7 თებერვალი, 2026 წელი
საქმე N 802, 803, 804, 805, 806, 807
საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე
საბჭოს წევრები: თიკო დავაძე, ნანა ბიგანიშვილი, ირაკლი მსხილაძე, თემო ინასარიძე, ნათია ამირანაშვილი, ნინო კაპანაძე, ლელა დუმბაძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართეს მეგი ფერაძემ, ქეთევან გოგიჩაშვილმა, მარიამ ოთინაშვილმა, მარიამ აქუბარდიამ, ნიკოლოზ ტყემალაძემ და მზია კაკალაშვილმა POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ. სადავო ქარდზე, რომელიც POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდზე გავრცელდა, მოქალაქე მეგი ფერაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმაზე იყო საუბარი.
მოპასუხედ განისაზღვრა მედიასაშუალების არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლები მეგი ფერაძე, ნიკოლოზ ტყემალაძე და ქეთევან გოგიჩაშვილი.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია, თუმცა წარმოდგენილია შეპასუხება, სადაც მოპასუხე მედიასაშუალება აცხადებს, რომ სადავო ქარდი Facebook-ზე ნამდვილად განთავსდა, თუმცა მისი გამოქვეყნებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არცერთი პრინციპი არ დარღვეულა. მათი შეფასებით, განმცხადებლების პრეტენზიები დაუსაბუთებელი და მცდარ ფაქტებზე დაფუძნებულია და მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს. შესაბამისად, მედიასაშუალება საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ბრალდებებს არ ეთანხმება.
განმცხადებლები თავდაპირველად სადავოდ ხდიდნენ ქარტიის პირველ, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 პრინციპებს, თუმცა სხდომის მიმდინარეობისას მე-3, მე-8 და მე-10 პრინციპები მოიხსნა და სადავო პრინციპებად დაზუსტდა პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპები.
სამოტივაციო ნაწილი:
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა კონკრეტულ პირს დაუდასტურებლად მიაწერა ფაქტთან კავშირი და მისი შესაძლო ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია მტკიცებულების გარეშე გაავრცელა.
აღნიშნული პრინციპი ჟურნალისტისგან მოითხოვს, რომ ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებამდე იგი გონივრულად გადაამოწმოს და აუდიტორიას მკაფიოდ გააცნოს მხოლოდ ის გარემოებები, რომელთა სისწორის დასადასტურებლად სათანადო ფაქტობრივი საფუძველი არსებობს. გადამოწმების ვალდებულება განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტულ პირს შესაძლო სამართალდარღვევას, ძალადობას, შეურაცხმყოფელ ქმედებას ან სხვა რეპუტაციულად დამაზიანებელ მოქმედებას მიაწერს.
განსახილველ შემთხვევაში, POSTV-ს მიერ გავრცელებულ სადავო ქარდში კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებული იყო მეგი ფერაძე და მას მიეწერებოდა ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ინფორმაცია წარმოდგენილი იყო არა როგორც ვარაუდი ან დაუდასტურებელი ვერსია, არამედ მტკიცებით ფორმაში, რაც აუდიტორიას უქმნიდა მკაფიო წარმოდგენას, რომ აღნიშნული ქმედება სწორედ მეგი ფერაძემ ჩაიდინა.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქარდზე გამოყენებული იყო მუშტმოღერებული პირის ფოტო, რომელსაც ეკეთა სათვალე და სახის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაჭრით ჰქონდა დაფარული. შესაბამისად, თავად ეს ფოტო არ იძლეოდა პირის იდენტობის ცალსახად დადგენის შესაძლებლობას. ამ პირობებში, როდესაც მედიასაშუალება ფოტოზე გამოსახულ პირს კონკრეტულ ადამიანთან აიგივებს და მას კონკრეტულ ქმედებას მიაწერს, აუცილებელია არსებობდეს დამატებითი, სარწმუნო და გადამოწმებული საფუძველი, რომელიც ამ ინფორმაციას დაადასტურებს.
სადავო მასალაში არ ყოფილა მითითებული არც წყარო, არც დამატებითი მტკიცებულება და არც სხვა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფოტოზე გამოსახული პირი სწორედ მეგი ფერაძე იყო ან რომ ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მან განახორციელა. ამდენად, აუდიტორიისთვის უცნობი დარჩა, რის საფუძველზე მოხდა პირის იდენტიფიცირება და რა მტკიცებულებას ეყრდნობოდა მედიასაშუალება გავრცელებული ინფორმაციის წარმოდგენისას.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური სიზუსტის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვიზუალურ მსგავსებაზე, ვარაუდზე ან დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მით უფრო, როდესაც პირის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას შეუძლია მისი რეპუტაციის დაზიანება. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა, ინფორმაციის გავრცელებამდე მიიღოს გონივრული ზომები მისი სისწორის დასადგენად და თავიდან აიცილოს ისეთი ფორმით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც აუდიტორიას დაუდასტურებელ გარემოებას დადასტურებულ ფაქტად წარმოუდგენს.
საბჭოსთვის ცნობილი გარემოებებით არ დასტურდება, რომ POSTV-მ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ის სათანადოდ გადაამოწმა. კერძოდ, არ იკვეთება, რომ ინფორმაცია გადამოწმდა მინიმუმ ორ დამოუკიდებელ და ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან. ასევე არ დასტურდება, რომ მედიასაშუალებამ ინფორმაციის გავრცელებამდე თავად მეგი ფერაძისგან სცადა კომენტარის მიღება.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ ორი დამოუკიდებელი წყაროს გამოყენება, თავისთავად, არ წარმოადგენს ყველა შემთხვევაში ინფორმაციის სიზუსტის ავტომატურ გარანტიას. თუმცა, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული პირისთვის მძიმე და რეპუტაციულად დამაზიანებელი ქმედების მიწერას, ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის მრავალმხრივი გადამოწმება და მისი წყაროს სანდოობის შეფასება წარმოადგენს პროფესიული კეთილსინდისიერების აუცილებელ ნაწილს.
ამასთან, მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს ინფორმაციის გავრცელების ფორმაც. POSTV-ს არ მიუთითებია, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა ვერსიას, ვარაუდს ან დაუდასტურებელ ცნობას.
ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელებამ აუდიტორიას არ დაუტოვა საფუძველი, ეჭვქვეშ დაეყენებინა ქარდზე მართლაც მეგი ფერაძე იყო თუ არა. მედიასაშუალებამ ვარაუდისა და დადასტურებული ფაქტის გამიჯვნის ვალდებულება ვერ უზრუნველყო.
საბჭო ასევე აფასებს მეგი ფერაძის პასუხის უფლების საკითხს. მართალია, პასუხის უფლება ცალკე პრინციპის მოთხოვნად არ უნდა იქნეს გაგებული, თუმცა კონკრეტული პირის მიმართ დამაზიანებელი ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებისას მისი პოზიციის მიღება და აუდიტორიისთვის მიწოდება წარმოადგენს ინფორმაციის სრულყოფილი და სამართლიანი გაშუქების მნიშვნელოვან კომპონენტს.
მოცემულ შემთხვევაში, POSTV-ს აუდიტორიისთვის არ მიუწოდებია მეგი ფერაძის პოზიცია და არც ის დასტურდება, რომ მედიასაშუალებამ მისგან კომენტარის მიღება სცადა. ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ინფორმაცია პირდაპირ ეხებოდა კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული ქმედების ჩადენას და მას ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდა.
საბჭოს შეფასებით, ჟურნალისტის პროფესიული პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ მან მიღებული ინფორმაცია აუდიტორიას გადასცეს. ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს წყაროს სანდოობა, გადაამოწმოს არსებითი ფაქტობრივი გარემოებები და განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდოს ისეთ ინფორმაციას, რომლის დაუზუსტებლად გავრცელებამ შესაძლოა კონკრეტული პირი მნიშვნელოვნად დააზიანოს.
მოცემულ შემთხვევაში, POSTV-მ კონკრეტული პირის იდენტობა და მისთვის მიწერილი ქმედება წარმოადგინა როგორც დადასტურებული ფაქტი, თუმცა ვერ წარმოადგინა ამ დასკვნის დამადასტურებელი სათანადო საფუძველი. ამასთან, არ დასტურდება ინფორმაციის სათანადო გადამოწმება, მათ შორის, დამოუკიდებელ წყაროებთან ან უშუალოდ მეგი ფერაძესთან.
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა წარმოადგენს ჟურნალისტური სიზუსტის სტანდარტის დარღვევას. მედიასაშუალებამ აუდიტორიას მიაწოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია დადასტურებული ფაქტის სახით, რის შედეგადაც საზოგადოებას მიეწოდა ისეთი ინფორმაცია, რომლის სისწორის შემოწმების შესაძლებლობა სადავო მასალიდან არ იკვეთებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ადგენს, რომ POSTV-ს მიერ გავრცელებული სადავო მასალით დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.
მეოთხე პრინციპი
“ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.”
განმცხადებლების პოზიციით, მედიასაშუალებამ ქარდში მეგი ფერაძის ფოტოს გამოყენებამდე არ შეათანხმა მასთან აღნიშნული ფოტო და გამოიყენა ის დაუკითხავად, რაც, მათი შეფასებით, არ შეესაბამება ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის მოპოვების კეთილსინდისიერ და სამართლიან მეთოდებს.
საბჭო არ იზიარებს განმცხადებლების პოზიციას.
სხდომაზე თავად მეგი ფერაძემ დაადასტურა, რომ სადავო ქარდში გამოყენებული ფოტო მედიასაშუალებამ მისი სოციალური ქსელის საჯაროდ ხელმისაწვდომი გვერდიდან აიღო. შესაბამისად, დადგენილია, რომ ფოტო საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და მისი მოპოვება არ მომხდარა ფარული გზით, მოტყუებით, პირად სივრცეში შეჭრით ან სხვა ისეთი მეთოდის გამოყენებით, რომელიც ინფორმაციის ან ფოტოს არაკეთილსინდისიერად ან უსამართლოდ მოპოვებაზე მიუთითებდა.
საბჭო განმარტავს, რომ ქარტიის მე-4 პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, ინფორმაციის, ფოტოსა თუ დოკუმენტის მოპოვებისას გამოიყენოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები. აღნიშნული პრინციპი არ ადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოს გამოყენების ზოგად აკრძალვას და არც იმას გულისხმობს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოს მედიაში გამოყენება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული ფოტოზე გამოსახულ პირთან.
მოცემულ შემთხვევაში, ფოტო თავად მეგი ფერაძის მიერ იყო განთავსებული მის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი იყო განუსაზღვრელი წრისთვის. საბჭოსთვის არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მედიასაშუალებამ ფოტოს მოსაპოვებლად გამოიყენა რაიმე შეცდომაში შემყვანი, ფარული ან სხვა არაკეთილსინდისიერი საშუალება.
საბჭო ასევე ითვალისწინებს მეგი ფერაძის საჯარო საქმიანობას. როგორც მან თავად აღნიშნა სხდომაზე, იგი მოძრაობის “თავისუფალი აუდიტორია” წევრია. ამასთან, მისი საქმიანობა ხორციელდება საჯარო სივრცეში — იგი საჯაროდ გამოდის, მონაწილეობს საზოგადოებრივ და საპროტესტო ღონისძიებებში და ჩართულია მოძრაობის საქმიანობაში. აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვანია ფოტოს გამოყენების კონტექსტის შეფასებისას, ვინაიდან მედიასაშუალებას ჰქონდა საფუძველი, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენებთან დაკავშირებით გამოეყენებინა პირის მიერ თავად საჯაროდ გავრცელებული ვიზუალური მასალა.
საბჭო ასევე ითვალისწინებს მედიასაშუალების მიერ ფოტოს გამოყენების მიზანს, რაც იყო აუდიტორიისთვის შესაძლებლობის მიცემა, მეგი ფერაძე ვიზუალურად შეედარებინა ქარდში წარმოდგენილ — მუშტმოღერებულ და სახედაფარულ, პირთან. ამ შემთხვევაში მეგი ფერაძის ფოტოს ჩვენება მაღალ საზოგადოებრივ ინტერეს წარმოადგენდა. შესაბამისად, ფოტოს მოპოვების პროცესში არ იკვეთება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მე-4 პრინციპით აკრძალული მეთოდის გამოყენებაზე მიუთითებდა.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ ფოტოს გამოყენების ეთიკური გამართლება და მისი გამოყენების შედეგად გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ის გარემოება, რომ ფოტოს მოპოვება კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდით მოხდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ფოტოსთან დაკავშირებული ყველა შემდგომი ინფორმაცია ზუსტია ან ეთიკურად გამართლებული. შესაბამისად, ფოტოს გამოყენების მიზანი, მასზე დაფუძნებული იდენტიფიკაცია და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე შეიძლება შეფასდეს ქარტიის სხვა პრინციპების ფარგლებში.
ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ მედიასაშუალებამ ფოტო ისე გამოიყენა, რომ ეს წინასწარ არ შეათანხმა მასზე გამოსახულ პირთან, თავისთავად არ მიუთითებს მისი მოპოვების არაკეთილსინდისიერ ან უსამართლო მეთოდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიზუალური მასალის გამოყენების შესაძლებლობა დაუსაბუთებლად შეიზღუდებოდა, რაც მე-4 პრინციპის მიზანს სცდება.
მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ POSTV-მ მეგი ფერაძის ფოტო მოიპოვა მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ფარული მოქმედებით, მოტყუებით, ზეწოლით ან სხვა არაკეთილსინდისიერი საშუალებით. პირიქით, თავად განმცხადებელმა სხდომაზე დაადასტურა, რომ ფოტო სოციალურ ქსელში მისი საჯაროდ ხელმისაწვდომი გვერდიდან იყო აღებული. ფოტო საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, ხოლო მეგი ფერაძის საჯარო საქმიანობის გათვალისწინებით, მისი გამოყენება საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მომზადებულ მედიამასალაში თავისთავად არ წარმოადგენს ქარტიის მე-4 პრინციპით აკრძალულ მეთოდს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ POSTV-ს მიერ მეგი ფერაძის საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოს მოპოვებისა და გამოყენებისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-4 პრინციპის მოთხოვნები არ დარღვეულა.
მეხუთე პრინციპი
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, მე-5 პრინციპის დარღვევის შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ მედიასაშუალებამ თავდაპირველად არსებითად არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და შემდგომ, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის არაზუსტობის შესახებ, არ შეასრულა მისი სათანადოდ და გონივრულ ვადაში შესწორების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, საბჭომ პირველი პრინციპის ფარგლებში უკვე დაადგინა, რომ სადავო ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა სიზუსტისა და სათანადო გადამოწმების სტანდარტს.
განმცხადებლების მიერ საბჭოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეგი ფერაძემ POSTV-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა და მედიასაშუალებას აცნობა, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. მან უარყო მისთვის მიწერილი ქმედება და მედიასაშუალებისგან გავრცელებული ინფორმაციის შესწორება მოითხოვა. ასევე, მოძრაობის “თავისუფალი აუდიტორია” სოციალური ქსელის გვერდზე მათ გამოაქვეყნეს განცხადება სადავო ქარდთან დაკავშირებით.
მოპასუხე მედიას, ქარტიის საქმის წარმოების შესაბამისად, მიეწოდა ყველა ინფორმაცია განცხადებასთან დაკავშირებით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ამ მომენტიდან მოპასუხისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სადავო იყო და კონკრეტული პირი მის სისწორეს უარყოფდა. შესაბამისად, მედიასაშუალებას წარმოეშვა ვალდებულება, შეემოწმებინა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია და, მისი არაზუსტობის დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სათანადო ფორმით მიეწოდებინა შესწორებული ინფორმაცია.
საქმის განხილვისას საბჭომ ვერ დაადგინა, რომ POSTV-მ გავრცელებული ინფორმაცია შეასწორა. ასევე არ დგინდება, რომ მედიასაშუალებამ აუდიტორიას მიაწოდა მეგი ფერაძის უარყოფა ან რაიმე ფორმით განმარტა, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი ან დაუდასტურებელი იყო.
ქარტიის მე-5 პრინციპის მიზანია, საზოგადოებას ჰქონდეს არა მხოლოდ ზუსტი ინფორმაციის მიღების უფლება, არამედ შესაძლებლობა, დროულად შეიტყოს მედიასაშუალების მიერ დაშვებული არსებითი შეცდომის შესახებ. როდესაც მედიასაშუალებისთვის ცნობილი ხდება, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, მისი ვალდებულებაა, ეს ინფორმაცია გონივრულ ვადაში შეასწოროს.
მოცემულ შემთხვევაში, POSTV-ს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები არაზუსტი იყო, თუმცა მან ეს ცნობები სათანადოდ არ შეასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ POSTV-მ ვერ შეასრულა არაზუსტი ინფორმაციის დროული და სათანადო შესწორების ვალდებულება და ამით დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ იგი სამიზნედ იქცა მისი პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციური პოზიციონირებისა და საზოგადოებრივი/აქტივისტური საქმიანობის გამო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს ისეთი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული მტრობის, სტიგმისა და დისკრიმინაციული განწყობების გაძლიერებას.
საბჭო განმარტავს, რომ მე-7 პრინციპის დარღვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ პირდაპირი სიძულვილის ენის ან აშკარად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებით. დისკრიმინაციული ეფექტი შეიძლება წარმოიშვას მაშინაც, როდესაც მედიასაშუალება კონკრეტულ პირს მისი პოლიტიკური შეხედულების, საზოგადოებრივი საქმიანობის ან სხვა იდენტიფიცირებადი ნიშნის საფუძველზე უარყოფით სტერეოტიპთან აკავშირებს და ამგვარად საზოგადოებაში მის მიმართ მტრული ან დამამცირებელი დამოკიდებულების გაძლიერებას უწყობს ხელს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქარდზე მეგი ფერაძე მოხსენიებულია როგორც „ოპოზიციის ტიტუშკა”, რომელმაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფორმულირება არ წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტული ფაქტის ნეიტრალურ აღწერას. ქარდში გამოყენებული სიტყვები „ოპოზიციის ტიტუშკა“ შეიცავს როგორც პირის პოლიტიკურ იდენტიფიცირებას, ისე მის მიმართ მკვეთრად ნეგატიურ შეფასებას. ამასთან, სიტყვა „ტიტუშკა“ მოცემულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენება კონკრეტული პირის დისკრედიტაციისთვის და მას ძალადობრივ, აგრესიულ ან დესტრუქციულ ქცევასთან აკავშირებს.
ამგვარი ფორმულირება აუდიტორიას არა მხოლოდ ატყობინებს, რომ პირი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან ოპოზიციურ მოძრაობას უკავშირდება, არამედ ამ პოლიტიკურ კუთვნილებას უარყოფით და დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩენს.
საბჭო ასევე ითვალისწინებს, რომ, როგორც თავად მეგი ფერაძემ სხდომაზე აღნიშნა, იგი მოძრაობის წევრია და საჯაროდ მონაწილეობს საზოგადოებრივ და საპროტესტო აქტივობებში. შესაბამისად, სადავო ქარდში მისი „ოპოზიციის ტიტუშკად“ მოხსენიება პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო და პოლიტიკურ საქმიანობას და სწორედ ამ ნიშნით წარმოაჩენს მას უარყოფით კონტექსტში.
საბჭოს შეფასებით, აღნიშნული ქმნის ისეთ ნარატივს, რომელშიც განმცხადებელი აუდიტორიის წინაშე წარმოჩენილია არა უბრალოდ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებულ პირად, არამედ ოპოზიციურ, აგრესიულ და საზოგადოებისთვის პრობლემურ სუბიექტად.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით, პოლიტიკური პოზიციის ან საზოგადოებრივი აქტივობის კრიტიკა თავისთავად არ წარმოადგენს დისკრიმინაციას. მედიისთვის დაცულია უფლება, გააკრიტიკოს როგორც პოლიტიკური ჯგუფები, ისე მათი წევრები და აქტივისტები. თუმცა, აღნიშნული უფლება არ გამორიცხავს ჟურნალისტის ვალდებულებას, თავი შეიკავოს ისეთი ფორმით გაშუქებისგან, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის ან აქტივიზმის გამო პირის სტიგმატიზაციას ან მის მიმართ მტრული დამოკიდებულების გაძლიერებას იწვევს.
მოცემულ შემთხვევაში, საბჭოს შეფასებით, პრობლემა სწორედ აღნიშნული ზღვრის გადაკვეთაში მდგომარეობს. ქარდში მეგი ფერაძის პოლიტიკური პოზიციონირება გამოყენებულია მის მიმართ დამაკნინებელი იარლიყის — „ტიტუშკას“ — მისაკერებლად, ხოლო აღნიშნული იარლიყი დაკავშირებულია დაუდასტურებელ ბრალდებასთან ჟურნალისტისთვის მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ.
საბჭო ასევე ითვალისწინებს მასალის გავრცელების შესაძლო სოციალურ ეფექტს. კონკრეტული პირის „ტიტუშკად“ მოხსენიება და მისი ოპოზიციურ ძალასთან დაკავშირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას პარალელურად მიეწერება აგრესიული ან შეურაცხმყოფელი ქმედება, ზრდის მის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულებისა და სტიგმის ჩამოყალიბების რისკს. მედიასაშუალებას, მისი ფართო აუდიტორიისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის გათვალისწინებით, ეკისრება პასუხისმგებლობა, ასეთი რისკები წინასწარ შეაფასოს.
საბჭო არ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს ეკრძალება პირის მიმართ კრიტიკული შეფასების გაკეთება ან მისი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული ტერმინი „ოპოზიციის ტიტუშკა“ არ იყო აუცილებელი კონკრეტული ფაქტის საზოგადოებისთვის გასაცნობად და, სადავო ქარდის საერთო კონტექსტში, პირის დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის ფუნქცია შეიძინა.
ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჟურნალისტური მასალა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ფაქტის გადმოცემით, თითქოს მეგი ფერაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასში ხაზგასმით იყო მითითებული მისი პოლიტიკური კუთვნილება — „ოპოზიციის“ — და ამასთან გამოყენებული იყო დამაკნინებელი იარლიყი — „ტიტუშკა“. ამგვარი ფორმით პირის წარმოჩენამ მისი პოლიტიკური პოზიციონირება ნეგატიური სტერეოტიპის ნაწილად აქცია.
საბჭოს შეფასებით, სადავო ქარდის შინაარსი, გამოყენებული ტერმინოლოგია, პირის პოლიტიკური პოზიციის ხაზგასმა და მისთვის დაუდასტურებელი ქმედების მიწერა, ერთობლიობაში, ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ მედიაგაშუქებამ ხელი შეუწყო განმცხადებლის სტიგმატიზაციას და მისი პოლიტიკური შეხედულებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ნიშნით მის ნეგატიურ წარმოჩენას, რასაც ადასტურებს კომენტარებში გამოხატული ხალხის აგრესიაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ადგენს, რომ POSTV-ს მიერ გავრცელებული სადავო მასალით დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
● ფაქტის განზრახ დამახინჯება;
● ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
● პლაგიატი.”
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები მე-11 პრინციპის დარღვევას უკავშირებენ POSTV-ს მიერ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას და მიიჩნევენ, რომ მედიასაშუალებამ მეგი ფერაძეს კონკრეტული ქმედება განზრახ მიაწერა. მათი პოზიციით, აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენდა უბრალო ჟურნალისტურ შეცდომას და მიზნად ისახავდა განმცხადებლის დისკრედიტაციას.
საბჭო არ იზიარებს აღნიშნულ შეფასებას.
საბჭო პირველ რიგში განმარტავს, რომ ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. პირველი პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. შესაბამისად, ინფორმაციის არაზუსტობის ან სათანადოდ გადაუმოწმებლობის დადგენა შესაძლოა პირველი პრინციპის დარღვევის საფუძველი გახდეს. თუმცა, მხოლოდ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება თავისთავად არ ადასტურებს ფაქტის განზრახ დამახინჯებას და ავტომატურად არ იწვევს მე-11 პრინციპის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი პრინციპის დარღვევის დადგენა ხშირად მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის საფუძველია.
მე-11 პრინციპის დარღვევის დასადგენად აუცილებელია დადგინდეს არა მხოლოდ ინფორმაციის მცდარობა, არამედ ჟურნალისტის განზრახვა — რომ მან იცოდა ინფორმაციის მცდარობის შესახებ, ან არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც გონივრულად მიუთითებდა მის ცოდნაზე და, მიუხედავად ამისა, მან მაინც გაავრცელა მცდარი ინფორმაცია.
საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, ფაქტის განზრახ დამახინჯება შეიძლება გამოიკვეთოს, როდესაც:
● ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, შეგნებულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია;
● არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო ფაქტობრივი რეალობა, თუმცა მან იგი შეგნებულად დაამახინჯა;
● მედიასაშუალების ქმედებას ჰქონდა კამპანიური და განგრძობადი ხასიათი, რაც კონკრეტული პირის ან საკითხის მიმართ მიზანმიმართულ საინფორმაციო კამპანიაზე მიუთითებდა.
მოცემულ საქმეში საბჭომ ვერ დაადგინა ისეთი გარემოება, რომელიც საკმარისი იქნებოდა POSTV-ს ჟურნალისტის განზრახვის დასადასტურებლად.
