქვეყნდა. ის თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ამბავს ეხება.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება), მე-8 (არასრულწლოვანთა ინტერესები) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაირღვა.
მოპასუხედ “მთავარის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.