მართალია, პირველი პრინციპის ფარგლებში საბჭომ მიიჩნია, რომ მეგი ფერაძისთვის კონკრეტული ქმედების მიწერისას მედიასაშუალებამ ვერ უზრუნველყო ინფორმაციის სათანადო გადამოწმება და გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი იყო და, ამის მიუხედავად, შეგნებულად გადაწყვიტა მისი აუდიტორიისთვის მიწოდება.
საბჭო ასევე ვერ ადგენს, რომ POSTV-ს მოქმედებას ჰქონდა კამპანიური და განგრძობადი ხასიათი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მედიასაშუალება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებდა მეგი ფერაძის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას ან სისტემატურად ცდილობდა მის დისკრედიტაციას. ერთი სადავო მასალის არსებობა, თუნდაც მასში პირველი პრინციპის დარღვევა დადგინდეს, თავისთავად არ არის საკმარისი კამპანიურობის დასადგენად.
საბჭო ასევე ვერ ხედავს საკმარის საფუძველს დასკვნისთვის, რომ სადავო მასალა წარმოადგენდა წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ნაწილს. განმცხადებლების მიერ გამოთქმული ვარაუდები მედიასაშუალების შესაძლო მოტივთან დაკავშირებით, მტკიცებულებებით გამყარებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, ვერ იქნება საკმარისი მე-11 პრინციპის დარღვევის დასადგენად.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტის დაცვა მოითხოვს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებას, თუმცა მე-11 პრინციპის მიზანი არ არის ნებისმიერი ჟურნალისტური შეცდომის „განზრახ დამახინჯებად“ შეფასება. ამ პრინციპის დარღვევის დადგენა გაცილებით მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს საჭიროებს, რადგან იგი ჟურნალისტის მიერ სიმართლის შეგნებულად დამახინჯებას უკავშირდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ POSTV-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა ქარტიის პირველი პრინციპით გათვალისწინებულ სიზუსტის სტანდარტს, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჟურნალისტის მიერ ფაქტის განზრახ დამახინჯებას, მის წინასწარ ცოდნას ინფორმაციის მცდარობის შესახებ ან მედიასაშუალების მხრიდან კამპანიური და განგრძობადი მოქმედების არსებობას. შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევა არ დგინდება.
სარეზოლუციო ნაწილი
POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 პრინციპები, არ დაურღვევია მე-4 და მე-11 პრინციპები.
1 დეკემბერი, 2025 წელი
საქმე N 792, 793, 794, 795, 796, 797, 798, 799, 800, 801
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი, ირაკლი მსხილაძე, ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ია როდამი ფარულავამ ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” წინააღმდეგ. სადავო მასალებში ია ფარულავა ძალადობრივი აქციების ორგანიზებასა და მსგავსი აქციების ჩასატარებლად უცხო ქვეყნებიდან დავალებების მიღებაშია დადანაშაულებული. პირველწყაროს ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული მასალა წარმოადგენდა, რომელიც იმავე დღეს დროის მცირე ინტერვალებითა და შინაარსობრივად მცირედი სხვაობით გაავრცელეს დანარჩენმა მედიასაშუალებებმაც. თავდაპირველად, მოპასუხედ დასახელებული იყო “რეზონანს დეილიც”, თუმცა, ვინაიდან “რეზონანს დეილის” მიერ გავრცელებულ მასალაში “ძალადობრივი აქციების ორგანიზებაზე” საუბარი არ იყო, განხილვის პროცესში განმცხადებელმა სრულად მოხსნა პრეტენზია მის მიმართ.
მოპასუხეებად განისაზღვრნენ მედიასაშუალებების არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები გიულჩინ ახმედოვა და ქეთევან ბახტაძე.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც წერილობითი პოზიცია წარმოუდგენიათ განცხადებასთან დაკავშირებით.
ინტერნეტმედია “ლიდერის” წარმომადგენელმა ქარტიის სამდივნოს ელ.ფოსტის მეშვეობით აცნობა, რომ “ეს მასალა არის "იმედის", ჩვენთან უბრალოდ მოხდა გადაზიარება იმის გამო რომ იყო აქტუალური, არავითარი პირადი ინტერესი”.
სამოტივაციო ნაწილი:
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
განმცხადებლის პოზიციით, ინფორმაცია, რომ თითქოსდა ია ფარულავა არის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, არ შეესაბამება სიმართლეს და მისი გადამოწმება რაიმე წყაროთი შეუძლებელია.
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინფორმაციის გადასამოწმებლად. ამაზე პასუხისმგებლობა ჟურნალისტს ეკისრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასალა შეიცავს პირის რეპუტაციისთვის საზიანო ან მძიმე ბრალდებებს.
საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო მასალებში ია ფარულავა წარმოდგენილი იყო როგორც „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი“ და პირი, რომელიც უცხო ქვეყნებიდან იღებდა მითითებებს მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად. აღნიშნული წარმოადგენს ფაქტობრივი ხასიათის ბრალდებას და არა შეფასებით მსჯელობას. შესაბამისად, ასეთ დროს, ჟურნალისტს აკისრია ვალდებულება, მაყურებელს სარწმუნო მტკიცებულებები წარუდგინოს ჟურნალისტურ პროდუქტში.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად საბჭომ ვერ დაადგინა, რომ ჟურნალისტებმა:
● მოიპოვეს მტკიცებულებები განმცხადებლის მიერ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების შესახებ;
● დააზუსტეს, კონკრეტულად რომელ ქმედებაში გამოიხატებოდა ძალადობა;
● გადაამოწმეს ინფორმაცია რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროსთან, მათ შორის თავად განმცხადებელთან;
● მოიპოვეს ოფიციალური დოკუმენტები ან სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გავრცელებულ ბრალდებებს დაადასტურებდა.
სადავო მასალებში არ არის აუდიტორიისათვის მიწოდებული იმ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ია ფარულავა “ძალადობრივი აქციების ორგანიზატორია” და მითითებებს უცხო ქვეყნიდან იღებდა. მედიაპროდუქტებს არ ახლავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მას მაყურებლისათვის სარწმუნოს გახდიდა.
მედიაპროდუქტებიდან არ ჩანს, რომ მასში გავრცელებული ინფორმაცია არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს. მათ შორის, მოპასუხე მედიებს არ მიუწოდებიათ საკუთარი აუდიტორიისთვის თავად ფარულავას პოზიცია, რითიც სამართლიანი ბალანსის პრინციპი დაარღვიეს. საბჭოს პრაქტიკის მიხედვით, როდესაც მედია პირის მიმართ მძიმე ბრალდებას ავრცელებს, მას უარყოფითად წარმოაჩენს, მხოლოდ მესამე პირის განცხადებაზე დაყრდნობა ვერ ჩაითვლება სათანადო გადამოწმებად. ჟურნალისტი ვალდებულია, თავად შეამოწმოს ინფორმაციის სანდოობა და აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გზებს მიმართა ბრალდების გამოქვეყნებამდე მის გადასამოწმებლად. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბალანსი და მისცეს ბრალდებების ადრესატს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.
საბჭოს მიერ შესწავლილი მასალებიდან არ იკვეთება, რომ ჟურნალისტებმა მიმართეს ია ფარულავას კომენტარისთვის ან სცადეს მისი პოზიციის მოპოვება. ასევე, მასალებში არ არის მითითებული, რომ მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ან რომ ჟურნალისტებმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს მასთან დაკავშირება.
განმცხადებლის წარმომადგენლებმაც საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ მოპასუხე მედია საშუალებები ია ფარულავას არ დაკავშირებიან, მისი პოზიციის აუდიტორიიისთვის მიწოდება არ უცდიათ.
ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, პასუხის უფლება არ არის მხოლოდ ფორმალური მოთხოვნა. იგი წარმოადგენს სამართლიანი და დაბალანსებული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სტანდარტს, რომელიც აუდიტორიას აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს საკითხის სხვადასხვა მხარეს და თავად შეაფასოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მოცემულ შემთხვევაში აუდიტორიამ მოისმინა მხოლოდ “ბრალმდებელი” მხარის პოზიცია, რის გამოც მასალები იყო ცალმხრივი და არ უზრუნველყოფდა ინფორმაციის სრულფასოვან წარმოდგენას.
შესაბამისად, ვინაიდან სადავო მასალები არ ეყრდნობა რაიმე მტკიცებულებას და მათში არ არის წარმოჩენილი განმცხადებლის პოზიცია, ისინი დაუბალანსებელი და არაზუსტია.
ერთ-ერთი მოპასუხე მედიის წარმომადგენელმა ქარტიის საბჭოს სამდივნოსთვის გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში მიუთითა იმაზე, რომ პირველწყაროს სხვა მედია წარმოადგენდა და მათ “მხოლოდ გადააზიარეს სადავო მასალა”, რაც მედიას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. ქარტიის საბჭოს მრავალჯერ აღუნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობაზე საკუთარი აუდიტორიის წინაშე პასუხს აგებს ინფორმაციის გამავრცელებელი მედია, მაშინაც კი, თუკი მის მიერ გავრცელებული მასალა სხვა მედიის მიერ არის მომზადებული, და მანამდე უკვე გამოქვეყნებული. შესაბამისად, ყველა მედია, რომელმაც გაავრცელა სადავო მასალა საკუთარ პლატფორმებზე, პასუხისმგებელია მის შინაარსზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭო მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ მასალები კატეგორიული ფორმით წარმოაჩენდა ია ფარულავას ბრალეულობას, მაშინ როდესაც წარმოდგენილი არ ყოფილა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი და მათში არ ჩანს ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადავო მასალებში მოხდა განმცხადებლის პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაცია. ამ მიზნით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოს განმცხადებელი არის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი, რამაც გამოიწვია პოსტის კომენტარებში უამრავი შეურაცხყოფა განმცხადებლის მიმართ, სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მედიამ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
ქარტიის მე-7 პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქოს ისეთი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გააძლიეროს საზოგადოებაში არსებული მტრობა, სტიგმა ან დისკრიმინაციული განწყობები.
საბჭო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის წახალისება მხოლოდ პირდაპირი შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გავრცელებით არ შემოიფარგლება. მედიის მიერ პირის ისეთი სახით წარმოჩენა, რომელიც მას საზოგადოებისთვის საფრთხედ, მოღალატედ ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ სუბიექტად წარმოაჩენს, სათანადო მტკიცებულებების გარეშე, ასევე შეიძლება გახდეს სტიგმატიზაციის წყარო.
სადავო მასალებში ია ფარულავა დაკავშირებული იყო ძალადობასთან, უცხო ქვეყნების ინტერესებთან და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასთან. ამგვარი ფორმულირებები განსაკუთრებით მაღალი მგრძნობელობის მქონე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში გავრცელდა, რამაც გაზარდა პირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბების რისკი.
საბჭო დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო მასალებში განმცხადებელი გამორჩეული იყო არა მხოლოდ როგორც კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებული პირი, არამედ როგორც აქტივისტი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციების მქონე მოქალაქე. მასალების შინაარსი და კონტექსტი ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სწორედ მისი აქტივისტური საქმიანობა და ხელისუფლების კრიტიკა იყო ის მახასიათებლები, რის საფუძველზეც იგი უარყოფითად იქნა წარმოჩენილი.
საბჭოს შეფასებით, მედიის მიერ განმცხადებლის მიზანმიმართული დაკავშირება ძალადობასთან და დესტრუქციულ ქმედებებთან, სათანადო მტკიცებულებების გარეშე, აძლიერებს მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებებს სწორედ მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის გამო. ამგვარად, მედიაგაშუქება სცდებოდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების ფარგლებს და ქმნიდა გარემოს, სადაც განმცხადებელი მისი პოლიტიკური პოზიციის, ხელისუფლების კრიტიკისა და აქტივისტური საქმიანობის ნიშნით სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის ობიექტად იქცა.
მოცემულ მასალებში ჟურნალისტები თავად იყვნენ დისკრიმინაციის წამახალისებლები, მათ განმცხადებელი აქციეს სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტად, რითაც ისინი წინააღმდეგობაში მოდიან მათ სოციალურ პასუხისმგებლობასთან - მედიის ვალია, არ გაამძაფროს დისკრიმინაციული ფონი და საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური განწყობებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს არ უცდიათ თავიდან აეცილებინათ ისეთი ნარატივის გაძლიერება, რომელიც განმცხადებლის სტიგმატიზაციას იწვევდა. შედეგად, მედიაგაშუქებამ ხელი შეუწყო მის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბებას. ეს დისკრიმინაციული ეფექტი კი უკავშირდებოდა არა მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს, არამედ იმასაც, რომ განმცხადებელი გამოირჩა და სამიზნედ იქცა მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ადგენს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა, რომელმაც განათავსა სადავო ვიდეო და სტატია, იცოდა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ ტელეკომპანია „იმედს“ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორისა და სანდოობის დასასაბუთებლად არანაირი წყარო არ მიუთითებია. ამასთან, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმავე დღეს, რამდენიმეწუთიანი სხვაობით, გამოაქვეყნეს სხვა მოპასუხე მედიასაშუალებებმაც.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობა ასევე არის პირველი პრინციპის დარღვევის დადგენა. სადავო მასალებში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
საბჭო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მედიასაშუალებებმა ია ფარულავა მტკიცებით ფორმაში წარმოაჩინეს როგორც ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი და პირი, რომელიც უცხო ქვეყნებიდან იღებდა მითითებებს მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად. ამავდროულად, საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არცერთი მტკიცებულება, წყარო, ოფიციალური დოკუმენტი ან სხვა ფაქტობრივი საფუძველი, რომელიც ამ ბრალდებებს დაადასტურებდა და მათზე არც თავად მედიასაშუალებებს მიუთითებიათ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტებს არც უცდიათ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელ წყაროებთან და არც თავად ია ფარულავას პოზიციის მოპოვება.
ეს გარემოებები საბჭოს აძლევს დასაბუთებულ საფუძველს ივარაუდოს, რომ მედიასაშუალებები განზრახ მოქმედებდნენ, იმ მოტივით, რომ მოეხდინათ განმცხადებლის დისკრედიტაცია, წარმოეჩინათ ის ნეგატიურად, უარყოფით კონტექსტში, გაეღიზიანებინათ მაყურებლი/მკითხველი და მათში აგრესიული განწყობები გაეღვივებინათ.
საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმავე დღეს, დროის მოკლე ინტერვალში, თითქმის იდენტური ფორმულირებებით გაავრცელეს სხვა მოპასუხე მედიასაშუალებებმაც.
მოპასუხე მედიების მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ისინი ხშირად მონაწილეობენ ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული მასალების კამპანიურ გავრცელებაში. ეს მათი ქმედებების განზრახულობას კიდევ უფრო განამტკიცებს და წარმოაჩენს, რომ მათი ასეთი ქმედება წინასწარ განზრახული საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილია და არა გადაუმოწმებელი ინფორმაციის უნებლიე გავრცელება.
ამდენად, ინფორმაციის გავრცელების კოორდინირებული და კამპანიური ხასიათი, მტკიცებულებების არარსებობა, ინფორმაციის გადამოწმების მცდელობის არქონა და მძიმე ბრალდებების გადაუმოწმებლად, კატეგორიული ფორმით გავრცელება, საბჭოს შეფასებით, სცდება პროფესიული დაუდევრობის ფარგლებს და ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს ფაქტების განზრახ დამახინჯების შესახებ. შესაბამისად, საბჭო ადგენს, რომ მოპასუხე ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები დაარღვიეს.
20 თებერვალი, 2026 წელი
საქმე N 810
საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე
საბჭოს წევრები: თიკო დავაძე, ნანა ბიგანიშვილი, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თემო ინასარიძე, ლელა დუმბაძე, ნათია ამირანაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ნინო დათაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალა, რომელშიც საუბარია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კონფლიქტზე მასსა და სასამართლოს მანდატურებს შორის, იყო არაზუსტი, ღირსების შემლახველი, გადაუმოწმებელი და დისკრიმინაციული.
მოპასუხე ჟურნალისტად სიუჟეტის ავტორი გიორგი აბაზაძე განისაზღვრა.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ნინო დათაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი, იურისტი თამარ გაბოძე.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია განცხადებასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალა არაზუსტი და მანიპულაციურია. მისი პოზიციით, მთავარი უზუსტობა გამოიხატება იმაში, რომ განმცხადებლის სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩანაწერი “ფსიქო-ემოციური ლაბილობა” ჟურნალისტმა წარმოაჩინა როგორც ფსიქიკური პრობლემა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული სიუჟეტი ემსახურება ნინო დათაშვილის მოძალადე და ფსიქიკურად არამდგრად ადამიანად წარმოჩენას.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და მიიჩნია, რომ არაზუსტია ფსიქო-ემოციური ლაბილობის, როგორც ფსიქიკური დაავადების წარმოჩენა.
საბჭო მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს, დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.
მოპასუხე ჟურნალისტმა სადავო მასალაში აჩვენა სამედიცინო დოკუმენტაციის ფრაგმენტი (ერთ-ერთი ფორმა 100) ნინო დათაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, სადაც იყო ჩანაწერი “ფსიქო ემოციური ლაბილობა”.
ჟურნალისტმა სიუჟეტი დააფუძნა ამ დოკუმენტზე და მანიპულაციურად, გადაუმოწმებლად, სპეციალისტების შესაბამისი განმარტებების გარეშე, ეს ჩანაწერი წარმოაჩინა, როგორც ფსიქიკური პრობლემების დამადასტურებელი ფაქტი.
მთლიანი სიუჟეტი, ჟურნალისტის ტექსტები, შერჩეული რესპონდენტების კომენტარები ქმნის წარმოდგენას, თითქოს ფსიქო-ემოციური ლაბილობა ფსიქიკური დაავადება და დიაგნოზია. ინფორმაციის მარტივად, საჯარო წყაროებში გადამოწმებაც კი ცხადყოფდა, რომ ეს შეფასება არასწორია.
ემოციური ლაბილობა არ განიხილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პათოლოგიად ან დაავადებად, ის თავისთავად არ არის ფსიქიკური აშლილობა, არამედ მიეკუთვნება „აფექტურ მდგომარეობებთან დაკავშირებული პრობლემების“ ჯგუფს.
სადავო მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა და მინიმალური ძალისხმევა, რომ იგი შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას და მაყურებლამდე მის მიტანას ამომწურავად.
სადავო მასალა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაციის გადამოწმება და აუდიტორიის სწორად ინფორმირება ჟურნალისტის მიზანი არც ყოფილა. სიუჟეტი შეიცავს მანიპულაციურ ელემენტებს და ცდილობს ნინო დათაშვილის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისა და პროტესტში ჩართული პირის, დისკრედიტაციას.
სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: “არსებობს ვიდეოკადრები და არის სამედიცინო ცნობა, თუმცა ნინო დათაშვილს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად წარმოაჩენენ.” ამას თან ერთვის კადრები, სადაც ასახულია სასამართლოს მანდატურთან ნინო დათაშვილის დაპირისპირება.
საბჭოს შეფასებით, სიუჟეტში, სასამართლოში განმცხადებელსა და მანდატურებს შორის კონფლიქტი არასრულად, მიკერძოებულად და საერთო შინაარსის დამახინჯებით არის ნაჩვენები. შერჩეული ფრაგმენტები არ ასახავს დაპირისპირების დასაწყისს, არ აღწერს სურათს ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც აუდიტორიის უპატივცემულობაა და საბჭომ სიზუსტის დარღვევად მიიჩნია.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, ინფორმაცია მინიმუმ ორ დამოუკიდებელ წყაროსთან უნდა გადამოწმდეს და, მნიშვნელოვანია, სიუჟეტში მისი ადრესატის პოზიცია აისახოს.
სადავო მასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტი ცდილობს განმცხადებლის ინტერესების დამცველთან, თამარ გაბოძესთან, დაკავშირებას, თუმცა ის პასუხობს, რომ დრო არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში, სიუჟეტში ნაჩვენები მხარის წარმომადგენელთან დაკავშირების მცდელობა არ მიიჩნევა საკმარისად. საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა მეორე მხარის პოზიციის წარმოსაჩენად, მაშინ როდესაც საქმე მის პერსონალურ ინფორმაციას, სამედიცინო დასკვნას ეხება.
ჟურნალისტს შეეძლო ნინო დათაშვილის უფლებადამცველების საჯარო განცხადების ფრაგმენტების გამოყენება, სადაც დათაშვილის მხარე მედიასთან განმარტებას აკეთებდა ამ საკითხზე.
ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს მსგავს შემთხვევაში, კომენტარზე უარის თქმის მიუხედავად, სიუჟეტში წამოჭრილ თემაზე მხარეების პოზიციების საზოგადოებამდე მისატანად.
ვინაიდან ჟურნალისტი მასალას ამზადებს აუდიტორიისთვის, მისი მთავარი
მიზანი არა მხოლოდ მხარეთა შორის ფორმალური ბალანსის დაცვა, არამედ
საზოგადოების უკეთ ინფორმირება უნდა იყოს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი, გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელია, რაც არ შეესაბამება ქარტიის პირველი პრინციპის სტანდარტს.
მეშვიდე პრინციპი
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “აღნიშნულ სიუჟეტში ნინო დათაშვილი, რომელიც არ არის ლოიალური ძალაუფლებაში მყოფი პარტიის მიმართ, გამოყვანილია როგორც მოძალადე, ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანი და რადიკალი.”
მისი აზრით, სიუჟეტი ნინო დათაშვილის მიმართ მაყურებლის ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება და არის “ადამიანის დეჰუმანიზაციის პროცესის ნაწილი, რისი საბოლოო მიზანია ყველა განსხვავებულად მოაზროვნის დევნა და მხოლოდ მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური პირების დარჩენა ამ ქვეყანაში.”
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გიორგი აბაზაძის სიუჟეტები
დისკრიმინაციულია.
აღნიშნული პრინციპი ავალდებულებს ჟურნალისტს, ყველაფერი იღონოს დისკრიმინაციის ანდა დისკრიმინაციის წახალისების წინააღმდეგ, არ შეუწყოს ხელი სტიგმის გაძლიერებასა და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას.
ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერი სიუჟეტში მანიპულაციურად არის დაკავშირებული მის ქმედებებთან და არის ერთგვარი მინიშნება, რომ ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ საჯაროდ აქტიურობს, არის ფსიქიკური დიაგნოზის მატარებელი.
განსახილველი სიუჟეტი არის ერთგვარი მინიშნება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მოძალადეები არიან.
საბჭოს პოზიციით, სიუჟეტში ნინო დათაშვილის სამედიცინო დასკვნაზე
აპელირებით, მისი როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანად
წარმოჩენით და ამის სასამართლოში ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილი
აქვს დისკრიმინაციას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
ნიშნით.
მაშინ, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ სტიგმაა ქართულ საზოგადოებაში, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მისი როლი ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას. ის უნდა იაზრებდეს, რომ აქვს შესაძლებლობა, გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და თავიდან უნდა აირიდოს ისეთი ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გავრცელება, რომელიც აძლიერებს დისკრიმინაციას და სტიგმას.
ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
მეათე პრინციპი
“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტი შეიცავდა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას, რაც უხეშად არღვევს ნინო დათაშვილის უფლებებს და არის ჩარევა მის პირად ცხოვრებაში.
ამ პრინციპის ფარგლებში ქარტიის საბჭო მსჯელობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობაზე, ამგვარი ინტერესის გარეშე კი პერსონალური ინფორმაციის გავრცელება პირად ცხოვრებაში შეჭრაა.
მოცემულ შემთხვევაში, ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ ნინო დათაშვილის, როგორც აქტივისტის, საჯარო პირის, მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი და მისი საქმის დეტალებისადმი მედიის ინტერესს არ მიიჩნევს მის პირად ცხოვრებაში შეჭრად.
ასევე, საბჭომ შეაფასა ჟურნალისტის მიერ დათაშვილის სამედიცინო ინფორმაციის გავრცელება ამ პრინციპთან მიმართებაში.
საბჭომ ვერ დაინახა დარღვევა სიუჟეტში სამედიცინო დასკვნის გავრცელებაში, ვინაიდან ეს ინფორმაცია თავად ნინო დათაშვილის უფლებადამცველ ორგანიზაციას საჯაროდ ჰქონდა გამოქვეყნებული სიუჟეტის მომზადებამდე და მისმა წარმომადგენლებმა ამ დოკუმენტის შესახებ მანამდე საჯაროდ ისაუბრეს ჟურნალისტებთან. სიუჟეტის მომზადების დროისთვის, დათაშვილის აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტი უკვე საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, გასაჯაროებული მეორე, დათაშვილის, მხარის მიერ. თუმცა, ასეთი შემთხვევებისთვის საბჭო გასცემს რეკომენდაციას, რომ როდესაც კონკრეტული, სენსიტიური ინფორმაცია გავრცელებულია ადამიანთა მცირე ჯგუფებს შორის, პასუხისმგებლიანმა მედიამ, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს, მისი გასაჯაროებისას იმოქმედოს უფრო მაღალი სტანდარტით და, უმჯობესია, დაფაროს ყველა პერსონალური, მათ შორის, სამედიცინო ინფორმაციის შემცველი მონაცემი, და ისე გამოაქვეყნოს ის.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, განმცხადებელმა საბჭო დაარწმუნოს, რომ მოპასუხე ჟურნალისტი კონკრეტული განზრახვითა და მოტივით მოქმედებდა.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა საბჭოს ვერ წარმოუდგინა შესაბამისი მტკიცებულება, რაც მოპასუხე ჟურნალისტის განზრახვას და ქმედების კამპანიურობას დაადასტურებდა. შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა სადავო სიუჟეტში მე-11 პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები. ქარტიის საბჭომ არ დაადგინა მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევა.
20 ოქტომბერი, 2025 წელი
საქმე N 809
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ირაკლი მსხილაძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინო გელაშვილი.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ნადარეიშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანიის “იმედი” სოციალური ქსელის (ფეისბუკის) გვერდზე, 2025 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი, რომელიც თითქოს ბაჩო ახალაიას (განმცხადებლის მეუღლის) და პაატა ბურჭულაძის საუბარს შეიცავდა, არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.
მოპასუხე მხარედ განისაზღვრა ტელეკომპანიის “იმედი” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ დაადგინა სადავო მასალის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტის ან ჟურნალისტების ვინაობა.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი ანა ნადარეიშვილი.
მოპასუხე, ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტები, სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია საბჭოსთვის არც წერილობით წარმოუდგენიათ.
ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
განმცხადებლის პოზიცია:
განმცხადებლის განმარტებით, ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტებმა დაარღვიეს
ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან მტკიცებით ფორმაში, გადამოწმების გარეშე, გაავრცელეს მძიმე შინაარსის აუდიო ჩანაწერი, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წევრი, ბაჩო ახალაია და მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო, საუბრობენ აქციაზე არეულობის მოწყობასა და მსხვერპლზე. სოციალურ ქსელში განთავსებული აუდიო ჩანაწერის აღწერაში არ არის მითითებული, რომ ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე საუბრის მონაწილეები სავარაუდოდ არიან. ასევე, მათთვის არ მიუციათ ჩანაწერთან დაკავშირებით პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა. ანა ნადარეიშვილის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგაც კი, როცა მან საპასუხოდ, სოციალურ ქსელში (ფეისბუკზე) დაწერა, რომ ჩანაწერი იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ყალბი, ტელეკომპანიიდან არავინ დაკავშირებია.
განმცხადებელი სადავოდ მიიჩნევდა ქარტიის მე-3 პრინციპს (ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია), ვინაიდან ფიქრობდა, რომ აუდიო ჩანაწერი “იმედში” შეიქმნა და არავითარი სხვა წყარო არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც საქმის განხილვისას ანა ნადარეიშვილმა აღნიშნული პრინციპის დეტალური განმარტება მოისმინა, მე-3 პრინციპი მოხსნა.
განმცხადებლის მტკიცებით, “იმედის” მიერ ძალიან მძიმე, ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული შინაარსის, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი იყო ბაჩო ახალაიას პოლიტიკური დისკრიმინაცია, რითიც დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
მოპასუხე მედიაორგანიზაციის პოზიცია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, უცნობია.
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.
ტელეკომპანიის “იმედი” სოციალური მედიის გვერდზე გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ ჩანაწერი ასახავს ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარს.
“იმედმა” ეს აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა 2025 წლის 4 ოქტომბერს, როცა პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ამ ფონზე “იმედმა” გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, სადაც მათი თქმით, ბაჩო ახალაია და იმ დროისთვის უკვე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ვითარების ხელოვნურად ესკალაციას, ახალგაზრდებისთვის იარაღის დარიგებას, სისხლისღვრასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავენ.
საქმის განხილვისას, ანა ნადარეიშვილმა საბჭოს განუმარტა, რომ ამ აუდიოსთან დაკავშირებით, მის მეუღლეს და მას “იმედის” ჟურნალისტები არ დაკავშირებიან.
აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებისას, “იმედის” ჟურნალისტებმა აუდიტორიას არ მიაწოდეს ინფორმაცია, სცადეს თუ არა ბაჩო ახალაიასთან დაკავშირება. მასალაში არც პაატა ბურჭულაძის ადვოკატთან, ან მის წარმომადგენელთან დაკავშირების, ან ინფორმაციის დაზუსტების მცდელობა ჩანს.
“იმედმა” სადავო აუდიო ჩანაწერი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი, ისე, რომ არ დაიცვა ფაქტის გადამოწმების ელემენტარული სტანდარტი.
ინფორმაცია არ არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს.
გამოქვეყნებული მასალის თანმხლებ ტექსტში არ არის აღწერილი, რა გზას მიმართეს ჟურნალისტებმა ამ აუდიოს ნამდვილობის გადასამოწმებლად მის გამოქვეყნებამდე. არ ჩანს გადამოწმების მცდელობაც კი, მაშინ როცა საქმის განხილვისას საბჭოს წევრებმა გაარკვიეს, რომ ასეთი აუდიო ჩანაწერების მონტაჟის, ფალსიფიცირების, გენერირების კვალის აღმომჩენი რამდენიმე ტექნიკური საშუალება არსებობს, მათ შორის პროგრამები, რომლებიც აუდიოს შემოწმებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. “იმედის” ჟურნალისტს შესაძლებლობა ჰქონდა, მასალის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებამდე, ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პროდუქტის ამომცნობი ინსტრუმენტებით შეემოწმებინა, მაგრამ აუდიოჩანაწერის წარდგენაში არც ეს მცდელობა ჩანს. “იმედის” ჟურნალისტები ვალდებულნი იყვნენ, აუდიტორიის უკეთ ინფორმირებისთვის, მის მიმართ პატივისცემის გამოჩენისთვის გამოეყენებინათ ყველა შესაძლო ხერხი ინფორმაციის გადასამოწმებლად.
კარგი ჟურნალისტური სტანდარტით ეს ვალდებულება ძლიერდება, როცა
გავრცელებული მედია პროდუქტის მიხედვით კონკრეტული პირები სისხლის
სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენაში არიან მხილებულები.
განსახილველ შემთხვევაში აუდიო ჩანაწერის შინაარსით, შესაძლოა,
საუბრის ფიგურანტების მხრიდან ადგილი ჰქონოდა სახელმწიფოს და
საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლის წესით დასჯად
ქმედებებს. ასეთი შინაარსის მასალის გამოქვეყნებისას მედია
განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს.
ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა არც საუბრის შესაძლო ფიგურანტების
მიმართ დაარღვიოს სიზუსტის პრინციპი და არც აუდიტორიას მიაწოდოს
გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც ამ მასალის შემთხვევაში არ ჩანს და
ეს, ცალსახად, აუდიტორიის უპატივცემულობას, მაყურებლის ინტერესების
უგულვებელყოფას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, “იმედის” ჟურნალისტებმა არ დაიცვეს ეთიკური ჟურნალისტიკის ელემენტარული წესები, გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს ისეთ დროს და ისეთი ფორმით, რაც საბჭოს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ქმედება მიმართული იყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, ქუჩაში პროტესტისთვის გამოსული ადამიანთა ჯგუფის დისკრედიტაციისკენ და ემსახურებოდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდას, რასაც “იმედი” უკვე წლებია აკეთებს და ეს ქარტიის საბჭოს არაერთ გადაწყვეტილებაშია აღწერილი.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, “იმედის”
არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს სიმართლეს,
საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.
მეშვიდე პრინციპი
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერით დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, დისკრიმინაცია.
განმცხადებელმა ანა ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია “იმედი” ხშირად უძღვნის სიუჟეტებს ბაჩო ახალაიას, სადაც ის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენელი, გამოყვანილია სასტიკ ადამიანად და ბინძური საქმეების შემსრულებლად.
განმცხადებლისვე განმარტებით, იმედის მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ის იყო, რომ უმძიმესი შინაარსის აუდიო ჩანაწერის დაჯერება, რომლის ფიგურანტი ბაჩო ახალაიაა, მედიასაშუალების აუდიტორიისთვის ადვილი იქნებოდა, ხალხს მის მიმართ კვლავ აგრესიულად განაწყობდა და გამოიწვევდა ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ დისკრიმინაციას.
ამასთანავე, ანა ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ თავად “ნაციონალური მოძრაობის” წევრია და ღიად აქვს გაცხადებული პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. “ქართული ოცნების” პროპაგანდა კი “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ პარტიისა თუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ხელმძღვანელ პირებს წარმოაჩენს, როგორც ბოროტ ძალას, რომელიც მუდმივად უქმნის საფრთხეს ქვეყნის მოსახლეობას.
განმცხადებლის მტკიცებითვე, “იმედის” მიერ გამოქვეყნებული მედიაპროდუქტი მისი და მისი მეუღლის, მათი როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ოჯახის, დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად, რასაც მიაღწია კიდეც.
განმცხადებლის მტკიცებით, “იმედის” მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის უარყოფითი გავლენა აისახა მისი ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც პოლიტიკასთან არანაირად არ არიან დაკავშირებული.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტებმა, იმით, რომ არაფერი იღონეს უმძიმესი შინაარსის ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად, არ მისცეს შანსი საუბრის ფიგურანტებს, პასუხი გაეცათ ბრალდებებზე, უთანასწორო პირობებში ჩააყენეს ისინი, მოექცნენ უსამართლოდ, ხელი შეუწყეს მათ დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას.
განმცხადებლის პოზიციით, რომელიც საბჭომ გაიზიარა, ბაჩო ახალაიას სახელი პირდაპირ ბმაშია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ამ აუდიო ჩანაწერში მისი, როგორც ფიგურანტის წარმოჩენა ახდენდა “ნაციონალური მოძრაობის” და თავად ბაჩო ახალაიას პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციას.
საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მხრიდან ასეთი ინფორმაციის
გადაუმოწმებლად გამოქვეყნებამ ხელი შეუწყო ბაჩო ახალაიას, მისი ოჯახის
და “ნაციონალური მოძრაობის” დისკრიმინაციას და მათ მიმართ სტიგმის
გაძლიერებას.
განმცხადებლის განმარტებით, ამ მასალის გამოქვეყნებას მოჰყვა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ საჯარო სივრცეში სიძულვილის შემცველი განცხადებების გავრცელება, რითიც “იმედმა” ხელი შეუწყო მისი მეუღლის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი ხელისუფლების წევრის და მისი როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დისკრიმინაციას.
ქარტიის მეშვიდე პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, ყველაფერი იღონოს ვინმეს მიმართ დისკრიმინაციის ანდა დისკრიმინაციის წახალისების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში “იმედის” ჟურნალისტების მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია გახდა დისკრიმინაციის წამხალისებელი.
“იმედის” მიერ გამოქვეყნებული მედიაპროდუქტის შედეგად კი განმცხადებლის ოჯახი სიძულვილისა და აგრესიის სამიზნე გახდა (აუდიოჩანაწერს სიძულვილის ენის შემცველი ათეულობით კომენტარი ახლდა), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარტიის მე-7 პრინციპს, დისკრიმინაციის ზიანის პრევენციას.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” მიერ აღნიშნული აუდიო ჩანაწერის ამ ფორმით გამოქვეყნებამ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის და სტიგმატიზაციის წახალისება გამოიწვია, რითიც ქარტიის მე-7 პრინციპი, დისკრიმინაცია დაირღვა.
სარეზოლუციო ნაწილი
“იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, და მეშვიდე პრინციპები.
27 ივნისი, 2025 წელი
საქმე N 789
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ ზაზაძე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ტელეკომპანია “პირველმა” და მისმა ჟურნალისტებმა. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ გადაცემაში, რომელიც ტელეკომპანია “სეზონი TV”-ს ეთერში 2025 წლის 10 ივნისს გავიდა, წამყვანებმა ეთიკური პრონციპები დაარღვიეს.
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები ნიკოლოზ მჟავანაძე და დიტო ჩუბინიძე.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლების წარმომადგენლები, იურისტები თორნიკე მიგინეიშვილი და ქეთევან ქველაძე.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, საბჭოსთვის არც წერილობით წარმოუდგენიათ საკუთარი პოზიცია.
სამოტივაციო ნაწილი:
განმცხადებლების პოზიცია:
• პირველი პრინციპის დარღვევა - ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში აჟღერებენ ისეთ ფრაზებს, რომლებიც არ არის დადასტურებული. საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში აწვდიან ფაქტებს, რათა ჟურნალისტები ამორალურ მოქმედებებში ამხილონ, აწვდიან ინფორმაციას მაყურებლებს, რომ თანხის სანაცვლოდ ჟურნალისტები ახორციელებენ კონკრეტულ მოქმედებებს, როგორც პროფესიული ნიშნით, ასევე მის გარეთ.
დადასტურებულად, ჟურნალისტების სამუშაო ადგილს მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი არსებითი სახელით, რაც განსაზღვრავს ფაქტს, რომელიც არ არის სიმართლე.
• მეშვიდე პრინციპის დარღვევა - თითოეული სიტყვა, რომელიც ჟურნალისტების (წამყვანების) მიერ გაკეთდა, მარტივად არის აღსაქმელი რომ არის შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული (გენდერის ნიშნით).
წამყვანები, მარიამ გაფრინდაშვილს, ნანა ქაჯაიასა და ნატალიას ქაჯაიას, როგორც ქალ ჟურნალისტებს ესხმიან თავს საკუთარი შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ასეთ დროს კი არა თუ ემიჯნება რომელიმე წამყვანი (ჟურნალისტი) ამ ფრაზებს, არამედ მხარს უჭერს მას და ავრცობს.
• მეათე პრინციპის დარღვევა - მიუხედავად იმისა, რომ წამყვანების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან არცერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს, უნდა აღინიშნოს, რომ ცილისწამებლური განცხადებების ფონზეც კი, უმრავლესობა მათგანი განცხადებებისა ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას. მართალია, ისინი არ შეესაბამებიან რეალობას, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალისტები (წამყვანები) ცდილობენ, რომ მომჩივნების პირადი ცხოვრება განიხილონ პირდაპირ ეთერში ამ ადამიანების ჩართულობისა და თანხმობის გარეშე. ამას ადასტურებს თავად წამყვანის მიერ გაკეთებული განმარტებაც - „ხალხო, ასე ღიად ნუ გამოიტანთ პირად ცხოვრებას, ცოტა ისე, დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი“.
• მეთერთმეტე პრინციპის დარღვევა - ყველა ზემოხსენებული (წამყვანების მიერ გაკეთებული) განცხადება შეიცავს ცილისწამებას, ფაქტის განზრახ დამახინჯებას, რათა მომხდარიყო ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების დისკრედიტაცია, მათი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. იმ რეალობაშიც კი, რომ წამყვანი ახსენებს 30 000 ლართან დაკავშირებით არსებობს ჩანაწერი, სადაც პირდაპირ ასახელებს თანხასაც თემურ ჭყონიაო, არის სიცრუე. წამყვანებს და ტელევიზიის ჟურნალისტებს, არცერთხელ არ დაუკავშირდა არც წამყვანები და არც მედიის წარმომადგენლები ფაქტის გადამოწმების
მიზნით. ხელოვნურად შექმნილ ჩანაწერშიც კი ბატონი თემურ ჭყონია თავად არ ასახელებს თანხას და უკვე მტკიცებით ფორმით ჟურნალისტს აქვს საუბრისას წამყვანი როლი. ანუ, არცერთი ფაქტი არც ტელეკომპანია “პირველთან” და არც ჟურნალისტებთან არ გადაუმოწმებიათ წამყვანებს ან/და ტელევიზიას. რა თქმა უნდა, არაფერს ვამბობთ დამახინჯებულად მიწოდებულ ფაქტებზე ჟურნალისტებისა და ბატონი თემურ ჭყონიას რაიმე სახის ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც, გარდა იმისა რომ არის ცილისწამება,
არის ყოვლად ამორალური და არღვევს საზოგადოებაში დამკვირდებულ პატივისცემის წესებს.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, განსახილველ გადაცემაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭო პირველი პრინციპის დარღვევას სადავო გადაცემაში ორი მიმართულებით ადგენს.
პირველი: გადაცემის ავტორებმა, როგორც დადასტურებული ფაქტი, ისე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონია ტელეკომპანია “პირველის” იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ქარტიას მომართეს, 30-30 ათას ლარს ხელფასს უხდის. ეს ინფორმაცია გაავრცელეს კონკრეტული, სანდო, გადამოწმებული მტკიცებულებების გარეშე.
მეორე: გადაცემის წამყვანებმა დაარღვიეს აუცილებელი ჟურნალისტური სტანდარტი, ბალანსის ვალდებულება.
ეთიკური
პრინციპების
მიხედვით,
ნებისმიერი
ჟურნალისტი
ვალდებულია,
მის
ჟურნალისტურ
პროდუქტში,
ეს
იქნება
სიუჟეტი
თუ
საავტორო
გადაცემა,
მაქსიმალურად
შეეცადოს
ამბის
მონაწილე
მხარეების
პოზიციების
წარმოჩენას.
სადავო
გადაცემის
წამყვანებმა
დიტო
ჩუბინიძემ
და
ნიკოლოზ
მჟავანაძემ,
მტკიცებით
ფორმაში
ისე
ისაუბრეს
ჟურნალისტების
მიერ
ბიზნესმენ
ჭყონიასგან
თანხის
აღების
შესახებ,
რომ
არც
ჭყონიას
და
არც
ბრალდებული
ჟურნალისტების
პოზიცია
ეთერში
არ
გაუჟღერებიათ.
ქარტიის საბჭომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მხარეთა შორის ბალანსი, საპასუხო კომენტარის უფლების რეალიზება აუცილებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირს მედია უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს ანდა კონკრეტულ ბრალს უყენებს.
განსახილველ
შემთხვევაში
გადაცემის
წამყვანებმა
ჟურნალისტები
ეთიკური
და
კანონით
დადგენილი
წესების
დარღვევაში
ღიად
დაადანაშაულეს
და
არც
პასუხის
საშუალება
მისცეს
და
სადავო
გადაცემაში
არც
მათ
მიერ
ამ
საკითხზე
ღიად
გაცხადებული
პოზიციები
ასახეს.
ამ
ქმედებებით
გადაცემის
წამყვანებმა,
პირველ
რიგში,
პატივი
არ
სცეს
სიზუსტეს,
ასევე,
გადაუმოწმებელი
ინფორმაციის
გავრცელებით
პატივი
არ
სცეს
საკუთარ
აუდიტორიას,
რაც
ცალსახად
ქარტიის
პირველი
პრინციპის
დარღვევაა.
მეშვიდე პრინციპი
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გადაცემის წამყვანებმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიტო ჩუბინიძემ მოახდინეს მათი დისკრიმინაცია გენდერის ნიშნით. წამყვანებმა ეთერში გაჟღერებული გამონათქვამებით მოახდინეს მათ, როგორც ქალი ჟურნალისტების, მიმართ დისკრიმინაციის წახალისება.
ქარტიის
საბჭო
მიიჩნევს,
რომ
გადაცემის
წამყვანებმა
დაარღვიეს
ქარტიის
მე-7
პრინციპი.
წამყვანების
გამონათქვამების
ნაწილი
იყო
დისკრიმინაციული
განმცხადებელი
ქალი
ჟურნალისტების
მიმართ:
„მაგათი
საგზური
ის
არის,
რომ
სადღაც
ექნება
ბუნაგი
მოწყობილი
და
იქ
გააფორმებს“,
„ამ
30 000
ლარად
აქვს
ნაყიდი,
ეს
ახალგაზრდა
გოგონები
აქვს
ნაყიდი
ბატონ
ელტონ
ჭყონიას“,
„რაც
შეეხება
ამ
გოგონებს,
ელტონის
გოგოშკებს“,
„მამაშენს
რომ
გაეგო
ნანუკა,
რომ
შენ
მამის
ტოლა
კაცი
30 000
ლარს
გაძლევს,
რომ
იმის
შემდგომ
მოიქცე
ისე,
როგორც
იქცევი.
ანუ
გახდე
ელტონის
პუტანკა,
რა
ჭკუაზე
დადგებოდა?“
„ჩაგცხრილავდა
და
იქნებოდი
კიდეც
ჩასაცხრილი“,
„სამარცხვინოები
ხართ
თქვენ“,
„კაცი
იძახის,
ხომ?
თანხაც
დაასახელა
30 000“, „დოლარიც
თამაშობს
და
ესენიც
ათამაშებენ“,
„ამდენი
ახალგაზრდა
ქალბატონის
გაძლება
ძალიან
რთულია,
თან
ენერგიული
ქალბატონების“,
„ხალხო,
ასე
ღიად
ნუ
გამოიტანთ
პირად
ცხოვრებას,
ცოტა
ისე,
დახურული
მაინც
გახადეთ
ეს
ყველაფერი.
წამყვანების ზემოთ აღწერილი ფრაზები დისკრიმინაციულია და ამგვარი ფრაზების სოციალური მედიით გავრცელება ახალისებს დისკრიმინაციას განმცხადებელი ქალი ჟურნალისტების მიმართ, რაც განმცხადებელების მიერ ქარტიის საბჭოსთვის წარმოდგენილი კომენტარების სქრინებითაც დასტურდება.
ეთიკური
პრინციპები
ავალდებულებს
ჟურნალისტებს,
არათუ
თავად
არ
მოახდინონ
ვინმეს
რაიმე
ნიშნით
დისკრიმინაცია,
არამედ
გაემიჯნონ
დისკრიმინაციის
გამოვლინებას
საკუთარ
მედია
პროდუქტებში
და
არ
მოახდინონ
დისკრიმინაციის
რაიმე
ფორმის
წახალისება.
განსახილველ
შემთხვევაში,
სადავო
გადაცემის
წამყვანებმა
ეთერში
გავრცელებული
საკუთარი
გამონათქვამებით
თავად
მოახდინეს
ტელეკომპანია
“პირველის”
ქალი
ჟურნალისტების
დისკრიმინაცია,
რაც
მე-7
პრინციპის
დარღვევაა.
მეათე პრინციპი
“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
მთელი გადაცემის განმავლობაში წამყვანები აკეთებდნენ განცხადებებს საკითხებზე, რომლებიც დაზუსტებული და არადისკრიმინაციულიც რომ ყოფილიყო, მაინც წარმოადგენდა განმცხადებელი ჟურნალისტების პირად ინფორმაციას. გადაცემის წამყვანები აკეთებდნენ მინიშნებებს ქალი ჟურნალისტების პირად ცხოვრებაზე.
„ხალხო, ასე ღიად ნუ გამოიტანთ პირად ცხოვრებას, ცოტა ისე, დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი“, - თქვა ერთ-ერთმა წამყვანმა გადაცემაში ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების მისამართით, მანამდე გაჟღერებული პირადი სახის ინფორმაციის შეჯამებისას.
ეთიკური პრინციპების შესაბამისად, ჟურნალისტმა მხოლოდ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.
განსახილველ შემთხვევაში, გადაცემის წამყვანები საუბრობდნენ განმცხადებელი ჟურნალისტების პირადი, შესაძლო ინტიმური ურთიერთობების შესახებ ისე, რომ არ არსებობდა ამ თემის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. ეს იყო წამყვანების მხრიდან უხამსი ჭორაობის ფაქტი და არ ემსახურებოდა აუდიტორიის ინფორმირებას.
გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია ქარტიის მე-10 პრინციპიც.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო გადაცემაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
საბჭო
მე-11
პრინციპზე
მსჯელობისას,
ყოველთვის
იკვლევს
მოტივს
და
ჟურნალისტის
განზრახვას.
გადაცემის შესწავლის შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ წამყვანებმა წინასწარი განზრახვით, გადამოწმების მცდელობის გარეშე გაავრცელეს განმცხადებლების მიმართ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
თემურ
ჭყონიას
მიერ
ტელეკომპანია
“პირველის”
ჟურნალისტებისთვის
30
ათას
ლარიანი
ხელფასის
გადახდის
შესახებ
ინფორმაცია
თავდაპირველად
POSTV-მ
გაავრცელა
(6
ივნისს).
(ქარტიამ
განიხილა
ამავე
თემაზე
POSTV-ს
მიერ
მომზადებული
სიუჟეტი
და
ეთიკური
პრინციპების
დარღვევა
დაადგინა)
გავრცელებული
ინფორმაცია
მალევე
საჯაროდ
უარჰყვეს
ტელეკომპანია
“პირველის”
ჟურნალისტებმა.
სადავო
გადაცემა
ეთერში
2025
წლის
10
ივნისს
გავიდა.
ამ
დროისთვის
ამ
თემას
უკვე
სოციალურ
ქსელში
ბევრი
გამოხმაურება
ჰქონდა
და
გადაცემის
წამყვანებს
შესაძლებლობა
ჰქონდათ,
გაცნობოდნენ
ინფორმაციას,
რომ
ტელეკომპანია
“პირველის”
წარმომადგენლები
ჭყონიასგან
ხელფასის
მიღებას
უარყოფდნენ.
მიუხედავად
ამისა,
გადაცემის
წამყვანებმა
ისე
გააჟღერეს
განმცხადებლების
მიმართ
ბრალდებები,
რომ
საკუთარ
მაყურებელს
არ
გააცნეს
ტელეკომპანია
“პირველის”
ჟურნალისტების
პოზიცია.
საბჭო
მიიჩნევს,
რომ
ეს
იყო
გადაცემის
წამყვანების
განზრახვა
და
არა
უნებლიე
ჟურნალისტური
შეცდომა.
გადაცემის
წამყვანები
ეთერში
არ
მალავდნენ
ნეგატიურ
დამოკიდებულებას
ტელეკომპანია
“პირველის”
მიმართ.
წინასწარ
განზრახვაზე,
ნეგატიურ
დამოკიდებულებაზე
მიუთითებს
მათ
მიერ
ეთერში
გაჟღერებული
ფრაზები:
„არა,
ეს
ბორდელები
უნდა
დაიხუროს“,
„პროსტიტუციის
წყაროები“,
„პირდაპირ
ეთერში
იგინებიან,
ილანძღებიან,
თქვენი
დედა,
თქვენი
ისა,
თქვენი
ესა“.
საბჭო მიიჩნევს, რომ “სეზონი TV”-ს წამყვანებმა ამ ქმედებებით დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ჟურნალისტებმა, დიტო ჩუბინიძემ და ნიკოლოზ მჟავანაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპები.
15 მაისი, 2025 წელი
საქმე N-780
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი, ნინო რამიშვილი, ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა კომლაძემ ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი ანა კომლაძე. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მასალა ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა. ის ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას ეხება და მასში განმცხადებელი “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად” არის მოხსენიებული.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ “იმედმა” მისი პოლიტიკური
კუთვნილების შესახებ არაზუსტი, მასთან გადაუმოწმებელი, ინფორმაცია
გაავრცელა.
განმცხადებლის თქმით, არასწორია მისი როგორც ოპოზიციის, მითუმეტეს რადიკალური ოპოზიციის, მხარდამჭერად წარმოჩენა.
განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ მისი ასე მოხსენიება
დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელია და რომ ის საკუთარ თავს მიაკუთვნებს
არა ოპოზიციის, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა
რიცხვს.
სადავო მასალაში არ ჩანს, გაურკვეველია, თუ რას ეყრდნობა მოპასუხე მედია ანა კომლაძის მიმართ ტერმინის “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი” გამოყენებისას. თუ “იმედის” ჟურნალისტს ჰქონდა რამე მტკიცებულება, რაც აუდიტორიას განმცხადებლის მხრიდან “რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაში” დაარწმუნებდა, ის რამე ფორმით, ფოტო-ვიდეო მასალით, თუნდაც ბმულის სახით, ასახული უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებულ მასალაში.
მაშინ როცა მედია პირს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და, “იმედის” კონტექსტით, რადიკალიზმი ცალსახად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, აუცილებელია ამ პირის პოზიციის ასახვა, მისთვის ბრალდებაზე პასუხის გაცემის შეთავაზება.
განსახილველ შემთხვევაში ასე არ მოხდა. მასალას არ ახლავს ანა
კომლაძის პასუხი, არ ჩანს კომენტარის მოპოვების მცდელობა, რაც
ცალსახად პირველი პრინციპის დარღვევაა.
ქარტიის საბჭოს არაერთხელ განუხილავს ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ ისეთი საქმე, რომელშიც ის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მოიხსენიებს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად თუ მხარდამჭერად.
როგორც გადაწყვეტილებაში საქმეზე - “ფორმულას” პროდიუსერი ნესტან (ნენე) დალაქიშვილი “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ არის აღნიშნული, ვინაიდან ანა კომლაძე საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ ახდენს იდენტიფიცირებას, როგორც “რადიკალური ოპოზიციის” ან უბრალოდ “ოპოზიციის მხარდამჭერი”, მოპასუხე მედია მასაც უნდა დაკავშირებოდა და ეს ინფორმაცია მასთან უნდა გადაემოწმებინა.
განმცხადებელი სხდომაზე სადავოდ ხდიდა ასევე “იმედის” მიერ 5 მარტს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მაშინ როდესაც გათავისუფლების ბრძანება ჯერ კიდევ არ არსებობდა და ის 14 მარტით თარიღდება. და იმ დროს იყო თეორიული შანსი, რომ რეორგანიზაციის მიუხედავად, ის სამსახურში მაინც დარჩენილიყო.
ქარტიის საბჭო ამ ნაწილში პრობლემად მიიჩნევს ინფორმაციის გადამოწმების სტანდარტს. მასალაში არ ჩანს, რას დაეყრდნო ტელეკომპანია “იმედი” ამ ინფორმაციის გავრცელებისას. ქარტიის საბჭო პირველი პრინციპის ფარგლებში აფასებს ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობას. ინფორმაციის გამოქვეყნებამდე მისი მაქსიმალური გადამოწმებით ჟურნალისტი უზრუნველყოფს აუდიტორიის უფლებას, მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო მედიაპროდუქტში არ ჩანს ჟურნალისტის მინიმალური მცდელობაც კი, გადაამოწმოს ინფორმაცია, თუნდაც მის ადრესატთან ან საჯარო დაწესებულებაში, რაც ქარტიის სტანდარტს ეწინააღმდეგება.
ამდენად, გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით ტელეკომპანია “იმედმა” დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის საბჭოს სამდივნომ ანა კომლაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა ტელეკომპანია “იმედს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას, არსებითად არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინა.
საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, მასალაში არსებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.
სადავო მასალა დღემდე ხელმისაწვდომია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ “ქარდში” გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი დაირღვა.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მედიამ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
მე-7 პრინციპზე მსჯელობისას ქარტიის საბჭო ყოველთვის იკვლევს დისკრიმინაციის ნიშანსა და საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, საბჭომ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია “იმედიმა” წაახალისა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმომწერი და გათავისუფლებული საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.
ქარტიის საბჭოს მრავალგზის აღუნიშნავს, რომ მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეთიკური პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, დაუშვებელია პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციაც.
მოცემულ მასალაში ჟურნალისტი არათუ არ გაემიჯნა დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, არამედ თავად იყო დისკრიმინაციის წამახალისებელი. ეს ნათლად ჩანს ქარდის ქვემოთ გაკეთებულ კომენტარებში და იმ ფეისბუქ-პოსტებში, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას მიუძღვნეს.
ამ ქმედებით ტელეკომპანია “იმედმა” ხელი შეუწყო არა მხოლოდ ანა კომლაძის, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების ღიად მხარდაჭერისთვის სამსახურიდან გათავისუფლებული სხვა საჯარო მოხელეების სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. ისინი სიძულვილის ენის ობიექტად აქცია, რაც სამომავლოდ შეიძლება გახდეს იმის საწინდარი, რომ ასეთმა ადამიანებმა საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავი შეიკავონ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მედია წინააღმდეგობაში მოდის თავის სოციალურ პასუხისმგებლობასთან - მედიის ვალია, არ გაამძაფროს დისკრიმინაციული ფონი და საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური განწყობებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას - რითაც არღვევს ქარტიის მე-7 პრინციპს.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო ქარდში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტი ემსახურებოდა მის განზრახ დისკრედიტაციას.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო ქარდში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპიც
დარღვეულია, რაც პოლიტიკური მოტივებით აიხსნება.
როგორც სხდომაზე ანა კომლაძემ განაცხადა, ის მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ეწინააღმდეგება ამ პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას, არის საჯარო მოხელეების მიერ გავრცელებულ პეტიციაზე ხელმომწერი და პროევროპული აქციების მონაწილე.
ქარტიის საბჭოს არაერთგზის განუხილავს ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ მსგავსი საქმეები და მისთვის არ არის ახალი “იმედის” მხრიდან აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციის მცდელობა მათი პოლიტიკური განწყობების გამო (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე - ქრისტინე ზამთარაძე თამარ ჩიკვატიას წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ისაკაძე გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - “ფორმულას” პროდიუსერი ნესტან (ნენე) დალაქიშვილი “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” მეგი ნარსავიძისა და გივი კუჭავას წინააღმდეგ).
ზემოთ მოცემული მაგალითები ადასტურებს “იმედის” მხრიდან ანა კომლაძის მსგავსი პირების განზრახ დისკრედიტაციის მცდელობებს.
მოპასუხე მედია მაქსიმალურად ცდილობს, “ქართული ოცნების” პოლიტიკის მოწინააღმდეგეები რადიკალიზმსა და ოპოზიციასთან დაკავშირებით, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.
“იმედის” ჟურნალისტმა ამ ქარდით სცადა, ანა კომლაძის კრიტიკული პოზიცია, როგორც “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერის” პოზიცია, ისე წარმოეჩინა. ამით კი ხელი შეუწყო მის დისკრიმინაციას, რაზეც მიანიშნებს “იმედის” ამ ქარდზე მომხმარებლების შეურაცხმყოფელი კომენტარების სიმრავლეც.
ამის გათვალისწინებით, საბჭომ დარღვეულად მიიჩნია ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპები დაარღვია.

27 ივნისის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა TV პირველის ჟურნალისტების, ნატალია და ნანა ქაჯაიების და მარიამ გაფრინდაშვილის, განცხადება ტელეკომპანია
“სეზონის” წამყვანების, ნიკოლოზ მჟავანაძის და დიმიტრი ჩუბინიძის, მიმართ.
სადავო მასალა “სეზონის” პირდაპირ ეთერში გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” 2025 წლის 10 ივნისს გავიდა.
განმცხადებლები დავობდნენ ქარტიის პირველი (სიზუსტე); მე-7 (დისკრიმინაცია); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომლებიც ქარტიის საბჭომ დარღვეულად მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
6 მაისი, 2025 წელი
საქმე N-782
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა იაკობ ლეჟავამ გაზეთის "საქართველოს რესპუბლიკა" მთავარი რედაქტორის სპარტაკ ქობულიას წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი იაკობ ლეჟავა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო სტატია (გვ. 8-9) თავდაპირველად ყოველკვირეულმა გაზეთმა “ასავალ-დასავალი” გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ 2025 წლის 14 თებერვალს გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკა” გადაბეჭდა (გვ. 6). სადავო სტატია არის პასუხი განმცხადებლის მიერ ე.წ. “დიფ სთეითის” შესახებ დაწერილ და გამოქვეყნებულ წერილზე, რომელშიც ის ამ ტერმინის “ასავალ-დასავალის” მიერ შემოთავაზებულ თარგმანს აკრიტიკებს.
სადავო ფრაზები:
“აქ კვლავ ტავტოლოგია მოგივიდათ, ბატონო იაკობ”;
“თუმცა, მოდით, ბატონი ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე ნუ ავიღებთ…”;
“უკაცრავად, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ იძულებული ვართ, ზემოთ დადებული პირობა - ბატონი იაკობ ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე არ ავიღებთო - ამ ერთხელ დავარღვიოთ და პატივცემულ ავტორს მივუთითოთ, რომ სიტყვა “ხმარების” უთავბოლო ხმარება ზოგჯერ ფრიად უხერხულ სიტუაციას წარმოქმნის, რის გამოც ჯობს, “ხმარების” მაგივრად “გამოყენება” იქნეს ნახმარი”;
“ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას, მაგრამ საგაზეთო პუბლიკაციიდან ეს ცოტა პორნოგრაფიულად ხომ არ ჟღერს?”;
“ასე, რომ ბატონო იაკობ, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, სიტყვა “ხმარების” ხმარებას მომავალში უფრო დაკვირვებულად და ყურადღებით მოეკიდოთ!”;
“თქვენ, ბატონო იაკობ, როგორც თავად წერთ, თავისუფლად შეგიძლიათ, მსახიობთა დასი იხმაროთ და მუსიკოსთა დასიც იხმაროთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკურად ვიხმაროთ ფარული დასი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და რომელიც არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც უთხრის ძირს!”
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობაზე საკუთარი აუდიტორიის წინაშე პასუხს აგებს ინფორმაციის გამავრცელებელი მედია, მაშინაც კი, თუკი მის მიერ გავრცელებული მასალა სხვა მედიის მიერ არის მომზადებული, და მანამდე უკვე გამოქვეყნებული.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სადავო სტატიის ავტორი და პირველწყარო გაზეთი “ასავალ-დასავალია”, და იქ გამოქვეყნებული იდენტური მასალის ეთიკურ პრინციპებთან შეუსაბამობებზე საბჭომ იმსჯელა და დარღვევები დაადგინა, “საქართველოს რესპუბლიკა”, სტატიის გადაბეჭდვის გამო, პასუხისმგებელია მის გავრცელებაზე.
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
ამის შესახემ საბჭომ დეტალურად იმსჯელა საქმეების #781-782 განხილვისას და დარღვევის დასაბუთება აღწერილია შესაბამის გადაწყვეტილებაში.
სტატიის ამ ფორმით გამოქვეყნებით “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებმა ხელი შეუწყვეს არაზუსტი, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
სხდომაზე განმცხადებელმა პირველ სტატიასთან მიმართებით მოხსნა წინამდებარე პრინციპი, ვინაიდან “საქართველოს რესპუბლიკამ” პასუხი დაგვიანებით, 2025 წლის 17 მარტის ნომერში (გვ. 10), მაგრამ მაინც გამოუქვეყნა. თუმცა, მან, იმის გამო, რომ “საქართველოს რესპუბლიკამ” 2025 წლის 24-30 მარტის ნომერში გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული წერილის პასუხი არ გამოუქვეყნა, მაინც გადაწყვიტა, ამ პრინციპზე ედავა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მას არ მიეცა გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ მეორე წერილზე სრულფასოვანი პასუხის შესაძლებლობა და ამის გამო მან შესწორება არასათანადოდ მიიჩნია.
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან, “საქართველოს რესპუბლიკას” ჰქონდა უფლება არ გამოექვეყნებინა განმცხადებლის შეპასუხება იმ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნდა “ასავალ დასავალში” და არა საქართველოს რესპუბლიკაში. გამომდინარე აქედან, საქართველოს რესპუბლიკის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ექცევა საკითხი, გააგრძელებს თუ არა ის კონკრეტულ თემაზე მიმდინარე დისკუსიის გაშუქებას.
ვინაიდან გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას” არ დაუბეჭდავს გაზეთ
“ასავალ-დასავალის” მეორე სადავო წერილი, არ შეიძლება ის ვალდებულად
მივიჩნიოთ, განმცხადებელს გამოუქვეყნოს პასუხი სხვა გაზეთსა თუ
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ.
შესწორების ამ სტანდარტის გამოყენება, შესაძლოა, სადავო წერილის პირველწყაროს ანუ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ვალდებულებად მივიჩნიოთ.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი არ დარღვეულა.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მედიამ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
როგორც საბჭომ თავის
გადაწყვეტილებაში - იაკობ ლეჟავა გაზეთ “ასავალ-დასავალის” მთავარი
რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილისა და ჟურნალისტია ჯაბა ხუბუას
წინააღმდეგ -
აღნიშნა, სტატია ახდენს იაკობ ლეჟავას დისკრიმინაციას ასაკობრივი
ნიშნით.
ამ პრინციპთან დაკავშირებით საბჭოს დასაბუთება აღწერილია საქმეების #781-782 შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო სტატიის გადაბეჭდვით “საქართველოს რესპუბლიკამ” ხელი შეუწყო ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციასა და სტიგმის გაძლიერებას, რაც ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო სადავო მასალაში დარღვეულად მიიჩნევს ქარტიის მე-7 პრინციპს.
სარეზოლუციო ნაწილი
გაზეთის “საქართველოს რესპუბლიკა” მთავარმა რედაქტორმა სპარტაკ ქობულიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები. არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი.
6 მაისი, 2025 წელი
საქმე N-781, 783
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა იაკობ ლეჟავამ გაზეთის "ასავალ-დასავალი" მთავარი რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილისა და ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი იაკობ ლეჟავა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
პირველი სადავო სტატია (გვ. 8-9) ყოველკვირეულმა გაზეთმა “ასავალ-დასავალი” გამოაქვეყნა. სადავო სტატია არის პასუხი განმცხადებლის მიერ ე.წ. “დიფ სთეითის” შესახებ დაწერილ და გამოქვეყნებულ წერილზე, რომელშიც ის ამ ტერმინის ” ქართულ თარგმანს აკრიტიკებს.მეორე სადავო მასალა (გვ. 10) 2025 წლის 24-30 მარტის ნომერში გამოქვეყნდა გაზეთში “ასავალ-დასავალი”.
პირველი სადავო სტატიის სადავო ფრაზები:
“აქ კვლავ ტავტოლოგია მოგივიდათ, ბატონო იაკობ”;
“თუმცა, მოდით, ბატონი ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე ნუ ავიღებთ…”;
“უკაცრავად, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ იძულებული ვართ, ზემოთ დადებული პირობა - ბატონი იაკობ ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე არ ავიღებთო - ამ ერთხელ დავარღვიოთ და პატივცემულ ავტორს მივუთითოთ, რომ სიტყვა “ხმარების” უთავბოლო ხმარება ზოგჯერ ფრიად უხერხულ სიტუაციას წარმოქმნის, რის გამოც ჯობს, “ხმარების” მაგივრად “გამოყენება” იქნეს ნახმარი”;
“ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას, მაგრამ საგაზეთო პუბლიკაციიდან ეს ცოტა პორნოგრაფიულად ხომ არ ჟღერს?”;
“ასე, რომ ბატონო იაკობ, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, სიტყვა “ხმარების” ხმარებას მომავალში უფრო დაკვირვებულად და ყურადღებით მოეკიდოთ!”;
“თქვენ, ბატონო იაკობ, როგორც თავად წერთ, თავისუფლად შეგიძლიათ, მსახიობთა დასი იხმაროთ და მუსიკოსთა დასიც იხმაროთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკურად ვიხმაროთ ფარული დასი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და რომელიც არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც უთხრის ძირს!”
მეორე სადავო სტატიის სადავო ფრაზები:
“იაკობ ლეჟავას მიერ გაღმა წასაღები წერილი”;
“მაინც წაიღებთ წერილს…”;
“წერილი წაიღოთ…”;
“ისღა დარჩენია, წერილი წაიღოს პირდაპირ ოკეანის გადაღმა…”
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხეების მხრიდან სადავო მასალებში განმცხადებლის მიმართ გამოხატულ ცინიკურ და მადისკრედიტირებელ დამოკიდებულებაზე, რაც იმით არის გამოწვეული, რომ იაკობ ლეჟავა თავის წერილში აკრიტიკებს “ასავალ-დასავალის” სტატიებში ე.წ. “DEEP STATE”-ისთვის მოფიქრებულ ქართულ შესატყვისს “ფარული დასი”.
“ასავალდასავალის” ჟურნალისტები მანიპულაციურად აპელირებენ განმცხადებლის მხრიდან მის წერილში სიტყვის “ხმარება” გამოყენებაზე და ისე წარმოაჩენენ, თითქოს იაკობ ლეჟავა ამ სიტყვას უხამს კონტექსტში იყენებდეს.
მაგალითად: “ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას, მაგრამ საგაზეთო პუბლიკაციიდან ეს ცოტა პორნოგრაფიულად ხომ არ ჟღერს?”;
“ასე, რომ ბატონო იაკობ, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, სიტყვა “ხმარების” ხმარებას მომავალში უფრო დაკვირვებულად და ყურადღებით მოეკიდოთ!”;
“თქვენ, ბატონო იაკობ, როგორც თავად წერთ, თავისუფლად შეგიძლიათ, მსახიობთა დასი იხმაროთ და მუსიკოსთა დასიც იხმაროთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკურად ვიხმაროთ ფარული დასი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და რომელიც არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც უთხრის ძირს!”
საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ტექსტში იაკობ ლეჟავას სიტყვების მანიპულაციური ინტერპრეტირებით მოპასუხეებს აუდიტორია შეცდომაში შეჰყავთ და იაკობ ლეჟავას წერილის შინაარსზე მცდარ წარმოდგენას უქმნიან.
მათ სტატიაში მოჰყავთ და აკრიტიკებენ იაკობ ლეჟავას წერილის ფრაგმენტებს, მანიპულაციურად, ისე, რომ მკითხველს არ წარმოუჩენენ მთლიან სურათს, არ აწვდიან სრულ და ამომწურავ ინფორმაციას და დამახინჯებულად წარმოუდგენენ წერილის კონტექსტს, რითაც იჩენენ უპატივცემულობას აუდიტორიისა და მკითხველის მიმართ.
მთელი სტატია ემსახურება იაკობ ლეჟავას დამაკნინებელ კრიტიკას. ავტორს მანიპულაციური შეფასებებით, ლეჟავას წერილიდან ამოგლეჯილი ფრაზების დამახინჯებული შინაარსით შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და მკითხველის მიმართ უპატივცემულობას ამჟღავნებს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ლაშა ნადარეიშვილმა და ჯაბა ხუბუამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-5 პრინციპი.
განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა მიმოწერა მოპასუხე მედიასთან, სადაც ჩანს მისი პრეტენზია პირველ სადავო მასალასთან დაკავშირებით და სადაც ის საპასუხო წერილის გამოქვეყნებას ითხოვს. გაზეთმა “ასავალ-დასავალი” საპასუხო წერილი არ გამოუქვეყნა იაკობ ლეჟავას და მისი პოზიცია საკუთარ მედიაში არც სხვაგვარად ასახა.
ამის შემდეგ, “ასავალ-დასავალმა” კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა იაკობ ლეჟავას, რომელშიც ნახსენებია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. ეს ადასტურებს, რომ მათთვის ცნობილი გახდა იაკობ ლეჟავას მხრიდან ქარტიისთვის მომართვისა და მათ სტატიებთან დაკავშირებით არსებული კონკრეტული პრეტენზიების შესახებ.
ამასთან, ქარტიის საბჭოს სამდივნომ “ასავალ-დასავალს” გაუგზავნა ინფორმაცია მათ წინააღმდეგ შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით. ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ დროიდან მოპასუხისათვის სათანადო წესით არის არსებული პრეტენზია ცნობილი და ის ვალდებულია, შესწორების სტანდარტი გამოიყენოს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ორივე სადავო მასალაზე მიიღო შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა ისინი დღემდე პირვანდელი სახით არის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. მათ არანაირი მინიშნება არ აქვთ სტატიებში არსებული უზუსტობებისა და მათი შესწორების შესახებ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიებში დარღვეულია ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ლაშა ნადარეიშვილმა და ჯაბა ხუბუამ დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
ორივე სადავო მასალაში მოპასუხე მხარე აქტიურად ამახვილებს ყურადღებას განმცხადებლის ასაკზე, თანაც ნეგატიურ კონტექსტში. სტატიებში ვკითხულობთ: “ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას…”;
“იაკობ ლეჟავას მიერ გაღმა წასაღები წერილი”;
“მაინც წაიღებთ წერილს…”;
“წერილი წაიღოთ…”;
“ისღა დარჩენია, წერილი წაიღოს პირდაპირ ოკეანის გადაღმა…”
ამ გამონათქვამებში საბჭო ცალსახად ხედავს დისკრიმინაციას ასაკობრივი ნიშნით.
ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, იგივე “ეიჯიზმი” გულისხმობს უარყოფით ან დამამცირებელ დამოკიდებულებას სხვა ადამიანის მიმართ მისი ასაკის გამო. ასეთი ტიპის დისკრიმინაცია მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, თუმცა ხშირად ის ხანშიშესულ ადამიანებთან მიმართებაში გვხვდება. როდესაც ადამიანს მისი ასაკის გამო განსხვავებულად (ცუდად ან კარგად) ეპყრობიან.
დისკრიმინაციის ეს ფორმა სტერეოტიპული შეხედულებების ცალსახა გამოხატულებაა და ხელს უწყობს დაბერების, ასაკის მატების გამო ადამიანების სტიგმატიზაციას.
ამ ფონს განსაკუთრებით ამძიმებს მეორე სადავო მასალაში გამოყენებული ვიზუალური ხერხები. შავ ფონზე დატანილი სათაურით იაკობ ლეჟავას ფოტოზე ტუჩები აქვს დაფარული. ამ მასალაში მრავალჯერ სხვადასხვა ბრუნვაში გამოყენებული სიტყვები “წერილი წაიღოთ” გამუქებული შრიფტით არის ძირითადი ტექსტისგან გამოყოფილი. ამას ემატება ტექსტის სათაური: “იაკობ ლეჟავას მიერ გაღმა წასაღები წერილი”. ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი, ვინაიდან სათაური მკითხველს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის. მოცემულ შემთხვევაში, სათაურიც ცალსახად დისკრიმინაციულია, ხაზს უსვამს განმცხადებლის ასაკს და აკნინებს მას. მოპასუხეები ცდილობენ ასაკზე ხაზგასმით და სიტყვების “გაღმა წასაღები”; “ წერილის წაღება” დიდი დოზით და ასაკობრივ კონტექსტში გამოყენებით დაამცირონ და დააკნინონ იაკობ ლეჟავა.
ისინი სრულიად უგულებელყოფენ ჟურნალისტის ვალდებულებას, გაემიჯნოს დისკრიმინაციას და ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციისა და სტიგმის გაძლიერებასა და გავრცელებას, რამდენადაც არ ერიდებიან დისკრიმინაციულ გამონათქვამებს იაკობ ლეჟავას ასაკთან დაკავშირებით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭო ქარტიის მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს.
სარეზოლუციო ნაწილი
გაზეთის “ასავალ-დასავალი” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა და ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.